განჩინება

სისხლის სამართლის 13.12.2018
საქმის ნომერი
010141318700058994
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700058994

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №67აგ-18 ქ. თბილისი

შ------ გ-------, 67აგ-18 13 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------- შ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა------ გ-----–---–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება:

 

გ------- შ------, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5 000 ლარი.

 

მსჯავრდებულ გ------- შ------ს სასჯელის მოხდის ვადაშია ჩაეთვალა პატიმრობაში

ყოფნის დრო - 2010 წლის 26 ოქტომბრიდან 2010 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2. 2018 წლის 3 მაისს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა------ გ-----–---–მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა გ------- შ------ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, გ------- შ------სა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის 2010 წლის 10 ნოემბრის საპროცესო შეთანხმება დადებული იყო მსჯავრდებულზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად, რაც დასტურდება მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიით, საქმეში არსებული ურთიერთსაპირისპირო ჩვენებებითა და მნიშვნელოვან საგამოძიებო მოქმედებებში მოწმეებისა და ადვოკატების მოწვევის უფლებაზე თითქოსდა უარის თქმით. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, ახალ ფაქტს წარმოადგენს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გამოცემული დადგენილება, რომლითაც დაზარალებულად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ------- შ------ს მამა, ა-----– შ------. დადგენილების თანახმად, 2010 წლის 26 ოქტომბერს ქ-------–-----------------–------–-----------–-----ის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა გ------- შ------. აღნიშნულის შემდეგ გ------- შ------ს მამა, ა-----– შ------ მოლაპარაკებებს აწარმოებდა შსს ქ-------–---------------------------–------–-----------–--------------------–ოს უფროს ჯ--- მ----–--------ესთან გ------- შ------სთან საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე, რაც წარმოადგენდა არა მის, არამედ პროკურორის უფლებამოსილებას. ჯ--- მ----–--------ე გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს და გ------- შ------ს ოჯახისგან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მოითხოვა ავტომანქანა ,,ტოიოტას“ ყიდვა და შემდგომ სახელმწიფოსთვის ჩუქების გზით გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარს განაცხადებდა. ა-----– შ------მ შეიძინა ავტომობილი და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 2010 წლის 11 ნოემბერს უსასყიდლოდ გადასცა შს სამინისტროს. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილია ასევე საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის 2015 წლის 23 დეკემბრის დადგენილება, რომლითაც ირკვევა, რომ პროკურორმა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გაითვალისწინა ჯ--- მ----–--------ის თანამშრომლობის ხარისხი, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და საზოგადოებრივი ინტერესი და უარი თქვა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე. შუამდგომლობას ერთვის ასევე ა-----– შ------ს, შ----- ყ----–-–---–ისა და ლ---- ს--------–--ის გამოკითხვის ოქმები, სადაც მოწმეები უთითებენ გ------- შ------ს უდანაშაულობასა და ასევე იმ გარემოებაზე, რომ მათ გამოძიებაში გ------- შ------ს დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენებები მისცეს ზეწოლის, შანტაჟისა და მოტყუების შედეგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის ადვოკატი წარმოდგენილი შუამდგომლობით ითხოვს, რომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 ნოემბრის გამამატყუნებელი განაჩენი და გ------- შ------ს მიმართ დადგეს გამამართლებელი განაჩენი.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 17 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ------- შ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა------ გ-----–---–ის შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.

 

4. კასატორი - მსჯავრდებულ გ------- შ------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა------ გ-----–---–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის დაშვებას განსახილველად, მასში მითითებული მოტივებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე საქმის გარემოებები სამართლებრივად სწორად შეაფასა.

 

3. პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით დასტურდება შსს ქ-------–---------------------------–------–-----------–--------------------–ოს უფროსის - ჯ--- მ----–--------ის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მსჯავრდებულ გ------- შ------ს ოჯახის წევრებისთვის უკანონო მოთხოვნის წაყენებისა და მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტი და არა - მსჯავრდებულ გ------- შ------ს უდანაშაულობა. ამდენად, აღნიშნული დადგენილება არ წარმოადგენს ისეთ ახალ ფაქტს, ან მტკიცებულებას, რომელიც თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ადასტურებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას, რაც შესაძლოა, გამხდარიყო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

 

4. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რაც დაიდო ბრალდებისა და დაცვის მხარეთა ნებაყოფლობითი შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს სსსკ–ის XXI თავით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად. ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე სრულად ცნო თავი დამნაშავედ, მოინანია ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პროკურორთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება. რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ბრალდებულს არ სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება და აიძულეს, დასთანხმებოდა მას, კასატორს არ წარმოუდგენია. ამასთანავე, თუ ბრალდებული მიიჩნევდა, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მას შეეძლო კანონით დადგენილ 15 დღის ვადაში გაესაჩივრებინა მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი.

 

5. რაც შეეხება წარმოდგენილ გამოკითხვის ოქმებს, რომლებშიც მოწმეები მიუთითებენ, რომ მათ მიმართ ჩაიდინეს დანაშაული, კერძოდ, აიძულეს გ------- შ------ს საწინააღმდეგო ცრუ ჩვენებების მიცემა, პალატა აღნიშნავს, რომ ამ საფუძვლით განაჩენის გადასინჯვა შესაძლებელია ხსნებული ფაქტის დამადასტურებლი გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში, რაც მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია.

 

6. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ გ------- შ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა------ გ-----–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ გ------- შ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა------ გ-----–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინება მსჯავრდებულ გ------- შ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა------ გ-----–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

 

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე