განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2018
საქმის ნომერი
340100118002294365
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100118002294365

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №321აპ-18 29 ნოემბერი, 2018 წელი

შ---–---–- გ-------, 321აპ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ნატო ტორიაშვილის

ადვოკატების - რ---- გ--–-–---–-სა და ქ------- ბ-----–---–ის

მსჯავრდებულ - გ------- შ---–---–-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ------- შ---–---–-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენით გ------- შ---–---–-, – დ----------–-------–-–----------ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მსჯავრდებულ გ------- შ---–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2018 წლის 27 თებერვლიდან.

 

2. გ------- შ---–---–ს მსჯავრი დაედო სიმთვრალეში ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2017 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 20:40 საათზე, ყ------––ი, ჩ--–-------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მთვრალმა გ------- შ---–---–მა, რომელიც მართავდა „მერსედეს-ბენცის“ მარკის ავტომობილს, სახ. №-------, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, ვერ დაიმორჩილა საჭე, მოცურდა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ხეს, რის შედეგადაც მისმა მგზავრმა გ------- ბ-------–---–მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა და მოითხოვა შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. 2018 წლის 22 ნოემბერს პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულ გ------- შ---–---–სა და გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

 

6. 2018 წლის 22 ნოემბერს პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ გ------- შ---–---–ს შორის 2018 წლის 22 ნოემბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ გ------- შ---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 10 თვე მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად – ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა – 4 000 ლარი, რომლის გადახდის ვადად დაუდგინდეს 20 დღე და სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.

 

7. 2018 წლის 29 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა, მსჯავრდებულმა გ------- შ---–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – რ---- გ--–-–---–მა და ქ------- ბ-----–---–მა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ნატო ტორიაშვილსა და მსჯავრდებულ გ------- შ---–---–ს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების - ზ------ ლ-----–---–ის, მ-----– ბ---–---–ის, ლ---- მ--------–---–ის, ი----- ბ-------–---–ის, ლ--–- ბ-------–---–ის, გ------- შ---–---–-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიენების ოქმით, სქემითა და ფოტოილუსტრირებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 23 ივნისის №---------, კომპლექსური ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 26 ივნისის №------, 1----- ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 19 ივნისის №--------- დასკვნებითა და საქმის სხვა მასალებით გ------- შ---–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.

 

3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ გ------- შ---–---–-ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული გ------- შ---–---–- ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

 

4. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

 

5. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

6. ამდენად, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ------- შ---–---–-ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ნატო ტორიაშვილსა და მსჯავრდებულ გ------- შ---–---–ს შორის.

 

4. გ------- შ---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლითა და 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით – საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5. მსჯავრდებულ გ------- შ---–---–ს საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.

 

6. მსჯავრდებულ გ------- შ---–---–ს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.

 

7. მსჯავრდებულ გ------- შ---–---–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადა აეთვალოს 2018 წლის 27 თებერვლიდან.

 

8. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

9. განაჩენი გირაოს გაუქმებისა და ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე