განჩინება

სისხლის სამართლის 09.01.2019
საქმის ნომერი
010141318700062985
თარიღი
09.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700062985

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№449აპ-18 ქ. თბილისი

თ----- ნ-----–----, 449აპ-18 10 იანვარი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ-----–---- თ-----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ------- მ---------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ-----–---- თ-----ს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში.

 

ნ-----–---- თ-----ს ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

· 2016 წლის 27 მაისს, ღამის საათებში, ნ-----–---- თ-----მ სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე განიზრახა გ------- უ-------–---ს მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2016 წლის 27 მაისს, დაახლოებით 00:30 საათზე, თ---–--–-----–-------------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ-----–---- თ-----მ დანისმაგვარი ცალმხრივალესილი პირის მქონე საგნის გამოყენებით, სახის, მუცლის ღრუსა და სხეულის სხვა არეში მრავლობითი ჭრილობების მიყენების გზით, სცადა გ. უ-------–---ს მოკვლა.

 

· 2016 წლის 7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა გამოიტანა განჩინება საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე, რომლითაც სპეციალური ცოდნის მქონე პირს ნება დაერთო, ნ-----–---- თ-----სგან საექსპერტო კვლევისათვის აეღო სისხლის ნიმუში. განჩინების შესრულების ვადად განისაზღვრა 30 დღე.

 

ნ-----–---- თ-----მ განჩინების მოქმედების ვადაში უარი განაცხადა ძალაში შესული სასამართლო განჩინების შესრულებასა და სისხლის ნიმუშის აღებაზე, რასთან დაკავშირებითაც შედგა შესაბამისი ოქმები.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის განაჩენით ნ-----–---- თ-----, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნ-----–---- თ-----ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

 

ნ-----–---- თ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ნ-----–---- თ-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2016 წლის 28 ივნისიდან.

 

3. აღნიშნული განაჩენით ნ-----–---- თ-----ს მსჯავრი დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ე.ი. სხეულის დაზიანებაში, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 27 მაისს, დაახლოებით 00:30 საათზე, თ---–--–-----–-------------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ-----–---- თ-----მ ურთიერთშელაპარაკების დროს მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით გ------- უგრეხელიძეს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირაკლი მინაშვილმა და მსჯავრდებულ ნ-----–---- თ-----ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ------- კ-----------მ და დ------- მ---------მ.

 

პროკურორმა საჩივრით ითხოვა განაჩენის გაუქმება და ნ-----–---- თ-----ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლითა და სსკ-ის 381-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.

 

მსჯავრდებულ ნ-----–---- თ-----ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ------- კ-----------მ და დ------- მ---------მ საჩივრით ითხოვეს განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ-----–---- თ-----ს ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლიდან სსკ-ის 122-ე მუხლზე.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განაჩენით ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი მინაშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მსჯავრდებულ ნ-----–---- თ-----ს ადვოკატების - მ------- კ------------ა და დ------- მ---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

თბილისის საქალაქო სასაამრთლოს 2017 წლის 24 მარტის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

 

ნ-----–---- თ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი.

 

ნ-----–---- თ-----ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

 

ნ-----–----ს თ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ამასთან, მხედველობაში იქნა მიღებული, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 12 ოქტომბრის N-------- განკარგულების თანახმად, ნ-----–---- თ----- გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისგან.

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ-----–---- თ-----ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ------- მ---------მ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ნ-----–---- თ-----ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და დაცვის მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა (მაგალითისთვის იხ. №227აპ.-16).

 

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, იმსჯელა თითოეულ მათგანსა და თავის გადაწყვეტილებაში ნათლად დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც ნ-----–---- თ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ შერაცხულ ბრალდებებში, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს.

 

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ნ-----–---- თ-----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ------- მ---------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე