განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
020100118002267565
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002267565

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

ს----------–--ს სახელით

#397აპ.-18 ქ. თბილისი

ვ--------ი ო-----–397ap.-18 25 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების – ო----- ვ--------ის, ხ----– ჰ----------სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ---- ბ----ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ო----- ვ--------ს, – დაბადებულს 1967 წლის 8 აპრილს; ხ----– ჰ---------ს, – დ----------–-------–-–------------–ს, – ბრალი დაედოთ ს----------–--ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ა------------ის რ-------–--ის მოქალაქე ო----- ვ--------ი 2017 წლის 7 დეკემბერს ს----------–---ა------------ის სახელმწიფო საზღვარზე არსებული „წ-----–------ის“ სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სათანადო ნებართვის გარეშე, ა------------ის რ-------–--ის მოქალაქე ხ----– ჰ---------თან ერთად, ჯგუფურად, უკანონოდ შემოვიდა ს----------–--ში, კერძოდ, მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-------------–ოს ტერიტორიაზე.

 

ა------------ის რ-------–--ის მოქალაქე ხ----– ჰ---------- 2017 წლის 7 დეკემბერს ს----------–---ა------------ის სახელმწიფო საზღვარზე არსებული „წ-----–------ის“ სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სათანადო ნებართვის გარეშე, ა------------ის რ-------–--ის მოქალაქე ო----- ვ--------თან ერთად, ჯგუფურად, უკანონოდ შემოვიდა ს----------–--ში, კერძოდ, მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-------------–ოს ტერიტორიაზე.

 

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით ო----- ვ--------ისა და ხ----– ჰ----------ს ქმედება ს----------–--ს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე; ო----- ვ--------ი და ხ----– ჰ---------- ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოთ დაკავების დღიდან – 2017 წლის 18 დეკემბრიდან.

 

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ, ასევე – მსჯავრდებულებმა – ო----- ვ--------მა, ხ----– ჰ---------მა და მათმა ადვოკატმა ნ---- ბ----ამ.

 

4. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულების – ო----- ვ--------ისა და ხ----– ჰ----------ს ქმედებების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო მსჯავრდებულებმა და მათმა ადვოკატმა – ო----- ვ--------ისა და ხ----– ჰ----------სათვის სასჯელის სახით 5000-5000-ლარიანი ჯარიმის განსაზღვრა.

 

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

6. მსჯავრდებულები – ო----- ვ--------ი და ხ----– ჰ---------- და მათი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ---- ბ----ა საკასაციო საჩივრებით ითხოვენ განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულებისათვის სასჯელის სახედ და ზომად 5000-5000-ლარიანი ჯარიმების განსაზღვრას, მათი ოჯახური მდგომარეობისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულების – ო----- ვ--------ის, ხ----– ჰ----------სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ---- ბ----ას საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ნახევარი.

 

3. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ო----- ვ--------მა და ხ----– ჰ---------მა ს----------–--ს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში თავი ცნეს დამნაშავედ; მათთვის ბრალად შერაცხული ქმედება (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას; ორივე ნასამართლობის არმქონეა და მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მათ დანიშნული სასჯელების – 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთის – ნახევარი ჩაეთვალოთ პირობითად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ო----- ვ--------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ---- ბ----ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მსჯავრდებულ ხ----– ჰ----------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ---- ბ----ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

4. მსჯავრდებულ ო----- ვ--------ს ს----------–--ს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

5. მსჯავრდებულ ხ----– ჰ---------ს ს----------–--ს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

6. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე