განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2018
საქმის ნომერი
200100115973070
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100115973070

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№453აპ-18 ქ. თბილისი

ჭ-–----- გ----, 453აპ-18 7 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

გ------- შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - კ------------- თ--------ს

პროკურორ - დავით გველესიანის

ადვოკატ - ზ------ ბ----–---–-ს

მსჯავრდებულ - გ---- ჭ-–-----ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ---- ჭ-–-----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ ბ----–---–-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენით გ---- ჭ-–-----, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ გ---- ჭ-–-----ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 6 მაისიდან იმავე წლის 9 მაისის ჩათვლით.

 

იმავე განაჩენით მსჯავრი დაედოთ - გ------- ი------–---–ს, რ----- გ---–-–---–სა და გ------- ჭ-–-----ს.

 

2. აღნიშნული განაჩენით გ---- ჭ-–-----ს მსჯავრი დაედო პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობაში მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 6 მაისს, ღამის 00:40 საათზე, შს თ--–---ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორები ი-----–- მ--------–---–- და შ--–-- შ--–----–-–---–ი აწარმოებდნენ შემოვლას თ--–---ს რაიონის სოფელ კ-------ში. შემოვლის დროს ი-----–- მ--------–---–მა და შ--–-- შ--–----–-–---–მა საქართველოს ასკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დააკავეს ამავე სოფელში მცხოვრები დ-------- ი------–---–ი. რ----- გ---–-–---–ი, გ------- ჭ-–-----, გ---- ჭ-–----- და გ------- ი------–---–ი ძალადობითა და ძალადობის მუქარით შეეცადნენ, გაეთავისუფლებინათ დაკავებული დ-------- ი------–---–ი. მათ პოლიციის მუშაკებს შეაწყვეტინეს საქმიანობა და არ მისცეს საშუალება ი-----–- მ--------–---–სა და შ--–-- შ--–----–-–---–ს, რომ დაკავებული კანონით დადგენილი მოქმედებების შესასრულებლად გადაეყვანათ პოლიციის განყოფილებაში. რ----- გ---–-–---–ის, გ------- ჭ-–-----ს, გ---- ჭ-–-----სა და გ------- ი------–---–ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ი-----–- მ--------–---–მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად მარჯვენა მუხლისა და მარჯვენა ლავიწის არეში, ხოლო შ--–-- შ--–----–-–---–მა - მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად მარცხენა მხრის არეში.

 

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ---- ჭ-–-----მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა. აპელანტებმა ითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება შერაცხულ ბრალდებაში.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მსჯავრდებულმა გ---- ჭ-–-----მ თავი დამნაშავედ ცნო და ითხოვა შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენი გ---- ჭ-–-----ს მიმართ დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ---- ჭ-–-----ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ------ ბ----–---–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.

 

6. 2018 წლის 6 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შუამდგომლობით მომართა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით გველესიანმა, რომელმაც მოითხოვა მასა და მსჯავრდებულ გ---- ჭ-–-----ს შორის 2018 წლის 6 ნოემბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება შემდეგი პირობით:

 

გ---- ჭ-–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 7 (შვიდი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი და 5 (ხუთი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

7. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობისა და საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე ოქმის თანახმად, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით გველესიანმა მხედველობაში მიიღო: ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, მსჯავრდებულის საზოგადოებრივი საშიშროება, პიროვნული მახასიათებლები, მისი ქცევა, რის შემდეგაც, სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტის გათვალისწინებით, 2018 წლის 6 ნოემბერს მასა და მსჯავრდებულ გ---- ჭ-–-----ს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

8. სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა დააზუსტა საპროცესო შეთანხმების პირობა და მოითხოვა გ---- ჭ-–-----ს მიერ პატიმრობაში ფაქტობრივად მოხდილი ვადის - 7 თვისა და 13 დღის - სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩათვლა.

9. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას დაზუსტებული პირობით მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა, ასევე - მსჯავრდებულმა გ---- ჭ-–-----მ და მისმა ადვოკატმა ზ------ ბ----–---–მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის - თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს მასა და მსჯავრდებულ ლ---- ც-–--–---ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დაზუსტებული პირობით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ი-----–- მ--------–---–-ს, შ--–-- შ--–----–-–---–ის, ა-–---- კ---------–-ს, ნ-----–---- კ------–---ს ჩვენებებითა და ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მიიღეს და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულ გ---- ჭ-–-----ს მიმართ წარდგენილი ბრალდება.

 

3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ გ---- ჭ-–-----ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული გ---- ჭ-–----- ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

 

4. მსჯავრდებულისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

6. ამდენად, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ---- ჭ-–-----ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანსა და მსჯავრდებულ გ---- ჭ-–-----ს შორის დადებული საპროცესო შეთანხება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

4. მსჯავრდებული გ---- ჭ-–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 7 (შვიდი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი და 5 (ხუთი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5. მსჯავრდებულ გ---- ჭ-–-----ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 6 მაისიდან იმავე წლის 9 მაისის ჩათვლით.

 

6. მსჯავრდებულ გ---- ჭ-–-----ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელიდან, პატიმრობის ვადის გათვალისწინებით, რეალურად მოხდილი აქვს - 7 (შვიდი) თვე და 13 (ცამეტი) დღე. ამდენად, რეალურად მოსახდელი სასჯელი მას უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან, ხოლო რაც შეეხება პირობით მსჯავრს, მას საბოლოოდ განესაზღვროს: პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წლის, 4 (ოთხი) თვისა და 17 (ჩვიდმეტი) დღის ვადით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

7. მსჯავრდებულ გ---- ჭ-–-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

8. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ გ---- ჭ-–-----ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე