განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 240100117001901620
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№454აპ-18 ქ. თბილისი
ლ------ შ---–--, 454აპ-18 18 იანვარი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ შ---–-- ლ------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განაჩენით შ---–-- ლ------, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და შ---–-- ლ------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა შ---–-- ლ------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი –თავისუფლების აღკვეთა 3 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ შ---–-- ლ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 ხუთი წლით, რომლის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან – 2017 წლის 19 მარტიდან.
დ-------- ხ----–--, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დ-------- ხ----–--ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რომლის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან – 2017 წლის 19 მარტიდან.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ-------- ხ----–--მ და შ---–-- ლ------მ ჩაიდინეს გამოძალვა, ე.ი სხვისი ფულადი თანხის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენება და მისი ნივთის განადგურების ან დაზიანების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად და ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 19 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ.ს----ში, ვ--------------ში მდებარე რესტორან ,,ზ-------–ი’’, მთვრალმა შ---–-- ლ------მ და დ-------- ხ----–--მ, ჯანმრთელობისა და კუთვნილი ქონების დაზიანების მუქარით, ამავე რესტორნის მეპატრონეს, ტ------– ვ-------ეს მოსთხოვეს მათთვის ფულადი თანხის - 500 ლარის - გადახდა
2017 წლის 19 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ.ს----ში, ვ--------------ში მდებარე რესტორან ,,ზ-------–ი’’, მთვრალმა შ---–-- ლ------მ და დ-------- ხ----–--მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტ------– ვ-------ეს, კერძოდ, დ-------- ხ----–--მ მას დანით სახის არეში მიაყენა სხეულის დაზიანება, ხოლო შ---–-- ლ------მ რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავში, რის შედეგადაც ტ------– ვ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. კასატორი - მსჯავრდებული შ---–-- ლ------ ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენი ემყარება საეჭვო და ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებს; საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია კანონის უხეში დარღვევით; არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგოა საქმეზე მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები; არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, ვინაიდან დაზარალებულმა ტ------– ვ-------ემ სასამართლოში დაკითხვის დროს განაცხადა, რომ მას არ შეშინებია ბრალდებულების; კასატორი ითხოვს ასევე მოწმის სახით ბ---- გ---------ას, ლ---- ბ------–---სა და პ----- კ--–------ას დაკითხვას, რომლებიც, მისი მითითებით, ესწრებოდნენ რესტორანში განვითარებულ მოვლენებს.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
8. დაზარალებულ ტ------– ვ-------ისა და მოწმეების - მ------ ზ---------ას, თ----- გ-----ას, ლ--–- ჭ---------ას, მ------ ს------ას, გ------- კ-–----ის, ლ-–- ჩ-------–--ს, გ---- ხ-------სა და რ----- გ-----–-ას ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ შ---–-- ლ------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
9. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოწმეების ჩვენებათა არასარწმუნოობის შესახებ და მიუთითებს, რომ ისინი თანმიმდევრულია და შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რის გამოც პალატას არ გააჩნია მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.
10. უსაფუძვლოა კასატორის მითითება გამოძიების მხრიდან საპროცესო მოქმედებათა კანონის არსებითი დარღვევით ჩატარების შესახებაც, ვინაიდან საქმის მასალების შესწავლის შედეგად ასეთი რამ არ გამოვლენილა
11. პალატა არ იზიარებს ასევე კასატორის მითითებას მოწმეების დაკითხვის შესახებ, რომლებიც თითქოსდა, იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უარყოფილია მათი იქ ყოფნის ფაქტი, აღნიშნული მოთხოვნა მოკლებულია საპროცესოსამართლებრივ საფუძველს.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ შ---–-- ლ------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე