განჩინება

სისხლის სამართლის 07.11.2018
საქმის ნომერი
330141313002697240
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141313002697240

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№321-18 7 ნოემბერი, 2018 წელი

ლ-------- ა-------, 321-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ანი ბორჩაშვილის

ადვოკატ - მ------ ნ------ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა------- ლ--------ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ა------- ლ--------, – დ----------–-------–--–-, -დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 5 წლით.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა------- ლ--------ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ: ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა------- ლ--------მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და სასჯელის მოხდისაგან სრულად განთავისუფლებას, დაზარალებულ ნ-------- ს-----–---–ის პოზიციის გათვალისწინებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

 

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის ზემოხსენებული დანაწესიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ა------- ლ-------- უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელისგან, ვინაიდან წარმოდგენილია დაზარალებულ ნ-------- ს-----–---–ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, იგი თანახმაა, მსჯავრდებულ ა------- ლ--------ს მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

 

4. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ა------- ლ--------ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება.

 

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ა------- ლ-------- გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან.

 

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე