განჩინება

სისხლის სამართლის 27.11.2018
საქმის ნომერი
010141318700060533
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700060533

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №320აპ-18 ქ. თბილისი

ყ-----–ი გ-------, 320აპ-18 26 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ------- ყ-----–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ---------- მ---------–---ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენით:

გ------- ყ-----–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

 

გ------- ყ-----–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თ------- მ-------–-–---–-ს ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ა-- ც---------–---–-ს ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მას მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა ამ განაჩენით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ გ------- ყ-----–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 24 ივნისიდან.

 

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ გ------- ყ-----–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის იანვარში გ------- ყ-----–მა განიზრახა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდების გზით კრედიტის უკანონოდ მიღება. დახმარების მიზნით იგი დაუკავშირდა ნაცნობს - ნ------- პ-----ს, რათა მას, როგორც ვითომდა უფლებამოსილ პირს, დაედასტურებინა გ------- ყ-----–ის მიერ დამზადებული, ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი სახელფასო ცნობა, რაზეც იგი დასთანხმდა. შეთანხმების შემდგომ გ------- ყ-----–მა დაამზადა მის მიერვე დაფუძნებული ააიპ „ს----------–--–---–-------–------------------------------––-–-------------–------------------–-------------------------–------------–-------------–--–--ს“ 2014 წლის 8 იანვრით დათარიღებული ყალბი სახელფასო 2 ცნობა N1, რომლის თანახმად, თითქოს მისი, როგორც გამგეობის თავმჯდომარის, ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 1 500 ლარს. დამზადებული ყალბი სახელფასო ცნობები ხელმოწერით დაადასტურა ნ------- პ-----მ, როგორც ვითომდა ასოციაციის მთავარმა ბუღალტერმა.

 

2014 წლის 15 იანვარს გ------- ყ-----–მა აღნიშნული ყალბი ცნობა კრედიტის მიღების მიზნით წარადგინა შპს მისო „მ-----------------–ი“, ხოლო 2014 წლის 11 იანვარს - სს „ს----------–--------–ი“, რის საფუძველზეც 2014 წლის 20 იანვარს შპს „მ-----------------–ი“ დაუმტკიცდა 500-ლარიანი სესხი, ხოლო სს „ს----------–---------ა“ სესხის მიცემაზე უთხრა უარი.

 

2014 წლის გაზაფხულზე ააიპ „ს----------–--–---–-------–------------------------------––-–-------------–------------------–-------------------------–------------–-------------–--–--ს“ ხელმძღვანელმა გ------- ყ-----–მა დაამზადა 2014 წლის 10 აპრილითა და 20 მაისით დათარიღებული ყალბი სახელფასო ცნობები N04/09 და N05/12, რომელთა თანახმად, თითქოს თ------- მ-------–-–---–- 2013 წლის 7 სექტემბრიდან მუშაობდა ზემოაღნიშნულ ორგანიზაციაში მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე და მისი ხელფასი შეადგენდა 1200 ლარს.

 

დამზადებული ყალბი დოკუმენტები გ------- ყ-----–მა გაასაღა თ------- მ-------–-–---–--ე, რომელმაც ისინი წარადგინა სს „ს----------–--------–ი“ და მიიღო დიდი ოდენობით სესხი.

 

2014 წლის გაზაფხულზე ააიპ „ს----------–--–---–-------–------------------------------––-–-------------–------------------–-------------------------–------------–-------------–--–--ს“ ხელმძღვანელმა გ------- ყ-----–მა დაამზადა 2014 წლის 27 მაისით დათარიღებული ყალბი სახელფასო ცნობა N05/13 და შვიდი თვის სახელფასო ყალბი ამონაწერი, რომლის თანახმად, თითქოს ა-- ც---------–---–- 2013 წლის 10 ნოემბრიდან მუშაობდა ზემოაღნიშნულ ორგანიზაციაში მარკეტინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი ხელფასი შეადგენდა 750 ლარს.

 

დამზადებული ყალბი დოკუმენტები გ------- ყ-----–მა გაასაღა ა-- ც---------–---–--ე, რომელმაც ისინი წარადგინა სს „თ----------–ი“ და მიიღო 870-ლარიანი საკრედიტო ბარათი.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და გ. ყ-----–ის გამართლებას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. კასატორის მოთხოვნა:

მსჯავრდებულ გ------- ყ-----–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ---------- მ---------–--ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. ყ-----–ის გამართლებას.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

 

8. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას გ------- ყ-----–ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან მოწმეების - ა-- ც---------–---–-ს, თ------- მ-------–-–---–-ს, ნ------- პ-----ს, ლ--–- კ---------ს ჩვენებებით, ელექტრონულ მონაცემთა ბაზების დათვალიერების შესახებ ოქმებით, გრაფიკული და ტექნიკური ექსპერტიზების დასკვნებით, დაკავებისა და დათვალიერების ოქმებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული, რომ გ------- ყ-----–მა ჩაიდინა კრედიტის უკანონოდ მიღება, ე.ი. ბანკისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების მიზნით, ასევე - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნითა და გასაღება.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ გ------- ყ-----–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ---------- მ---------–---ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე