განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700060226
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №73აგ-18 ქ. თბილისი
ს---------- მ-----, 73აგ-18 10 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ----- ს----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----------–- ა-------–---–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და დასაშვებად იქნა ცნობილი მ----- ს----------ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ----- ს----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----------–- ა-------–---–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3. 2018 წლის 22 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ----- ს----------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ----------–- ა-------–---–მა და მოითხოვა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტის საფუძველზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №2----- გადაწყვეტილების გადასინჯვა და გაუქმება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით ადვოკატ ნ----------–- ა-------–---–ის შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
5. კასატორი – ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ----- ს----------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ----------–- ა-------–---–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის განხილვას იმ მოტივით, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა – მ----- ს----------მ და გ------- ქ------–---–მა 2018 წლის 25 იანვარს დაარეგისტრირეს ქორწინება, რაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტის საფუძველზე ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება – ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ----- ს----------ს გ------- ქ------–---–თან 2018 წლის 25 იანვარს ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი – საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც განჩინების გადასინჯვის საფუძველი გახდებოდა.
3. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ----- ს----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----------–- ა-------–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ----- ს----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----------–- ა-------–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინება ადვოკატ ნ----------–- ა-------–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე