განჩინება

სისხლის სამართლის 06.11.2018
საქმის ნომერი
010141318700061532
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700061532

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №361აპ-18 ქ. თბილისი

თ----------- ლ----, 361აპ-18 7 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ---- თ-----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--–---- ხ----–--–---ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ლ---- თ-----------, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ---- თ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ლ---- თ----------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან, 2017 წლის 11 იანვრიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენით ლ---- თ----------ს მსჯავრი დაედო თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღებაში მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; აგრეთვე - თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღებაში მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

.

ლ---- თ-----------ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2012 წლის 1 მაისს ნ---–- ჭ----------მ, როგორც ინდმეწარმემ საიჯარო შეთანხმება №---- გააფორმა ინდმეწარმე ვ----- მ---------ს წარმომადგენელ გ------- ვ-----სთან. შეთანხმების მიხედვით, ნ---–- ჭ----------მ იჯარით აიღო ქ-------–--–--------------–----------------- მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე მაღაზია №-- რისთვისაც საიჯარო გადასახადი შეადგენდა 780 აშშ დოლარს. ნ---–- ჭ---------- ნაქირავებ ფართში ვაჭრობდა სხვადასხვა სახის საქონლით. 2012 წლის ბოლოსთვის ნ---–- ჭ----------მ ზემოაღნიშნულ მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული ერთ–ერთი მაღაზიის მფლობელის, მ---- ო----–---–-ს მეშვეობით გაიცნო ლ---- თ-----------. შემოსავლის სიმცირის გამო ნ---–- ჩ---------სათვის რთული იყო იჯარის გადასახადის გადახდა, რაც არაერთხელ უთქვამს ლ---- თ-----------ს თანდასწრებით. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ლ---- თ----------მა განიზრახა, მოტყუებით დაუფლებოდა ნ---–- ჭ----------ს კუთვნილ თანხას. იგი ნ---–- ჭ----------ს დაჰპირდა დახმარებას იჯარით აღებული მაღაზიისა და სხვა მიმდებარე ფართების საკუთრების უფლებით დარეგისტრირებაში, რის სანაცვლოდაც მისგან მოითხოვა - 10 000 ლარი. 2013 წლის ზაფხულიდან 2013 წლის შემოდგომამდე ლ---- თ----------მა ნ---–- ჭ----------სგან, როგორც პირადად, ასევე მისი შვილის – თ----- ბ--------–---–-ს მეშვეობით სრულად მიიღო ზემოაღნიშნული თანხა, რასაც მოტყუებით დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, ხოლო ლ---- თ-----------ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნ---–- ჭ----------ს მიადგა - 10 000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2013 წლის 14 ივლისს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა თ----- ა------ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2013 წლის 23 სექტემბერს კი წარედგინა დაზუსტებული ბრალდება, ხოლო მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე 2013 წლის 24 სექტემბერს განსახილველად გადაიგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში. თ----- ა------ არის ნ---–- ჭ----------ს ნათესავი, რის გამოც იგი მტკივნეულად განიცდიდა თ----- ა------სათვის მოსალოდნელ მკაცრ სასჯელს. აღნიშნულის თაობაზე 2013 წლის ოქტომბერში ლ---- თ----------მა ინფორმაცია მიიღო ნ---–- ჭ----------სგან და განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა ნ---–- ჭ----------ს კუთვნილ თანხას. იგი ამ უკანასკნელს დაჰპირდა თ----- ა------ს პრობლემების მოგვარებას, სანაცვლოდ მისგან საბოლოო ჯამში მოითხოვა - 18500 აშშ დოლარი. 2014 წლის ნოემბრის პირველ ნახევარში ნ---–- ჭ----------სგან, მისი შვილის – თ----- ბ--------–---–-ს მეშვეობით სრულად მიიღო ზემოაღნიშნული თანხა, რასაც მოტყუებით დაეუფლა და მართლსაწინაღმდეგოდ მიისაკუთრა. ლ---- თ-----------ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნ---–- ჭ----------ს მიადგა - 18 500 აშშ დოლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ---- თ-----------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ----- უ---–---მ. აპელანტმა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ლ---- თ-----------ს გამართლება შერაცხულ ბრალდებებში.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ---- თ-----------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი--–---- ხ----–--–---მ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას შერაცხულ ბრალდებებში.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

9. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ ლ---- თ-----------სათვის შერაცხული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №314აპ-14), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

 

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ლ---- თ-----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--–---- ხ----–--–---ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე