განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100117002197566
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№265აპ-18 ქ. თბილისი
ო------–---–ი კ---, 265აპ-18 30 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ პეტრე სალუქვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენით კ--- ო------–---–ი, – დ----------–-------–--–ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლით, ხოლო 111,115-ე მუხლით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2017 წლის 23 ოქტომბრიდან იმავე წლის 27 ოქტომბრამდე.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კ--- ო------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ასევე – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლის პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· კ--- ო------–---–ი თავისი მეუღლის – მ------ ზ-------–---–ის მიმართ ყოველგვარი ს---ბის გარეშე, სრულიად უმიზეზოდ, ხოლო ზოგჯერ – ეჭვიანობის საფუძველზე, სისტემატურად ახდენდა მისი პატივისა და ღირსების დამცირებას, კერძოდ, თავისი არასრულწლოვანი შვილის – 2----–-–-----------ს დაბადებული, 11 წლის ს--- ო------–---–ის თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა, აგინებდა და მიმართავდა პატივისა და ღირსების დამამცირებელი სიტყვებით, რაც მ------ ზ-------–---–ის მორალურ ტანჯვას იწვევდა.
· მთვრალი კ--- ო------–---–ი ყოველგვარი ს---ბის გარეშე, სრულიად უმიზეზოდ, ხოლო ზოგჯერ – ეჭვიანობის საფუძველზე, კერძოდ, თავისი არასრულწლოვანი შვილის – ს--- ო------–---–ის თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა, აგინებდა და მიმართავდა პატივისა და ღირსების შემლახველი სიტყვებით, რაც მ------ ზ-------–---–ის მორალურ ტანჯვას იწვევდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კ--- ო------–---–ი გახშირებული, პატივისა და ღირსების სისტემატური დამამცირებელი მოპყრობით შეურაცხყოფილმა მ------ ზ-------–---–მა დიდი დოზით მედიკამენტების მიღებით ორჯერ სცადა თვითმკვლელობა, კერძოდ: მ------ ზ-------–---–მა 2017 წლის 19 ოქტომბერს თვითმკვლელობის მიზნით დალია 10 აბი „ანალგინი“, ხოლო 2017 წლის 22 ოქტომბერს, ასევე თავის მოკვლის მიზნით – 20 აბი „პარაცეტამოლი“.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი პეტრე სალუქვაძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას და მჯავრდებულ კ--- ო------–---–ისათვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ მისი მხრიდან არსებობს მეუღლეზე ძალადობის განმეორების საშიშროება.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინეს შემდეგი: მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია, მეუღლეებს შორის კონფლიქტი ამოწურულია და დაზარალებულ მ------ ზ-------–---–ს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი; სწორედ ამ და სხვა მოტივების საფუძველზე განუსაზღვრეს მსჯავრდებულს სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე და 39-ე მუხლებით დადგენილ
სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. შესაბამისად, არ არსებობს მისი დამძიმების საფუძველი.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ პეტრე სალუქვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე