განჩინება

სისხლის სამართლის 24.12.2018
საქმის ნომერი
010141318700062322
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700062322

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

№387აპ-18 ქ. თბილისი

ნ--------ე ზ------, 387აპ-18 24 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ------ ნ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ყ---–-–---–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ზ------ ნ--------ეს, - დ----------–-------–-–------------------, - ბრალად დაედო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია); განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ხულიგნური ქვენაგრძნობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია); ხულიგნური ქვენაგრძნობით, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

 

2. აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში: ზ------ ნ--------ემ გამოძიებით დაუდგენელი პირისგან დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „ტტ-ს“ სისტემის N---- ცეცხლსასროლი პისტოლეტი, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

 

1994 წლის 19 იანვარს ქ------- ნ-------–---–ი დაბადების დღეს აღნიშნავდა თ---–--–ი, გ------------ის ქ. N---ში მდებარე სახლის სარდაფში განთავსებულ რა--ის კლუბ ,,აკ------ის" ბარში, სადაც იმოფებოდნენ დაბადების დღეზე მიწვეული სტუმრები: ა----- ა-–-----–---–ი, ე-–--- ქ------ე, გ------- ჯ--------ე, გ--- კ----–-–---–ი, ი----- ბ--------ა, მ--- კ------ე, ნ--- დ-------ე, გ------- კ--------–---–ი, ბ--–- ქ-----ა, მ----- ბ----ე, თ----- ბ-----ე, ი----- ბ-------–ი, კ--- პ-----ე, რომელთაც მოგვიანებით შეუერთდნენ იუბილარის ძმა - გ-------– ნ-------–---–ი და მისი მეგობარი - გ------- ქ-----ა.

 

დაბადების დღის აღნიშვნისას, დაახლოებით 18:00 საათზე, მას შემდეგ, რაც ბარს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, ი----- ბ-------–ი რესტორან „მუ------------ში“ მუსიკოსების მოსაყვანად წავიდა, საიდანაც დაახლოებით 30 წუთში მუსიკოსებთან ერთად დაბრუნდა. მას „მ-------------ში“ შეხვდა ნაცნობი ზ------ ნ--------ე, რომელიც დაპატიჟა ქ------- ნ-------–---–ის დაბადების დღეზე. ზ------ ნ--------ე მალევე შეუერთდა დაბადების დღეზე მყოფ სტუმრებს. ქეიფის დრო ნასვამი გ-------– ნ-------–---–ი, მისი მეგობარი - გ------- ქ-----ა და ზ------ ნ--------ე, იუბილარის სადღეგრძელოს დალევასთან დაკავშირებით, უმნიშვნელო საბაბით შელაპარაკდნენ, თუმცა ინციდენტი მალევე განმუხტეს ბარში მყოფმა პირებმა. დაახლოებით 21:30 საათზე მუსიკოსები წავიდნენ, ხოლო ქ------- ნ-------–---–მა და მისმა მეგობრებმა დაიწყეს სუფრის ალაგება. ზ------ ნ--------ემ ი----- ბ-------–თან ერთად დააპირა ბარიდან გასვლა. მათ გასაცილებლად გაჰყვნენ გ-------– ნ-------–---–ი, გ------- ქ----ა და გ------- კ--------–---–ი. ბარის კიბეზე შემოხვდათ ი----- ქ-----ა, რომელიც შეუერთდა მათ და ყველანი ერთად გავიდნენ ბარიდან, სადაც, ერთი მხრივ, ნასვამი ზ------ ნ--------ე და მეორე მხრივ, ასევე ნასვამი გ-------– ნ-------–---–ი და გ------- ქ----ა, ცუდად დამშვიდობების უმნიშვნელო საბაბით, კვლავ შელაპარაკდნენ, რა დროსაც ზ------ ნ--------ემ ხულიგნური ქვენაგრძნობით, დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთ არსებული „ტტ-ს“ სისტემის N---- პისტოლეტიდან გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა ი----- ქ-----ა, რომელსაც მიაყენა ერთი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა მარცხენა ფილტვის გამჭოლი დაზიანებით, რის შედეგადაც განვითარებული მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობით ი----- ქ-----ა საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მანვე ხულიგნური ქვენაგრძნობით, ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მოკვლის მიზნით, იმავე პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლით მარცხენა ბარძაყის ზედა მესამედში დაჭრა გ------- ქ-----ა, გ------- კ--------–---–ი - მარჯვენა თეძოს ძვლის უკანა ნახევარში, რითაც მას მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ხოლო გ-------– ნ-------–---–ი - მუცლის არეში, ჭიპსა და ბოქვენს შორის არეში, ჭიპსა და ბოქვენს შორის შემავალ მუცლის ღრუში, შარდის ბუშტის კედლისა და წვრილი ნაწლავის მარყუჟის დაზიანებით, რითაც მან მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება. ზ------ ნ--------ე კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მან, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ შეძლო თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა, რადგან დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი პირები გადაურჩნენ სიკვდილს.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 მარტის განაჩენით ზ------ ნ--------ე (მონაწილეობის გარეშე) ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტებით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 2 ივლისის კანონის თანახმად, ზ------ ნ--------ე გათავისუფლდა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით შეფარდებული სასჯელის მოხდისგან.

 

ზ------ ნ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო - 1996 წლის 2 იანვრიდან 1997 წლის 20 თებერვლამდე.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:

 

ზ------ ნ--------ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 19,109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტსა და სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის კანონი).

 

ზ------ ნ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 236 მუხლის მე-2 ნაწილით- 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის კანონი), სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია) - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვით.

 

,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 2 ივლისის კანონის თანახმად, ზ------ ნ--------ე გათავისუფლდა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული სასჯელის მოხდისგან.

 

ზ------ ნ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 6 აპრილიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო: 1996 წლის 2 იანვრიდან 1997 წლის 20 თებერვლამდე; 1998 წლის 4 ნოემბრიდან 1998 წლის 6 ნოემბრამდე; 1999 წლის 25 აგვისტოდან 1999 წლის 27 აგვისტომდე; 2009 წლის 17 დეკემბრიდან 2010 წლის 19 ნოემბრამდე; 2013 წლის 26 აპრილიდან 2014 წლის 24 დეკემბრამდე; 2017 წლის 21 თებერვლიდან 2017 წლის 6 აპრილამდე.

 

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 მარტის ბრძანებით ზ------ ნ--------ის ბინაზე, მდებარე ი. ა--–--ის ქ. N---ში და მისი მეუღლის - ქ. ს---–--ის სახელზე რეგისტრირებულ, გ------------ის ქუჩის N--ში მდებარე უძრავი ქონების 6----- ნაწილზე დადებული ყადაღა გაუქმდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ------ ნ--------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ------- ყ---–-–---–მა და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

6. კასატორის - ადვოკატ გ------- ყ---–-–---–ის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები, რომლებიც ზ------ ნ--------ის ბრალეულობას დაადასტურებდნენ, შესაბამისად, დასკვნა ზ------ ნ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე არ ემყარება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს წარდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად; სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულების - გ------- კ--------–---–ის, გ-------– ნ-------–---–ისა და გ------- ქ-----ას ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო და არათანმიმდევრულია, მოწმე ი----- ბ-------–ის ჩვენება კი არ შეიძლება ჩაითვალოს ზ------ ნ--------ის მამხილებელ მტკიცებულებად, ვინაიდან ის პირი, ვინც იარაღიდან გაისროლა არ დაუნახავს; დაცვის მხარის პოზიციით, სააპელაციო სასამართლო გასცდა საჩივრის განხილვის ფარგლებს და სასამართლო სხდომაზე დაკითხა მოწმეები: ა--- მ---------–ი და მ----- ბ----ე, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაკითხულან, რაც კანონის მოთხოვნათა დარღვევაა; რაც შეეხება სასჯელს, საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე, ბრალდების მხარემ მოითხოვა სასჯელის სახით 12 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ------ ნ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რის გამოც განაჩენი არაობიექტურია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას; ამასთან, კასატორის პოზიციით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა შემთხვევის ადგილზე გ--- ა--–--ის ყოფნისა და კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი და მაკვალიფიცირებელი გარემოების - ხულიგნური ქვენაგრძნობის დასაბუთება.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

 

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ------ ნ--------ის ქმედებები სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მათ შორის: გ------- ქ-----ას, გ------- კ--------–---–ის, გ-------– ნ-------–---–ის, ი----- ბ-------–ის, ქ------- ნ-------–---–ის, ე-–--- ქ------ის, დ----- ბ----–---–ის, ა--- მ---------–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, საქართველოს რესპუბლიკის შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს N-4---- ექსპერტის ცნობით, სასამართლო ექსპერტიზის N1----- დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო კრიმინალისტიკური N4- საექსპერტო დასკვნით) უტყუარად დასტურდება მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ასევე გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაც (ხულიგნური ქვენაგრძნობა), ვინაიდან სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები ერთმნიშვნელოვნად განმარტავენ, რომ დანაშაული ჩადენილია ცუდად დამშვიდობების უმნიშვნელო საბაბით.

 

10. საკასაციო პალატის დასკვნით, არავითარი საფუძველი არ არსებობს, საეჭვოდ იქნეს მიჩნეული ბრალდების მხარის ძირითადი მოწმეების – გ------- ქ-----ას, გ------- კ--------–---–ის, გ-------– ნ-------–---–ის ჩვენებების სისწორე და სარწმუნოობა. მართალია, გამოძიების საწყის ეტაპზე მოწმეები - გ-------– ნ-------–---–ი და გ------- ქ-----ა აცხადებდნენ, რომ სიმთვრალის გამო შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები არ ახსოვდათ, მაგრამ სასამართლო განხილვისას დაადასტურეს მომხდარი ფაქტის ნამდვილობა, მიუთითეს დრო და ადგილი, ინციდენტში მონაწილე პირები, მათი მოქმედებანი და დამდგარი შედეგი, ინციდენტის მონაწილეთა ქმედების ობიექტური (მიზეზობრივი) და სუბიექტური (განზრახვა, მოტივი) კავშირი ამ შედეგთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ფაქტის შემსწრე მოწმეები: გ------- ქ-----ა, გ------- კ--------–---–ი, გ-------– ნ-------–---–ი და ი----- ბ-------–ი ერთნაირად აღწერენ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს.

 

11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებს და სასამართლო სხდომაზე დაკითხა მოწმეები - ა--- მ---------–ი და მ----- ბ----ე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის განსხვავებულ წესს ადგენს იმ საქმეებზე, რომლებზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი განსასჯელის დაუსწრებლად გამოიტანა. მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრული მოცულობით გამოიკვლია პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას ზ------ ნ--------ე იყო ძებნილი და განაჩენი გამოტანილია მის დაუსწრებლად.

 

12. მსჯავრდებულ ზ------ ნ--------ისთვის განსაზღვრულ სასჯელთან მიმართებით საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ სასამართლოებმა ზ------ ნ--------ეს შეუფარდეს ისეთი სასჯელი, რის გამოც განაჩენი არაობიექტურია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. დაცვის მხარე თავისი პოზიციის დასასაბუთებლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარემ მოითხოვა სასჯელის სახით 12 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ------ ნ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 490-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: ,,კამათისას მხარეებს უფლება აქვთ გამოთქვან აზრი განსასჯელის დამნაშავედ ცნობის ან უდანაშაულობის, ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელისა და განაჩენში გადასაწყვეტ სხვა საკითხების შესახებ.“ აღნიშნული ნორმის შინაარსი მიუთითებს ბრალდების მხარის უფლებამოსილებებზე, გამოთქვას აზრი სასჯელთან დაკავშირებით და არა - სასამართლოს ვალდებულებაზე, იხელმძღვანელოს ბრალდების მხარის გამოთქმული პოზიციით. შესაბამისად, განაჩენი სამართლიანია ზ------ ნ--------ის მიმართ სასჯელის ნაწილშიც, ვინაიდან

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე.

 

14. სასჯელის სამართლიანობის საკითხთან მიმართებით გასათვალისწინებელია ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც, რომლის თანახმად, სასამართლოს „როლი არ გახლავთ იმის დადგენა, თუ რამდენი წელი უნდა შეეფარდოს კონკრეტული დანაშაულისთვის ან განსაზღვროს, თუ რამდენწლიანი სასჯელი უნდა იქნეს დადგენილი ან მიუთითოს სასჯელზე, რომელიც უნდა მოიხადოს პირმა კომპეტენტური სასამართლოს მიერ მსჯავრდების შემდეგ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Vinter and Others v. the United Kingdom) # 66069/09 , # 130/10 , # 3896/10 , §105, 09.07.2013). ამდენად, უსაფუძვლოა ადვოკატის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

 

15. საკასაციო პალატის აზრით, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ამომწურავად იმსჯელეს ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში უთითებს ადვოკატი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

 

16. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ზ------ ნ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ყ---–-–---–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე