განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2018
საქმის ნომერი
010141318700056821
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 01014131870005-821

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№186აპ-18 თბილისი

გ----------ი ნ-------, 186აპ-18 8 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ------- შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ბურთიკაშვილისა და მსჯავრდებულ ნ------- გ----------ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 სექტემბრის განაჩენით ნ------- გ----------ი, - დ----------–-------–-–-------------, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. ნ------- გ----------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 15 დეკემბრიდან.

 

2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

ნ------- გ----------ი თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 2016 წლის 15 დეკემბერს ითვლებოდა ნასამართლევად.

 

2016 წლის 15 დეკემბერს ნ------- გ----------ი ლითონის ძალაყინის მეშვეობით ცდილობდა თ--–--–ი, დ. ა----–-----–ის გ-------ის N---თან მდებარე შპს „თ----ი ფეის“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საცავში შეღწევასა და იქ არსებული თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებას. პოლიციის თანამშრომლების ჩარევის შედეგად ნ------- გ----------მა ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა. ჩადენილი ქმედების შედეგად შპს „თ----ი ფეის“ შესაძლოა, მისდგომოდა 203.5 ლარის ზიანი.

 

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის განაჩენით ნ------- გ----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 თვითა და 1 დღით.

 

2016 წლის 15 დეკემბერს ნ------- გ----------ი ლითონის ძალაყინის მეშვეობით ფარულად ცდილობდა თ--–--–ი, დ. ა----–-----–ის გ-------ის N---თან მდებარე შპს „თ----ი ფეის“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებას. პოლიციის თანამშრომლების ჩარევის შედეგად ნ------- გ----------მა ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა, ვინაიდან ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ბურთიკაშვილმა და მსჯავრდებულმა ნ-------ი გ----------მა.

 

5. აპელანტმა - თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ბურთიკაშვილმა ითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ნ. გ----------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

 

6. აპელანტმა - მსჯავრდებულმა ნ------- გ----------მა ითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

 

ნ------- გ----------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. ნ------- გ----------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 15 დეკემბრიდან.

 

8. კასატორი – პროკურორი ნატო ბურთიკაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ნ. გ----------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას. პროკურორის მითითებით, საცავი კანონმდებელს გაიგივებული არ აქვს უძრავ ნივთთან, შესაბამისად, საცავის, სავალდებულო ნიშანი არ არის მისი შემოღობვა ან მიწასთან მყარად დაკავშირება, ან მისი გადაადგილების შეუძლებლობა; საცავში მოიაზრება ნებისმიერი ნივთი თუ ნაგებობა, რომელიც გამოიყენება მოძრავი ნივთის შესანახად, დასაცავად და რომელიც არ არის ბინა ან სადგომი; თავად აპარატი წარმოადგენს იქ განთავსებული ფულის საცავს. დამატებით მას აქვს ვიდეომეთვალყურეობა (როგორც წესი), რათა უფრო უკეთ იყოს დაცული იქ განთავსებული ფულადი თანხა; მისი გადაადგილება მხოლოდ რამდენიმე პირის შეთანხმებული მოქმედებითა და ტექნიკის გამოყენებით არის შესაძლებელი; დაზარალებულის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საცავი მხოლოდ ფულის მიმღები მოწყობილობაა, არ ცვლის ობიექტურ რეალობას; კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ შემსუბუქებული სასჯელის ზომა არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის წარსულს.

 

9. კასატორი - ნ------- გ----------ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. მსჯავრდებულის მითითებით, იგი გამოძიებას საწყისი ეტაპიდანვე არ ეთანხმებოდა; სააპელაციო სასამართლო უშუალოდ პოლიციელების ჩვენებებს დაეყრდნო, რომელთა შეფასებისას არ გაითვალისწინა ის წინააღმდეგობები და უზუსტობები, რაზედაც დაცვის მხარე ამახვილებდა ყურადღებას; სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ვითომდა მსჯავრდებულს ნებაყოფლობით აუღეს ნერწყვის ნიმუში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ------- გ----------ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პროკურორ ნატო ბურთიკაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმ ნაწილში, რომ მსჯავრდებულმა ნ------- გ----------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება. საქმეში წარმოდგენი-–-- ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ------- გ----------ის მიერ ქურდობის მცდელობის არაერთგზის ჩადენას, კერძოდ:

 

3. მოწმე ბ------ ბ--------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს შსს თელავის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 15 დეკემბერს იგი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, კერძოდ, თ--–--–ი, ა-–----ის გ-------ზე, ატარებდა შემოვლას თავისივე თანამშრომელ კ------------- ზ------–---–თან ერთად. დაახლოებით დილის 04:00 საათზე, როდესაც მოწმე კლინიკა „ენ------ პ-–---ის“ შენობის მოპირდაპირედ არსებულ კიბეზე ამოდიოდა, ა----–-----–ის გ-------ის მიმართულებით და მათგან დაახლოებით 20–25 მეტრში, გარე განათების შუქზე შეამჩნია, რომ უცნობი პირი ბლაგვი საგნით (როგორც დაკავების შემდეგ გაირკვა, ძალაყინის გამოყენებით) ტეხდა „თ----ი ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს. ამის შემდეგ მოწმე ჩავიდა კიბეზე, რადიოგადამცემის (რაცია) საშუალებით გამოიძახა დახმარება, ხოლო შემდეგ კვლავ ავიდა კიბეზე და მისთვის უცნობ პირს დაუძახა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და ადგილზე გაჩერებულიყო. პოლიციელების დაძახებაზე ხსენებული პირი კორპუსების მიმართულებით გაიქცა. ბ------ ბ--------–---–ი გაქცეულს კ------------- ზ------–---–თან ერთად დაედევნა, დაახლოებით 50 მეტრში დაეწია და №5-–ე საცხოვრებელ კორპუსთან დააკავა. გაქცევის დროს ამ პირს ხელში ძალაყინი ეჭირა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ნ. გ----------ი თვალთახედვის არიდან არ დაკარგულა. მისი დაკავებიდან დაახლოებით 5–10 წუთში მათთან მივიდა მათივე თანამშრომელი ნ-----–---- ტ-----–---–ი, რომელმაც ნ------- გ----------ს ჩაუტარა პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ბრალდებულს ძალაყინი და მობილური ტელეფონი ამოუღეს.

 

4. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე კ------------- ზ------–---–მა.

 

5. ამდენად, მოწმეების - ბ------ ბ--------–---–ისა და კ------------- ზ------–---–ის ჩვენებებიდან გამომდინარე, დადგენი-–--, რომ პოლიციელებმა ნ------- გ----------ი შემთხვევის ადგილზე უშუალოდ ქურდობის მცდელობის პროცესში (კერძოდ, ძალაყინის საშუალებით „თ----ი ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხის დროს) დაინახეს. როდესაც ნ------- გ----------მა პოლიციის თანამშრომლები შეამჩნია, გაიქცა. ის, რომ ბ------ ბ--------–---–მა ნ------- გ----------ის მიერ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხისთანავე დამხმარე ძალას უხმო, დასტურდება მოწმე ნ-----–---- ტ-----–---–ის ჩვენებით, კერძოდ, მისი განმარტებით, 2016 წლის 15 დეკემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რადიოსადგურის მეშვეობით გაიგო, რომ მისი თანამშრომლები დაედევნენ პირს, რომელიც ქურდობას ცდილობდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ როდესაც იგი სამსახურიდან გამოვიდა, პერიოდულად რადიოსადგურის მეშვეობით იგებდა, რომ ხსენებული პირი კ------------- ზ------–---–სა და ბ------ ბ--------–---–ს ა----–-----–ის ქ. №5-–ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაკავებული ჰყავდათ.

 

6. გამომძიებლების ჩვენებებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ნ------- გ----------ის პირადი ჩხრეკის ოქმს, კერძოდ, 2016 წლის 15 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, „თ----ი ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარს აღენიშნებოდა დაზიანებები, ხოლო პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ნ------- გ----------ს მარჯვენა ხელიდან ამოუღეს რკინის ძალაყინი. მოწმე ი------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გარეთა მხარეს და ძალაყინზე აღებული ბიომასალა ეკუთვნის ნ------- გ----------ს.

 

7. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დასტურდება დაცვის მხარის პოზიცია, რომ სააპელაციო სასამართლომ ქმედების შეფასებისას მხოლოდ პოლიციელების ჩვენებით იხელმძღვანელა, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებები სრულად შეესაბამება წერილობით მტკიცებულებებს. რაც შეეხება ნერწყვის აღების უკანონობაზე მითითებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ნერწყვის აღება მოხდა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 იანვრის განჩინების საფუძველზე. სასამართლო სხდომაზე ნერწყვის ნიმუშის აღებაში მონაწილე პირებმა, კერძოდ, გ------- ჩ------ემ, რ-------- მ---------–---–მა და თ------ მ-----–-–---–მა აღწერეს საპროცესო მოქმედების კანონის შესაბამისად მიმდინარეობა და მათ შორის, აღნიშნეს ისიც, რომ ნ------- გ----------ს გააცნეს მოსამართლის განჩინება.

 

8. საკასაციო სასამართლო ნ------- გ----------ის მიერ ქურდობის მცდელობის მაკვალიფიცირებელი გარემოების, კერძოდ, არაერთგზისობის შეფასების ნაწილში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას.

 

9. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ------- გ----------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

10. რაც შეეხება ნ------- გ----------ის საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ქურდობა, სხვა საცავში უკანონო შეღწევით) გამართლებას, საკასაციო პალატა ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი ნ------- გ----------ის დამნაშავედ ცნობის მოთხოვნის შესახებ საფუძვლიანია.

 

11. ვინაიდან სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების მცდელობა სააპელაციო სასამართლომ საცავში უკანონო შეღწევის მცდელობად არ მიიჩნია, შესაბამისად, საკასაციო პალატამ უნდა დაადგინოს, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი წარმოადგენს თუ არა - „საცავს“ და მისი დაზიანება და იქ არსებული თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ქმნის თუ არა ქმედების - უკანონო შეღწევად დაკვალიფიცირების საფუძველს.

 

12. თელავის რაიონული სასამართლო უთითებს, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი არ წარმოადგენს საცავს, ვინაიდან დაზარალებულმა ი-–-- მ-------–-–---–მა განმარტა, რომ აპარატი მხოლოდ ფულს იღებს. სააპელაციო სასამართლო საკითხს, არის თუ არა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი - საცავი, პირდაპირ არ განმარტავს, მაგრამ უთითებს, რომ თუ საცავი მოძრავი ნივთია ადგილი ვერ ექნება მასში უკანონო შეღწევას.

 

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოძრავი ნივთია, ვინაიდან იგი არ მიეკუთვნება იმ შენობა-ნაგებობას, რომელიც მყარად დგას მიწაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148-149-ე მუხლები). დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მისი გადაადგილება რამდენიმე პირის მეშვეობით ან/და შესაბამისი ტექნიკით არის შესაძლებელი. დაზარალებულმა ი-–-- მ-------–-–---–მა თავად მიუთითა, რომ ტერმინალის კასეტებში არსებული თანხის შემოწმებისათვის აპარატი პოლიციელებსა და ექსპერტებთან ერთად გახსნა. ესე იგი, თანხა, რომელსაც აპარატი იღებს, მოთავსებულია კარს მიღმა სპეციალურ კასეტებში, რომლებიც დაცულია და შენახულია იმ დრომდე, სანამ მას სპეციალურად უფლებამოსილი პირი არ გახსნის. გარეშე პირებისგან თანხის დაცვისა და შენახვის ფუნქცია გააჩნია სეიფსაც (რომელსაც სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს საცავად); ანალოგიურად, შესაძლოა, მასში დროებით (და არა მუდმივად) იქნეს შენახული ფული. განსხვავება სეიფსა და სწრაფი ჩარიცხვის აპარატს შორის არის მხოლოდ მათში თანხის მოხვედრის გზაში, კერძოდ, თუ სეიფში თანხას, როგორც წესი, მისი მესაკუთრე ინახავს, აპარატი ფულს პირისაგან მისი ფუნქციების (მაგ., კომუნალური გადასახადის გადახდა) გამოყენების დროს იღებს. აპარატის მიერ მიღებული თანხა წარმოადგენს კონკრეტული პირის (პირების) საკუთრებას, რომელსაც აქვს მოლოდინი, რომ იგი მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისგან დაცულია.

 

14. იმისათვის რათა პირი სწრაფი ჩარიცხვის აპარატში არსებულ ქონებას ფარულად დაეუფლოს უნდა გააჩნდეს აპარატის გასაღები, ან უნდა გამოიყენოს სპეციალური იარაღი, მაგ. ძალაყინი, ე.წ „ლომი.“ სხვა შემთხვევაში პირისათვის აპარატიდან მატერიალური ფასეულობის დაუფლება შეუძლებელია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოძრავი ნივთია, მისი ტექნიკური მდგომარეობა პირს არ აძლევს საშუალებას, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაეუფლოს მასში არსებულ მატერიალურ ფასეულობას. თავის მხრივ, რაც უფრო მეტ დაბრკოლებას გადალახავს პირი, მით უფრო საშიშ ხასიათს იძენს მისი ქმედება. მაგალითად, ჩანთიდან ძვირფასი სამკაულის ფარულად ამოღების დროს პირი უგულებელყოფს დადგენილ ნორმას და ლახავს დაზარალებულის საკუთრების უფლებას, ხოლო ე.წ „ლომით“ ან სხვა მსგავსი იარაღის გამოყენებით აპარატიდან ნივთის დაუფლებით პირი არა მარტო ლახავს საკუთრების უფლებას, არამედ გამოხატავს მზადყოფნას, გადალახოს ის დაბრკოლებაც, რომელიც ნივთის დაუფლებისათვის არის აუცილებელი. აქედან გამომდინარე, გაუმართლებელია სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის დაუფლების (ან დაუფლების მცდელობის) შემთხვევის ქურდობის ტიპურ (მაგ., ჩანთიდან ნივთის ამოღება) შემთხვევასთან გაიგივება და შესაბამისად, ორივე ქმედების ჩამდენი პირის - ერთი და იმავე ნაწილით დასჯა.

 

15. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მატერიალური ფასეულობა გარეშე პირთაგან შესაძლოა დაცული იყოს როგორც სწრაფი ჩარიცხვის აპარატით, ისე უძრავი ნივთით (მაგ., ჯიხური). ორივე მათგანისათვის საერთო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ პირს, შესაძლებლობა არ აქვს დამატებითი „ძალისხმევის“ გარეშე, იმავე პირობებში დაეუფლოს ნივთს, როგორც ამას, მაგალითად, ჯიბიდან ნივთის ფარულად დაუფლების შემთხვევაში გააკეთებდა.

 

16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებზეც გამოძიება დაწყებული და პირი გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები საკასაციო სასამართლომ ძალაში დატოვა (მაგალითისათვის იხ. N464აპ-17 და N478აპ-17). ამ საქმეებში მსჯავრდებულები თანხას სწორედ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ეუფლებოდნენ.

 

17. აღიშნულიდან გამომდინარე, ნ------- გ----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქურდობის მაკვალიფიცირებელი გარემოების (სხვა საცავში უკანონოდ შეღწევის მცდელობის) ჩადენა საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია.

 

18. რაც შეეხება სასჯელის ზომას, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების შინაარსს, ინდივიდუალურად აფასებს მსჯავრდებულის პიროვნებასა და სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ამ შემთხვევაში, მართალია, სახეზეა რეციდივი, მაგრამ საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნ------- გ----------ის ნასამართლობა არის მისი ქმედების მაკვალიფიცირებელი ნიშანი, რის გამოც სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით ხელმძღვანელობის ვალდებულება ამ შემთხვევაში არ არსებობს.

 

19. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ დანაშაულებრივი ქმედება აღიკვეთა მცდელობის სტადიაზე. „თ----ი ფეის“ სერვისმენეჯერმა ი-–-- მ-------–-–---–მა მოწმედ დაკითხვის დროს განმარტა, რომ დათვალიერების შემდეგ მათ გახსნეს ტერმინალი, რათა გადაემოწმებინათ, წაღებული იყო თუ არა თანხა. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ტერმინალის კასეტებიდან თანხა წაღებული არ იყო.

 

20. ამდენად, საკასაციო პალატა პროკურორის მითითებას არასამართლიანი სასჯელის თაობაზე არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ ბრალად შერაცხული ქმედების სასჯელის ზომის მინიმუმის გამოყენებით ნ------- გ----------ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ნ------- გ----------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ბურთიკაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

4. ნ------- გ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

 

5. ნ------- გ----------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 15 დეკემბრიდან;

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

 

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე