განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802218002756997
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№38I-18 ქ. თბილისი
მ--------- თ------–, 38I-18 21 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - დემეტრე ჯინჯოლიას
ადვოკატ - ნ---- ტ-------ის
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - თ------– მ---------ს
თარჯიმან - ი------ ნ-----ის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – თ------– მ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ--- ს------------–----ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა------------ის რ-------–--იდან მოწოდებული მასალების თანახმად: 2017 წლის 30 ივნისს ა------------ის რ-------–--ის ბ--–---ის პოლიციის რაიონული განყოფილების საგამოძიებო განყოფილებამ გამოიტანა დადგენილება თ------– მ---------ს ბრალდების შესახებ, რომლის მიხედვით, თ------– მ--------ს ბრალი დაედო ა------------ის რ-------–--ის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის) და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
2. 2017 წლის 1 ივლისს ა------------ის რ-------–--ის ბ--–---ის პოლიციის რაიონული განყოფილების საგამოძიებო განყოფილების გადაწყვეტილებით გამოცხადდა თ------– მ---------ს ძებნა.
3. 2017 წლის 24 სექტემბერს ა------------ის რ-------–--ის ბ--–---ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით თ------– მ---------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.
4. 2018 წლის 7 მარტს ა------------ის რ-------–--ის ბ--–---ის პოლიციის რაიონული განყოფილების საგამოძიებო განყოფილებამ გამოიტანა დაზუსტებული დადგენილება თ------– მ---------ს ბრალდების შესახებ, რომლის თანახმად, თ------– მ--------ს ბრალი დაედო ა------------ის რ-------–--ის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით) და ამავე კოდექსის 29-ე მუხლითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 ქვეპუნქტით (ქურდობის მცდელობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში
5. ა------------ის რ-------–--იდან მოწოდებული მასალების თანახმად, თ------– მ---------ს მიერ ა------------ის რ-------–--აში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის თებერვლის დასაწყისში თ------– მ--------მა ფანჯრიდან, უკანონოდ შეაღწია ა------------ის რ-------–--ის ბ--–---ის რაიონის სოფელ გ---–-–---ში მცხოვრები შ----– გ------ის კუთვნილ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ხსენებული პირის კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს, სუნამოს და სხვა ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიადგა 254 ა---------------–- მ-----ის მატერიალური ზიანი.
ასევე, 2017 წლის 8 თებერვლიდან 2017 წლის 9 თებერვლამდე დროის მონაკვეთში, ღამის საათებში, თ------– მ--------მა ბოქლომის გატეხვით, უკანონოდ შეაღწია ა------------ის რ-------–--ის ბ--–---ის რაიონის სოფელ გ-----ში მცხოვრები რ------- პ------ის კუთვნილ მარკეტში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების სასმელს, სიგარეტსა და საკვებ პროდუქტს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 550 ა---------------–- მ-----ის მატერიალური ზიანი.
გარდა ამისა, 2017 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 00:50-01:10 დროის მონაკვეთში, თ------– მ--------მა კარების ლითონის საგნის გამოყენებით გახსნის გზით, უკანონოდ შეაღწია ა------------ის რ-------–--ის ქ. ბ--–----ში, რ---------------------ში მდებარე ჯიხურში, რომელშიც განთავსებული იყო ა------------ის საერთაშორისო ბანკის ზ-------–ის ფილიალის ბანკომატი და ლითონის საგნის გამოყენებით სცადა ბანკომატის გახსნა მასში განთავსებული ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, რაც ვერ განახორციელა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
6. 2018 წლის 29 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ა------------ის რ-------–--ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი თ------– მ---------, დ----------–-------–-–-----------------ს.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 მარტის განჩინებით თ------– მ--------ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით თ------– მ---------ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2018 წლის 29 სექტემბრამდე.
9. 2018 წლის 7 სექტემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ა------------ის რ-------–--ის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თ------– მ---------ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც მიღებულ იქნა 2018 წლის 4 ოქტომბერს.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით თ------– მ---------ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2018 წლის 29 დეკემბრამდე.
11. 2018 წლის 11 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა თ------– მ---------ს ა------------ის რ-------–--აში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ა------------ის რ-------–--ის ბ--–---ის პოლიციის რაიონული განყოფილების საგამოძიებო განყოფილების 2018 წლის 7 მარტის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია ა------------ის რ-------–--ის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით) და ამავე კოდექსის 29-ე მუხლითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 ქვეპუნქტით (ქურდობის მცდელობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით).
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით დასაშვებად ცნო თ------– მ---------ს ა------------ის რ-------–--აში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ა------------ის რ-------–--ის ბ--–---ის პოლიციის რაიონული განყოფილების საგამოძიებო განყოფილების 2018 წლის 7 მარტის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია ა------------ის რ-------–--ის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით) და ამავე კოდექსის 29-ე მუხლითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 ქვეპუნქტით (ქურდობის მცდელობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით).
13. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – თ------– მ---------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ--- ს------------–----ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინების გაუქმებას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: 2014-2017 წლებში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ა------------ის რ-------–--ის წინააღმდეგ არაერთ საქმეზე დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დარღვევა; ა------------ში არსებულ სამართლებრივ მდგომარეობას ასევე აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები; თ------– მ--------- ოპოზიციონერი ჟურნალისტის ახლო ნათესავია და ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ არსებობს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და კონვენციით დაცული სხვა უფლებების დარღვევის საფრთხე, რის გამოც ა------------ის რ-------–--ის კომპეტენტური ორგანოს მიერ გამოგზავნილი წერილობითი გარანტია ვერ მიიჩნევა საკმარისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ა------------ის რ-------–--ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი თ------– მ--------- საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 29 მარტს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ თ------– მ---------ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ ა------------ის რ-------–--აში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.
5. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თ------– მ---------ს ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს ა------------ის რ-------–--აში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის მასშტაბური ხასიათის გამო, ვინაიდან ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99 , § 73, 04.02.2005).
6. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ა------------ის რ-------–--ის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მთავარ პროკურატურას წარმოუდგინა გარანტია, რომლის თანახმად, თ------– მ--------- ექსტრადიცია არ მოითხოვება მის მიმართ პოლიტიკური, რასობრივი, რელიგიური ნიშნით დევნის მიზნით და რომ ექსტრადიციის შემთხვევაში თ------– მ--------- არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. ამასთან, იგი ისარგებლებს დაცვის ყველა შესაძლებლობით, მათ შორის ადვოკატის მომსახურებით. თ. მ--------ს მიეცემა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გამართულ სასამართლო განხილვაში.
7. ასევე, აღსანიშნავია, რომ ა------------ის რ-------–--აში შესაძლო დევნისა და უფლებების დარღვევის რისკები შეისწავლა შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელიც ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ თ. მ---------ს მოთხოვნას განიხილავდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით თ. მ--------ს უარი ეთქვა საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად.
8. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ ა------------ის რ-------–--ას არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა თ------– მ---------ს მიერ დანაშაულის ჩადენა, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ის არ იხილავს თ------– მ---------ს ბრალეულობის საკითხს, ვინაიდან იმ პირის ბრალეულობა, ვის მიმართაც არსებობს შესაბამისი სახელმწიფოს შუამდგომლობა მისი გადაცემის თაობაზე, ექსტრადიციის მოქმედი საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება წარმოადგენდეს განხილვის საგანს ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი თ------– მ---------ს ა------------ის რ-------–--აში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ა------------ის რ-------–--ის ბ--–---ის პოლიციის რაიონული განყოფილების საგამოძიებო განყოფილების 2018 წლის 7 მარტის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია ა------------ის რ-------–--ის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით) და ამავე კოდექსის 29-ე მუხლითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 ქვეპუნქტით (ქურდობის მცდელობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – თ------– მ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ--- ს------------–----ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე