განჩინება

სისხლის სამართლის 20.12.2018
საქმის ნომერი
010141318700063323
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700063323

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №437აპ-18 ქ. თბილისი

დ--------–--- ნ---, 437აპ-18 24 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ--- დ--------–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-–-- გ---------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ნ--- დ--------–---, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მას მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ნ--- დ--------–---ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელი - პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთამ - მთლიანად შთანთქა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ--- დ--------–---ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულმა ნ--- დ--------–---მ სასჯელი უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (შპს „აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ ხონი-ქუტირი) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს საერთო წესით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 20 მარტიდან.

 

განაჩენით ნ--- დ--------–---ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 20 მარტს, დაახლოებით 0500 საათზე, თ---–--–----------–---------–-----–------------- მდებარე გ------- ქ----–---ს საცხოვრებელ სახლში, ნ--- დ--------–--- თავს დაესხა გ------- ქ----–---სა და დ---- კ-------–---ს, ამ უკანასკნელს სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და მიაყენა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მკვლელობის განზრახვით, დანის გამოყენებით გულმკერდისა და მუხლის არეში სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა გ------- ქ----–---ს, თუმცა მან შეძლო გაქცევა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ნ--- დ--------–---ს, როგორც შეურაცხადის, გამართლებას შერაცხულ ბრალდებებში ან ალტერნატივის სახით - ნ--- დ--------–---ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებასა და ლმობიერი სასჯელის შეფარდებას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ--- დ--------–---ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი-–-- გ---------მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ნ--- დ--------–---ს, როგორც შეურაცხადის, გამართლებას შერაცხულ ბრალდებებში ან განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ნ--- დ--------–---ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებასა და ლმობიერი სასჯელის შეფარდებას.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ნ--- დ--------–---ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის თაობაზე და მიუთითებს, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს ადვოკატი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.

 

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ნ--- დ--------–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-–-- გ---------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე