განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117001850341
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
N299აპ.-18 ქ. თბილისი
ბ-–--- ჯ-------, 299აპ.-18 21 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - გ--–- ნ-------სა და ჯ------- ბ-–--ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ჯ------- ბ-–--ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მსჯავრდებულ გ--–- ნ-------ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ გ--–- ნ-------ს ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით (2013 წლის 31 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლზე (2013 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
მსჯავრდებულ გ--–- ნ-------ს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით (2013 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისთვის მიესაჯოს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შთანთქას საქართველოს სსკ-ის 109-ე მულის მეორე ნაწილის „ე“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა ყველაზე მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 20 წლით და საბოლოოდ გელა ნ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლით, რომლის მოხდა აეთვალოს 2016 წლის 29 ნოემბრიდან.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე