განჩინება

სისხლის სამართლის 10.12.2018
საქმის ნომერი
010141318700059432
თარიღი
10.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700059432

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №70აგ-18 ქ. თბილისი

ალ---------------------–- ას---დ, 70აგ-18 10 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ--------–- ას---დ ალ---------ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 აპრილის განაჩენით რ--------–- ას---დ ალ---------ი (------------–-------–--–-- გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 20 დეკემბრიდან.

 

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები მოცემულ საქმეზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

3. 2018 წლის 7 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა რ--------–- ას---დ ალ---------იმ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 აპრილის განაჩენის გადასინჯვა და მისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის შეცვლა ფინანსური სანქციით იმ მოტივით, რომ მზადაა, მისცეს ახალი ჩვენება, რადგან თავად მას პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, ასევე – მისი ოჯახის წევრები ერ--ში არიან მძიმე მდგომარეობაში და მათ სჭირდებათ ფიზიკური და მორალური მხარდაჭერა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ რ--------–- ას---დ ალ---------ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

5. კასატორი – მსჯავრდებული რ--------–- ას---დ ალ---------ი საკასაციო საჩივრით არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განჩინებას და ითხოვს მის გადასინჯვას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, კერძოდ, ამ შემთხვევაში მსჯავრდებულ რ--------–- ას---დ ალ---------ის არ მიუთითებია არცერთ ფაქტზე ან მტკიცებულებაზე, რომელიც, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის შესაბამისად, შეიძლებოდა განაჩენის გადასინჯვის საფუძველი გამხდარიყო.

3. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ რ--------–- ას---დ ალ---------ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ რ--------–- ას---დ ალ---------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განჩინება მსჯავრდებულ რ--------–- ას---დ ალ---------ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე