განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100117001863588
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№585აპ-18 ქ. თბილისი
ხ------–---–- ვ-------, 585აპ-18 21 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გაგა გელაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ვ------- ხ------–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა 2017 წლის 4 მაისამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლზე.
ვ------- ხ------–---–-, – დ----------–-------–-–-------------ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ 2017 წლის 4 მაისამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ს 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ვ------- ხ------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ვ------- ხ------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 4 თვით.
ვ------- ხ------–---–ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 თებერვლიდან.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად,რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენით ვ------- ხ------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
2016 წლის ოქტომბრის თვიდან, ვ------- ხ------–---–- კუთვნილი მობილური ტელეფონის 5----------- ნომრიდან ამავე ტელეფონში დარეგისტრირებული სატელეფონო პროგრამა „ვაიბერით,“ დაუკავშირდა პ----- ხ------–---–ს, რომელსაც დაემუქრა მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზიანებითა და განადგურებით, იმ შემთხვევაში, თუ პ----- ხ------–---–- 12 000 ლარს არ გადასცემდა ვ------- ხ------–---–ს. ვ------- ხ------–---–-ს განმარტებით, აღნიშნული თანხის ოდენობა იყო ის ზიანი, რომელიც მას მიადგა 2016 წლის 7 ივლისის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენის შედეგად. 2016 წლის 7 ივლისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი ვ------- ხ------–---–-ს მიმართ, რომლის მიხედვითაც, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ დაზარალებულ პ----- ხ------–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
2016 წლის 16 დეკემბერს, დილის საათებში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი ვ------- ხ------–---–- იმყოფებოდა თ---–--–ი, ვ-------------------–---–------ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღს, კერძოდ, „გერბერის“ ფირმის დანას, რომელიც მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოიღეს.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას, ვ------- ხ------–---–-ს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნას.
6. კასატორი უთითებს, რომ დაზარალებულს მსჯავრდებულმა თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით რამდენიმე შეტყობინება გაუგზავნა, ხოლო ერთხელ სატელეფონო საუბრის დროსაც მოსთხოვა. აღნიშნული გარემოება წერილობითი მტკიცებულებებითაც დადასტურებულია. საქმეში ქმედების გამოძალვით კვალიფიკაციის ყოველი ელემენტისათვის შესაბამისი მტკიცებულებებია წარმოდგენილი. ბრალდების მხარისათვის გაუგებარია, თუ რატომ გააჩნდა ზოგადი ხასიათი თანხის მოთხოვნას. ფაქტია, რომ ვ. ხ------–---–მა მუქარის თანხლებით მოსთხოვა დაზარალებულს თანხა, ხოლო შედეგის რეალურად მიღწევას, დანაშაულის კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ გააჩნია.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. პალატა ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ვ------- ხ------–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან სსკ-ის 151-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გამოძალვის ფაქტი ბრალდების მხარემ უტყურად ვერ დაადასტურა. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან მხოლოდ ერთი, ე.წ. „სქრინშოთით“ არის დაფიქსირებული, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულისაგან 12.000 ლარის გადაცემა მოითხოვა.
11. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულის ჩვენებით, კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნითა და დათვალიერების ოქმებით) დადგენილია, რომ ვ------- ხ------–---–- როგორც კუთვნილი მობილური ტელეფონის 5----------- ნომრიდან, ასევე სატელეფონო პროგრამა “ვაიბერის” მეშვეობით უკავშირდებოდა პ----- ხ------–---–ს და ემუქრებოდა მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზიანებითა და განადგურებით.
12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გაგა გელაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე