განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700059365
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №292აპ-18 ქ. თბილისი
ვ-------–---–ი ნ-----–----, 292აპ-18 26 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განაჩენზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გოჩა ქორაიასა და მსჯავრდებულ ნ-----–---- ვ-------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - პ----- გ-----–----ა და რ----–-- დ---–---ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის განაჩენით ნ-----–---- ვ-------–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-----–---- ვ-------–---–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 17 დეკემბრიდან.
განაჩენით მსჯავრდებულ ნ-----–---- ვ-------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 11 ივნისს, გამთენიისას, ქ.თ---–--–ი, ე-------ს ქუჩაზე - თ---–---ს საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მგზავრთა მომსახურების მიზნით, კუთვნილი ავტომობილებით იმყოფებოდნენ ტაქსის მძღოლები - ა-–-- თ----------ე, ზ---- ჯ------–---–ი, კ--- კ----------ე, ნ-----–---- ვ-------–---–ი და ამ უკანასკნელის შვილი, გ------- ვ-------–---–ი. ხსენებული პირები მიიჩნევდნენ, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე მყოფი მგზავრები თვითონ უნდა გადაეყვანათ და ხელს უშლიდნენ სხვა ტაქსის მძღოლებს მგზავრთა მომსახურებაში.
იმავე დღეს, დაახლოებით 04:30 საათზე, კერძო ტაქსის მძღოლმა ვ------- გ-------------ა თავისი ,,ფოლკსვაგენ გოლფის” მოდელის ავტომანქანით, სახ.#---------, თ---–---ს საერთაშორისო აეროპორტში მიიყვანა მგზავრი.
ზ---- ჯ------–---–მა და კ--- კ----------ემ ვ------- გ------------ს აუკრძალეს თ---–---ს საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მგზავრთა მომსახურება, რის გამოც მათ შორის მოხდა შელაპარაკება, რაც სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. აღნიშნულ ინციდენტს შეესწრო ნ-----–---- ვ-------–---–ი, რომელიც იქვე თავისი ,,მერსედესის” მარკის ავტომანქანით ნელი სვლით გადაადგილდებოდა. ამავდროულად, კონფლიქტის შესახებ ცნობილი გახდა ა-–-- თ----------ისა და გ------- ვ-------–---–ისათვის.
აღნიშნულის შემდეგ ვ------- გ------------ი შეეცადა, გასცლოდა კონფლიქტის ადგილს, რის გამოც ავტომანქანით სწრაფი სვლით გაემართა ე-------ს ქუჩაზე, კ------ს გზატკეცილის მიმართულებით. ამ დროს მას დაედევნა ნ-----–---- ვ-------–---–ი კუთვნილი ავტომანქანით. ვ------- გ------------ს ასევე ავტომანქანით დაედევნა ა-–-- თ----------ე, ზ---- ჯ------–---–თან, კ--- კ----------ესა და გ------- ვ-------–---–თან ერთად.
ნ-----–---- ვ-------–---–ი და ა-–-- თ----------ე ავტომობილებით ცდილობდნენ ვ------- გ------------ის შეჩერებას, რასაც ვერ ახერხებდნენ. ვ------- გ------------ი სწრაფი სვლით განაგრძობდა გადაადგილებას კ------ს გზატკეცილის მიმართულებით. ე-------ს ქუჩაზე არსებული №40 გარე განათების ბოძის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ-----–---- ვ-------–---–მა სწრაფი სვლით მიმავალი ვ------- გ------------ის ავტომანქანის უკანა მარჯვენა ფრთას განზრახ, ძლიერად და მკვეთრად შეაჯახა თავისი ,,მერსედესის” მარკის ავტომანქანის წინა მარცხენა ნაწილი. შეჯახების შედეგად ვ------- გ------------ის ავტომანქანამ დაკარგა კოორდინაცია, დატრიალდა და გადავარდა საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს არსებულ დაღმართში. ვ------- გ-------------ა მიიღო სხეულის ბლაგვი, შერწყმული ტრავმა ჩონჩხის ძვლების მოტეხილობებითა და შინაგანი ორგანოების დაზიანებით, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ვ------- გ------------ის ,,ფოლკსვაგენ გოლფის” მოდელის ავტომანქანას, სახ.#O--------, დაუზიანდა სხვადასხვა ნაწილი, რითაც დაზარალებულს მიადგა 2200 ლარის მატერიალური ზიანი. ნ-----–---- ვ-------–---–ი კი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ნ-----–---- ვ-------–---–ის გამართლებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ნ-----–---- ვ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. ვ-------–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 17 დეკემბრიდან.
4. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
პროკურორი გოჩა ქორაია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და ნ. ვ-------–---–ისათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ნ-----–---- ვ-------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატები - პ----- გ-----–--ე და რ----–-- დ---–--ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ნ. ვ-------–---–ის გამართლებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორს მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ამოღების ოქმებით, ავტომობილის შესახებ ინფორმაციით, ქიმიური, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური, სასაქონლო ექსპერტიზების დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებითა და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ნ-----–---- ვ-------–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია: 2016 წლის 11 ივნისს, გამთენიისას, ვ------- გ-------------ა თ---–---ს საერთაშორისო აეროპორტში დატოვა მგზავრი. იქ მყოფმა ე.წ. „ადგილობრივმა“ ტაქსის მძღოლებმა მას აუკრძალეს აეროპორტის ტერიტორიაზე მგზავრთა მომსახურება, რის გამოც მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება და სწორედ აღნიშნულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა შედეგად ვ------- გ------------ის სიკვდილი. შემთხვევის შედეგად ვ------- გ------------ის ავტომანქანის დაზიანების ფაქტი დადასტურებულია, ხოლო სასაქონლო ექსპერტიზის №1751/ს დასკვნის თანახმად, მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს - 2200 ლარს.
8. ბრალდების მხარე ასაჩივრებს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ ნ-----–---- ვ-------–---–ს განესაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (საქმე #390აპ-14; 83აპ-18).
9. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გოჩა ქორაიასა და მსჯავრდებულ ნ-----–---- ვ-------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - პ----- გ-----–----ა და რ----–-- დ---–---ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე