განჩინება

სისხლის სამართლის 13.12.2018
საქმის ნომერი
200100118002307090
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100118002307090

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№421აპ-18 ქ. თბილისი

ბ-----------–---–ი გ------ი, 421აპ-18 13 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ------ი ბ-----------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------- პ-----–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით გ------ი ბ-----------–---–ი, – დ----------–-------–-–-------------, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 1 წლით, ხოლო 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელთა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 17 იანვრიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------ი ბ-----------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ასევე – სისტემატური ცემა ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2018 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 13 იანვრის ჩათვლით თ--–--ის რაიონის სოფელ კ-------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ------ი ბ-----------–---–ი მამას – შ-----–- ბ-----------–---–ს, დედას – ზ----- ბ-----------–---–სა და შვილს – ა-- ბ-----------–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც შ-----–- ბ-----------–---–ი, ზ----- ბ-----------–---–ი და ა-- ბ-----------–---–ი ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდნენ ფსიქიკურ ტანჯვას. 2018 წლის 13 იანვარს ზ----- და ა-- ბ-----------–---–ები გაერიდნენ გ------ი ბ-----------–---–ს და წავიდნენ რ-------ში, ხოლო შ-----–- ბ-----------–---–ის მიმართ გ------ი ბ-----------–---–ის ფსიქოლოგიური ძალადობა გაგრძელდა 2018 წლის 17 იანვრამდე.

 

· 2018 წლის 7 იანვარს, იმავე წლის 13 იანვარსა და 17 იანვარს თ--–--ის რაიონის სოფელ კ-------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ------ი ბ-----------–---–მა ძალადობის გამოყენებით, ხელებითა და ფეხებით, თავისა და ტანის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას – შ-----–- ბ-----------–---–ს. სისტემატური ცემის შედეგად შ-----–- ბ-----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი მ------- პ-----–---–ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას და გ------ი ბ-----------–---–ისათვის ორივე მუხლით არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრას.

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ გ------ი ბ-----------–---–ის ინტერესების დამცველს, ადვოკატ მ------- პ-----–---–ს აღუდგა ამავე სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის განაჩენით საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადა.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ------ი ბ-----------–---–ისათვის განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა ბრალად შერაცხული ქმედებების სანქციებით გათვალისწინებულ ფარგლებში შერჩეული სასჯელების მიზანშეწონილობაზე.

 

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატ მ------- პ-----–---–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ გ------ი ბ-----------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------- პ-----–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე