განჩინება

სისხლის სამართლის 09.11.2018
საქმის ნომერი
010141318700058967
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700058967

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№275აპ-18 ქ. თბილისი

ბ-----–---–ი გ-------, 275აპ-18 9 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ------- ბ-----–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ--- გ---–-----ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხლვის კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით გ------- ბ-----–---–ის, - დაბადებულის 1--- წელს, - მიმართ წარდგენილი ბრალდება (სამი ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია).

 

გ------- ბ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის იანვრის შუა რიცხვების ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 16 წლით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის იანვრის შუა რიცხვების ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 18 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ გ------- ბ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2017 წლის 2 თებერვლიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. გ------- ბ-----–---–ს მსჯავრი დაედო გაუპატიურებაშ, ე.ი. პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევაში სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობის მუქარით, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ------- ბ-----–---–მა იცოდა რა რომ მ------ ვ----------- არ იმყოფებოდა საქართველოში, იმ მიზნით, რომ მის მცირეწლოვან შვილთან – ვ--–---- ვ-----------სთან დაემყარებინა არატრადიციული სქესობრივი კავშირი, 2017 წლის იანვრის შუა რიცხვებში, შუადღის საათებში, მივიდა მ------ ვ-----------ს საცხოვრებელ სახლში, თ---–--–ი, გ-–-------–----------–----------------------–ში, სადაც იმყოფებოდა ვ--–---- ვ-----------. გ------- ბ-----–---–მა ისარგებლა ხელსაყრელი მომენტით და მისი ნების საწინააღმდეგოდ, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელების გაკავებით, დაძლია მისი წინააღმდეგობა და მასთან დაამყარა ანალური სქესობრივი კონტაქტი, რის შემდეგაც გააფრთხილა, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა ანალოგიური ძალადობრივი ქმედებით მისი დის მიმართ და დატოვა შემთხვევის ადგილი.

გ------- ბ-----–---–მა იცოდა რა რომ მ------ ვ----------- არ იმყოფებოდა საქართველოში, იმ მიზნით, რომ მის მცირეწლოვან შვილთან – ვ--–---- ვ-----------სთან დაემყარებინა არატრადიციული სქესობრივი კავშირი, 2017 წლის იანვრის შუა რიცხვებში, შუადღის საათებში, მივიდა მ------ ვ-----------ს საცხოვრებელ სახლში, თ---–--–ი, გ-–-------–----------–----------------------–ში, სადაც ვ--–---- ვ-----------სთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატებოდა მისი არასრულწლოვანი დის მიმართ ანალოგიური ქმედების ჩადენაში, მასთან დაამყარა ანალური სქესობრივი კავშირი; მიუხედავად მცირეწლოვნის წინააღმდეგობისა, მან ხელების გაკავებით დაძლია მისი წინააღმდეგობა, რასაც თან ერთვოდა ძალადობის მუქარა და მასთან დაამყარა ორალური სახის სქესობრივი კონტაქტიც.

 

გ------- ბ-----–---–ი 2017 წლის 30 იანვარს, შუადღის საათებში, მივიდა მ------ ვ-----------ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე თ---–--–ი, გ-–-------–----------–----------------------–ში, სადაც ისარგებლა იმ გარემოებით, რომ ვ--–---- ვ----------- ამ დროს ბინაში მარტო იმყოფებოდა და მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის გამოყენებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მიუხედავად იმისა, რომ მცირეწლოვანი სთხოვდა, შეეწყვიტა მის მიმართ ძალადობა, გაუკუღმართებული ფორმით მასთან დაამყარა ანალური სქესობრივი კავშირი.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ--- გ---–-----მა და ითხოვა გ------- ბ-----–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, იგი ეყრდნობა კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს; სასამართლომ გაითვალისწინა მხოლოდ ერთი სახის მტკიცებულებები, რომლებიც „ადასტურებენ“ ბრალდების მხარის პოზიციას და უსაფუძვლოდ უარყო მტკიცებულებები, რომლებიც ამართლებენ გ------- ბ-----–---–ს; ვ--–---- ვ-----------სა და ლ---- ვ-----------ს ჩვენებები არის ურთიერთგამომრიცხავი, რის გამოც სასამართლოს არ უნდა მიეღო ისინი მხედველობაში; გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად და არ არსებობს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა გ. ბ-----–---–ის დამნაშავედ ცნობისთვს.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. მსჯავრდებულ გ------- ბ-----–---–ისთვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. საქმეები №253აპ-15, №466აპ-16, №188აპ-17), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

 

8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას გ------- ბ-----–---–ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან დაზარალებულ ვ--–---- ვ-----------სა და მოწმეების - ლ---- ვ-----------ს, მ------ ვ-----------ს, ვ-------- ვ-----------ს ჩვენებები, ფსიქოლოგების - ს------- მ----–----–---–ის, მ------ ბ-------სა და თ------- ბ-----–--ის ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ, რომ გ------- ბ-----–---–მა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები.

 

9. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, დაზარალებულისა და მოწმე ლ---- ვ-----------ს ჩვენებათა არასარწმუნოობის შესახებ და მიუთითებს, რომ მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და შესაბამისია როგორც ერთმანეთთან, ისე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, რის გამოც პალატას არ გააჩნია მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ გ------- ბ-----–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ--- გ---–-----ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე