განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100116001378926
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№419აპ-18 ქ. თბილისი
თ------- ზ-----, 419აპ-18 26 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ----- თ------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-- ფ-------–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით ზ----- თ-------, - დ----------–-------–--–ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში (2 – თ----- ბ--------–-სა და თ----- ს------–---–ის ეპიზოდები); იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2 – ნ---- მ-------–---–ისა და ი----- ყ---–--ის ეპიზოდები) – 6-6 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2 – ნ-----–- ა------–---–ისა და მ--- მ-----–-–---–ის ეპიზოდები) – 7-7 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ე-–--- ჩ-------–---–ის ეპიზოდი) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 1 ივნისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ----- თ-------მ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის (3 ეპიზოდი); ასევე – თაღლითობა, ჩადენილი არაერთგზის (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
· სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 მაისის განაჩენით ზ----- თ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი).
· ზ----- თ-------მ განიზრახა, თაღლითურად, მოტყუებით, მატერიალური გამორჩენის მიზნით, დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2015 წლის ივნისში ა------ში ზ----- თ------- ნ-----–- ა------–---–ს გაეცნო, როგორც ი--- ა--------, მოიპოვა მისი ნდობა და ცრუ დაპირებით, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ეტაპობრივად, 2015 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში დაეუფლა ნ-----–- ა------–---–ის კუთვნილ თანხას – ჯამურად 1200 ლარს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· ზ----- თ-------მ განიზრახა, თაღლითურად, მოტყუებით, მატერიალური გამორჩენის მიზნით, დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2015 წლის ივნისში ა------ში ზ----- თ------- ე-–--- ჩ-------–---–ს გაეცნო, როგორც ი--- ა--------, მოიპოვა მისი ნდობა და ცრუ დაპირებით, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 2015 წლის 19 დეკემბერს დაეუფლა ე. ჩ-------–---–ს კუთვნილ ფულად თანხას – 300 ლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· ზ----- თ-------მ განიზრახა, თაღლითურად, მოტყუებით, მატერიალური გამორჩენის მიზნით, დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2015 წლის პერიოდში ა------ში ზ----- თ------- მ--- მ-----–-–---–ს გაეცნო, როგორც ი--- ა--------, მოიპოვა მისი ნდობა და ცრუ დაპირებით, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 2015 წლის სექტემბერსა და ნოემბერში დაეუფლა მ. მ-----–-–---–ის კუთვნილ ფულად თანხას – ჯამურად 1968.16 ლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· ზ----- თ-------მ განიზრახა, თაღლითურად, მოტყუებით, მატერიალური გამორჩენის მიზნით, დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ა------ში ზ----- თ------- ნ---- მ-------–---–ს, რომელიც ჭურჭლით ვაჭრობდა, გაეცნო, როგორც ი---, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 2015 წლის 6 ნოემბერს დაეუფლა ნ. მ-------–---–ის კუთვნილ, 145 ლარად ღირებულ ქვაბებსა და 24 ლარად ღირებულ ჩაიდანს. ზ----- თ-------მ ქვაბებისა და ჩაიდნის ღირებულებიდან 50 ლარი გადაუხადა ნ---- მ-------–---–ს, ხოლო დარჩენილი თანხა აღარ გადაუხდია და ა------დან წავიდა გაურკვეველ მისამართზე. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ ნ. მ-------–---–ს მიადგა 119 ლარის ზიანი.
· ზ----- თ-------მ განიზრახა, თაღლითურად, მოტყუებით, მატერიალური გამორჩენის მიზნით, დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ა------ში ზ----- თ------- ი----- ყ---–--ეს, რომელიც ტანსაცმლით ვაჭრობდა, გაეცნო, როგორც ი---, თაღლითურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 2015 წლის 18 დეკემბერს დაეუფლა ი. ყ---–--ის კუთვნილ, 55 ლარად ღირებულ სვიტერს და რამდენიმე დღეში ა------დან წავიდა გაურკვეველ მისამართზე. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ ი. ყ---–--ეს მიადგა 55 ლარის ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მსჯავრდების ხუთ ეპიზოდში, ხოლო გამამართლებელ ნაწილში – განაჩენის უცვლელად დატოვებას. კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დანაშაული საერთოდ არ არსებობს; ზ----- თ-------მ ვერ შეძლო ვალების დაბრუნება და სწორედ ამიტომ წავიდა ა------დან, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში იგი აპირებდა ვალების გასტუმრებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. დაცვის მხარის ვერსიას, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობა, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებითაც თაღლითობის შემადგენლობის ყველა ნიშანი დასტურდება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებებით, რომლებიც ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის: მოწმეების – ე-–--- ჩ-------–---–ის, ალექსანდრე და ნონა ჩ-------–---–ების, ნ-----–- ა------–---–ის, მ--- მ-----–-–---–ის, ი----- ყ---–--ის, ნ---- მ-------–---–ისა და სხვათა ჩვენებებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 მაისის განაჩენითა და სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ზ----- თ------ის ქმედებაში თაღლითობის შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ნიშნების არსებობა.
9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატ გ-- ფ-------–---–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ----- თ------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-- ფ-------–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე