განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002299508
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №388აპ-18 ქ. თბილისი
მ----ა ზ----, 388აპ-18 12 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ---- მ----ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ---- მ----–---–-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენით ზ---- მ----ა, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ნოემბერში ჟ--- ძ-------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი) - 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ნოემბერში დ------ ძ-------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ნოემბერში ჟ--- ძ-------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდისათვის) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდისათვის), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 9 იანვრის ეპიზოდისათვის), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ნოემბერში დ------ ძ-------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდისათვის) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდისათვის) დანიშნული სასჯელები და ზ---- მ----ას საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 9 იანვრიდან.
განაჩენით მსჯავრდებულ ზ---- მ----ას მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის ოქტომბერში, დილის საათებში, ქალაქ რ-------–ი, კ-–----–---–-ს ქ.N-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ზ---- მ----ამ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჟ--- ძ-------ს, იმის გამო, რომ თითქოს ეს უკანასკნელი ეწეოდა სიგარეტს, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხელი გაარტყა სახეში, რა დროსაც ჟ--- ძ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ზ---- მ----ა 11 წელია, არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ჟ--- ძ-------სთან, რომელსაც უკანასკნელი 4-5 წელია, სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად, მისი არასრულწლოვანი შვილების - 16 წლის ნ-----–---- გ--------ს, 11 წლის მ------ მ----ას და 10 წლის თ----- მ----ას თანდასწრებით, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, წინასწარი შეცნობით მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ამცირებდა. ზ---- მ----ა ჟ--- ძ-------ს მიიჩნევდა საკუთრებად, არ აძლევდა უფლებას ემუშავა, თვითონ აერჩია ვარცხნილობა და ტანსაცმელი, ესარგებლა ტელეფონითა და სოციალური ქსელით და თვითონ მიეღო გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე, რომლებიც მის პირად ცხოვრებას ეხებოდა. ზ---- მ----ას საქციელით ჟ--- ძ------- განიცდიდა ტანჯვას. გარდა აღნიშნულისა, ზ---- მ----ამ ჟ--- ძ-------ს მისი არასრულწლოვანი შვილების: 16 წლის ნ-----–---- გ--------ს, 11 წლის მ------ მ----ასა და 10 წლის თ----- მ----ას თანდასწრებით, ხსენებული დისკრიმინაციული მოტივით, 2017 წლის ნოემბერში, დღის საათებში, ქ. რ-------–ი, კ-–----–---–-ს ქ. N-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, იმის გამო, რომ არ მოეწონა მისი ვარცხნილობა, რამდენჯერმე გაარტყა ხელი სახეში, შემდეგ კი მაკრატლით შეაჭრა თმა, ყოველივე აღნიშნულით ჟ--- ძ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის ნოემბერში, გვიან ღამით, ქალაქ რ-------–ი, შ--------ს გამზირის N- -ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ზ---- მ----ამ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჟ--- ძ-------ს დედას, დ------ ძ-------ს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილიშვილების - 16 წლის ნ-----–---- გ--------ს, 11 წლის მ------ მ----ასა და 10 წლის თ----- მ----ას თანდასწრებით, იმის გამო, რომ დ------ ძ------- არ აძლევდა საშუალებას, ჟ--- ძ-------სთვის მიეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა, ძლიერად მოქაჩა თმა, რა დროსაც დ------ ძ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. რ-------–ი, კ-–----–---–-ს ქ.N-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ზ---- მ----ამ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჟ--- ძ-------ს მამას, ტ---–-- ძ-------ს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილიშვილების - 16 წლის ნ-----–---- გ--------ს, 11 წლის მ------ მ----ასა და 10 წლის თ----- მ----ას თანდასწრებით, იმის გამო, რომ ტ---–-- ძ------- არ აძლევდა საშუალებას, ჟ--- ძ-------სთვის მიეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა სახეში ჩაარტყა თავი, რა დროსაც ტ---–-- ძ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და შუბლის არეში სისხლნაჟღენთისა და ნასკდომი ჭრილობის სახით მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქალაქ რ-------–ი მდებარე ე.წ. ,,ს--------–-ს“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ---- მ----ამ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჟ--- ძ-------ს დედას, დ------ ძ-------ს, იმის გამო, რომ ადანაშაულებდა ოჯახის დანგრევაში, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელი დაარტყა მარცხენა მკლავში, რა დროსაც დ------ ძ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ---- მ----ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ---- მ----–---–-ა, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ზ---- მ----ასათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული და მისი ადვოკატი ითხოვენ მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან ზ---- მ----ას პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის, პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ასევე დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით - დანაშაული ჩადენილია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, აგრეთვე მხედველობაშია მისაღები ჩადენილი ქმედების ინტენსივობა და ის გარემოება, რომ ძალადობა ჩადენილია ოჯახის სხვადასხვა წევრის მიმართ - განსაზღვრული სასჯელი მიაჩნია სამართლიანად.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ---- მ----ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ---- მ----–---–-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე