განჩინება

სისხლის სამართლის 07.12.2018
საქმის ნომერი
010100116001487716
თარიღი
07.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001487716

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №398აპ-18 ქ. თბილისი

ბ---------–---–ი ა------, 398აპ-18 11 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა------ ბ---------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–- ჩ-----ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განაჩენით ა------ ბ---------–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 1 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.

 

მსჯავრდებულ ა------ ბ---------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან და დაკავებისთანავე მოთავსდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

განაჩენით ა------ ბ---------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 11 აგვისტოს სსიპ „ა----------–------------------------–----------------------–-----------–-–-------------–-ა“ და ა(ა)იპ „კ-----------------–-------------------–---------–--–--ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ა(ა)იპ „კ-----------------–-------------------–----------–--–--ს“ უნდა უზრუნველეყო სსიპ „ა-----------–------------------------–----------------------–-----------–-–-------------–-ს“ წევრებისათვის (სულ 40 პირი) ლ-----ს ქალაქ კ------–ი 2014 წლის 21-29 სექტემბერს გასამართ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე გასამგზავრებელი ავიაბილეთების შეძენა, ვიზების მომზადება და სხვა მომსახურების გაწევა.

 

დასახელებული მომსახურების გასაწევად სსიპ „ა----------–------------------------–----------------ა და ც-----------–-–-------------–-ა“ ა(ა)იპ „კ-----------------–-------------------–---------–--–--ს“ საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა 29695.6 ლარი. სსიპ „ა----------–------------------------–----------------ა და ც-----------–-–-------------–-ა“ ა(ა)იპ ,,კ-----------------–-------------------–---------–--–--ს“ ასევე მიაწოდა ანსამბლის წევრებისთვის ვიზების დასამზადებლად საჭირო დოკუმენტაცია. ზემოთ დასახელებული თანხა ა(ა)იპ „კ-----------------–-------------------–---------–--–--ს“ ანგარიშიდან ავიაბილეთების შეძენისა და სამეურნეო ხარჯებისთვის გამოიტანა დირექტორმა ა------ ბ---------–---–მა.

 

ა(ა)იპ ,,კ-----------------–-------------------–---------–--–--მ“ 2014 წლის აგვისტოსა და სექტემბერში დაჯავშნა 40 ავიაბილეთი, ხოლო შეიძინა 17 ბილეთი, რისთვისაც ა------ ბ---------–---–მა ავიაკომპანია „უ-------ს საერთაშორისო ავიახაზების“ ავიაოპერატორის - შპს „მ------–-----------ს“ ანგარიშზე ნაღდი ანგარიშსწორებით ჩარიცხა 14174 ლარი.

 

2014 წლის 19 სექტემბერს სსიპ „ა----------–------------------------–----------------ა და ც-----------–-–-------------–-ა“ ა(ა)იპ ,,კ-----------------–-------------------–---------–--–--საგან“ მიიღო შეტყობინება, რომ ლ-----ს საელჩომ ფესტივალში მონაწილე პირებისათვის ვიზების გაცემაზე უარი თქვა, რის გამოც სსიპ „ა----------–------------------------–----------------ა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის“ ფესტივალში მონაწილეობა ვეღარ მოხერხდა.

 

ა(ა)იპ „კ------------------–--------------------–----------–--–-ა“ ზემოთ აღნიშნულის გამო დაჯარიმდა 2699.4 ლარით, ხოლო 2014 წლის ოქტომბერში შპს „მ------–-----------ა“ ა------ ბ---------–---–ს ნაღდი ანგარიშსწორებით დაუბრუნა 11474.6 ლარი. 2014 წლის ოქტომბერ - ნოემბერში კი ა(ა)იპ „კ-----------------–-------------------–---------–--–--მ“ სსიპ „ა----------–------------------------–----------------------–-----------–-–-------------–-“ დაუბრუნა მხოლოდ 5628 ლარი.

 

ა------ ბ---------–---–მა მის მართლზომიერ ფლობელობასა და გამგებლობაში დარჩენილი თანხა - 21368.2 ლარი, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რითაც სსიპ „ა----------–------------------------–----------------------–-----------–-–-------------–-“ მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ა. ბ---------–---–ის გამართლებას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა------ ბ---------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ--–- ჩ-----მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ა. ბ---------–---–ის გამართლებას.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

8. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.

 

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ ა------ ბ---------–---–ისათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. საქმეები №332აპ-15, №109აპ-16), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

 

10. სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება ა------ ბ---------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

 

11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ ა------ ბ---------–---–ი მსჯავრდებულია ვალაუვალობის გამო და აღნიშნავს, რომ ეს მოსაზრება არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან; ა------ ბ---------–---–ი მსჯავრდებულია არა ვალაუვალობისათვის, არამედ - მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ა------ ბ---------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–- ჩ-----ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე