განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100115794486
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
№245აპ-18 თბილისი
კ---–------–-ი ვ------–--, 245აპ-18 1 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის მიქაილ ქობულაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განაჩენზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ვ------–-- კ---–------–-ის (დ----------–-------–-–----------) ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა მითვისება, ე.ი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რაც გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს საზღვაო სანაოსნომ „ონშორული“ და „ოფშორული“ ფლოტის გემებისათვის, ტექნიკური და კომერციული მენეჯმენტის განხორციელების უზრუნველსაყოფად, ინგლისურ კომპანია „პ-------თან” ერთად, 1990 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის „მორფლოტის“ საბჭოს გადაწყვეტილებით, ლონდონში დააფუძნა ერთობლივი კომპანია „ა---–--------------–------“, რომლის საქმიანობის შედეგად საქართველოს საზღვაო სანაოსნოს, თავდაპირველად უნდა მიეღო მოგების 30 %, ხოლო 1993 წლის 25 იანვრიდან - 50 %. 1991 წლის 20 მარტიდან „------------ის“ და საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ხელმძღვანელობის მიერ ახლადშექმნილ „ა---–--------------–-----ში“ კომპანიის დირექტორად დაინიშნა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კომერციული სამსახურის უფროსის მოადგილე ვ------–-- კ---–------–-ი, რომელიც ზემოხსენებულ პერიოდში ინგლისის მოქალაქე პ------ ბ----- ს----თან ერთად, დირექტორის სტატუსით ხელმძღვანელობდა ერთობლივი საწარმოს საქმიანობას.
ვ------–-- კ---–------–-იმ, პ------ ბ----- ს----თან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განიზრახა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება. ამ მიზნით, ოფშორულ ზონაში, კუნძულ სენტ-ვინსენტ და გრენადინებზე რეგისტრაციაში გაატარა კომპანია „ე--------------------“ (საწესდებო კაპიტალი 10.000 აშშ დოლარი), რომელსაც თითქოს უნდა ეწარმოებინა საფოსტო გადაზიდვები, მათ შორის გაზეთ „მ---------------------ის” საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელება. მითითებული კომპანიის აქციების 25-25 %-ის მფლობელები გახდნენ: თვითონ ვ------–-- კ---–------–-ი და ფიზიკური პირები, პ------ ბ----- ს----ი, ბ------ ვ---–----- (საქართველოს საზღვაო სანაოსნოს იმჟამინდელი უფროსი) და ს------ ს---------- (საქართველოს საზღვაო სანაოსნოს იმჟამინდელი უფროსის მოადგილე). 1993 წლის 18 ივნისს, ვ------–-- კ---–------–-იმ და პ------ ბ----- ს----მა, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების მიზნით, სანაოსნოს ინტერესების სრული იგნორირებით შექმნეს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ნებისმიერი სახის მომსახურებისათვის მიღებული თანხის 0.5 პროცენტი „ა---–--------------–------დან“ უნდა გადარიცხულიყო „ე---------------------ში“, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კომპანიას საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემების მომსახურებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
1993 წლის 5 აგვისტოდან - 1995 წლის 28 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ვ------–-- კ---–------–-იმ, პ------ ბ----- ს----თან წინასწარი შეთანხმებით, შვეიცარიის ქ. ბ-----–ის ბანკ „კ---------------ში,” კომპანია „ე--------------------ს“ N------------- ანგარიშზე, 0.5 %-ის სახით, უკანონოდ გადარიცხა მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები, მათი შემდგომი მისაკუთრების მიზნით, კერძოდ, ქ. ლ---------ს ,,ჰ-------------დან“ ,,ა---–--------------–------ს“ სავალუტო ანგარიშიდან, ვ------–-- კ---–------–-ის და პ------ ბ----- ს----ის მიერ გადაირიცხა:
1993 წლის 5 აგვისტოს 16.427,0 აშშ დოლარი; 1993 წლის 9 აგვისტოს 19.325,0 აშშ დოლარი; 1993 წლის 12 აგვისტოს 18.328,0 აშშ დოლარი; 1993 წლის 27 აგვისტოს 20.992,0 აშშ დოლარი; 1993 წლის 7 სექტემბერს 13.392,0 აშშ დოლარი; 1993 წლის 21 სექტემბერს 17.338,72 აშშ დოლარი; 1993 წლის 19 ოქტომბერს 9.306,90 აშშ დოლარი; 1993 წლის 10 ნოემბერს 17.438,56 აშშ დოლარი; 1993 წლის 24 ნოემბერს 16.257,13 აშშ დოლარი; 1993 წლის 23 დეკემბერს 33.552,61 აშშ დოლარი; 1994 წლის 7 იანვარს 14.172,84 აშშ დოლარი; 1994 წლის 25 იანვარს 10.814,12 აშშ დოლარი; 1994 წლის 10 თებერვალს 12.588,62 აშშ დოლარი; 1994 წლის 2 მარტს 14.831,79 აშშ დოლარი; 1994 წლის 11 მარტს 13.878,57 აშშ დოლარი; 1994 წლის 29 აპრილს 10.082,72 აშშ დოლარი; 1994 წლის 26 მაისს 24.150,37 აშშ დოლარი; 1994 წლის 20 ივნისს 15.539,6 აშშ დოლარი; 1994 წლის 7 ივლისს 20.905,35 აშშ დოლარი; 1994 წლის 26 ივლისს 10.675,94 აშშ დოლარი; 1994 წლის 16 აგვისტოს 5.911,93 აშშ დოლარი; 1994 წლის 20 სექტემბერს 27.206,45 აშშ დოლარი; 1994 წლის 17 ოქტომბერს 70.954,22 აშშ დოლარი; 1994 წლის 1 დეკემბერს 27.062,86 აშშ დოლარი; 1994 წლის 14 დეკემბერს 11.668,06 აშშ დოლარი; 1995 წლის 6 თებერვალს 20.654,75 აშშ დოლარი; 1995 წლის 24 მარტს 30.795,92 აშშ დოლარი; 1995 წლის 5 მაისს 11.134,18 აშშ დოლარი; 1995 წლის 26 მაისს 24.150,37 აშშ დოლარი; 1995 წლის 28 ივლისს 28.342,1 აშშ დოლარი; საბოლოოდ, ზემოაღნიშნული სქემით, ვ------–-- კ---–------–-იმ, პ------ ბ----- ს----თან ერთად, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კუთვნილი 602.986,21 აშშ დოლარი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით ვ------–-- კ---–------–-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა,” ”დ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. შპს „საქართველოს საზღვაო სანაოსნოს“ სამოქალაქო სარჩელი ვ------–-- კ---–------–-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. ვ------–-- კ---–------–-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. ვ------–-- კ---–------–-ის განემარტა, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსმა პროკურორმა მიქაილ ქობულაძემ და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის (საუარესოდ შებრუნების პრინციპით) გაუქმება და საქმის გადაგზავნა ახალი სასამართლო განხილვისათვის.
5. კასატორის მითითებით, მოწმე რობერტ კომახიძემ განმარტა, რომ 1993 წლიდან „ა---–-------------,“ სანაოსნოს ონშორული ფლოტის შემოსავალიდან ყოველთვე რიცხავდა 0.5%-ს „-----------ის“ ანგარიშზე; კითხვაზე, როგორც საზღვაო სანაოსნოს საფინანსო განყოფილების უფროსმა რატომ მოაწერა ხელი ვ-–- ს--------თან (სანაოსნოს უფროსის მოადგილე) ერთად 1993 წლის შეთანხმებას „-----------ის“ სერვისის სასარგებლოდ, 0.5%-ის გადარიცხვების შესახებ, მოწმემ განმარტა, რომ ვ. კ---–------–-იმ და პ. ბ----- ს----მა აღნიშნული შეთანხმება მივლინების დროს წარადგინეს, რის გამოც ამ კომპანიის საქმიანობა ვერ შეისწავლეს და თან ეს შეთანხმება იყო სარეკომენდაციო ხასიათის; მოწმე ბ------ ვ---–-----მ განმარტა, რომ ვ. კ---–------–-ი და პ. ბ----- ს----ი იყვნენ „ა---–--------------–------ს დირექტორები.“ მათვე დააფუძნეს „-----------ა“ და სანაოსნოს გვერდის ავლით რიცხავდნენ თანხებს ამ კომპანიის ანგარიშზე. დოკუმენტები, რომლებზეც მისი ხელმოწერაა, ყალბია; თანხების კანონიერების შემოწმების აქტი, აგრეთვე ადასტურებს ვ. კ---–------–-ის მიერ დანაშაულის ჩადენას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
7. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან, ისინი არ არის საკმარისი პირის დამნაშავედ ცნობისათვის. საქართველოს კონტროლის პალატის 2000 წლის 9 მარტის აქტი, რომელიც ბრალდების მხარის შეფასებით, ვ------–-- კ---–------–-ის ბრალეულობას ადასტურებს, ეხება საზღვაო სანაოსნოს ხელმძღვანელ ფიზიკურ პირთა და მათი ოჯახის წევრების სასარგებლოდ სოლიდური თანხების ხარჯვას და არა უშუალოდ ვ. კ---–------–-ის მიერ 603 000 აშშ დოლარის მითვისებას. ამასთან, სასამართლომ საქმეში არსებული გარკვეული მასალები ვერ შეაფასა, ვინაიდან პროკურორის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ორი ტომიდან, ერთ-ერთ, კერძოდ, N2 ტომში სისხლის სამართლის საქმის მასალების უმეტესი ნაწილი ინგლისურ ენაზეა შესრულებული.
8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია), უტყუარად ვერ ადასტურებს ვ. კ---–------–-ის მიერ დანაშაულის ჩადენას.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
10. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის მიქაილ ქობულაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე