განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2019
საქმის ნომერი
330210016001272235
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №330210016001272235

საქმე №ას-1527-2018 31 იანვარი, 2019 წელი

№ას-1527-2018 კ-----------–----–--–--ი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „C------------------------------“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ინსპექტირების აქტების ბათილად ცნობა, დარიცხული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება, პირგასამტეხლოს შეთანხმების ნაწილში ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. შპს „cadastral problems solution-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის №0-------- ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოებზე 2015 წლის 23 ოქტომბრის პირველი ეტაპის, 2015 წლის 6 ნოემბრის მეორე ეტაპის, 2015 წლის 6 ნოემბრის მესამე ეტაპის ინსპექტირების აქტები და დაევალოს მოპასუხეს დააბრუნოს პირგასამტეხლოს სახით მიღებული 19 241.17 ლარი, ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის №0-------- ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოებზე 2015 წლის 23 ოქტომბრის 2015 წლის 6 ნოემბრის მეორე ეტაპის, 2015 წლის 6 ნოემბრის მესამე ეტაპის ინსპექტირების აქტები და დაევალოს მოპასუხეს, დააბრუნოს პირგასამტეხლოს სახით მიღებული 23998.99 ლარი, ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 17 ივნისის №0-------- და №0-------- ხელშეკრულებები, კერძოდ, ხელშეკრულებების 10.2 და 10.5 მუხლები, რომლებითაც განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა – 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 29 მაისს მოპასუხის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა მოსარჩელემ და მხარეთა შორის გაფორმდა №0-------- მომსახურების ხელშეკრულება 156432.38 ლარზე და №0-------- ხელშეკრულება 195112.37 ლარზე.

3. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 8 რეგიონის დამისამართება. სამუშაო უნდა ჩაბარებულიყო 6 ეტაპად.

4. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის მიერ სამუშაოს ჩაბარების შემდეგ გამოვლინდა მინიმალური ხარვეზი და 2015 წლის 7 სექტემბრის წერილით მხარეს მიეცა 10-დღიანი ვადა მის გამოსასწორებლად. მითითებულ ვადაში მოსარჩელემ ხარვეზი გამოასწორა, თუმცა მოპასუხემ მაინც დაარიცხა პირგასამტეხლო.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 17 ივნისს დაიდო №0-------- ხელშეკრულება, რომლის ღირებულება განისაზღვრა 156432.38 ლარით, ხოლო 2015 წლის 17 ივნისს დადებული 0-------- ხელშეკრულებით 195112.37 ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებების 10.4 მუხლიდან გამომდინარე, ხარვეზის აღმოფხვრისათვის განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში მიმწოდებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით. ის, რომ მოსარჩელე მხარეს ჯეროვნად არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, დასტურდება ინსპექტირების აქტებით, რომელსაც მოსარჩელე მხარე დაეთანხმა და სადავოდ არ გაუხდია.

6. მოცემულ შემთხვევაში შესრულებული სამუშაოს თავისებურების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ ვადაში შესრულება პირდაპირ კავშირშია მოპასუხისთვის მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების – სამისამართო რეესტრების ჯეროვან და ეფექტურ ფუნქციონირებასთან.

7. ამდენად, შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0.3% გონივრული და ლეგიტიმური მიზნის პროპორციული პირგასამტეხლოა. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ასევე არ ცნო ინსპექტირების აქტების ბათილად ცნობის ნაწილშიც.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2015 წლის 23 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა №0-------- ხელშეკრულებაზე მიღება-ჩაბარების №1 აქტი, რომლის მიხედვით სამტრედიის, წყალტუბოს და ხონის მინიციპალიტეტში მდებარე სამისამართო ერთეულების აღწერა-ინვენტარიზაციის, სქემატური ნახაზების დამზადების და ერთიან მონაცემთა ბაზის შექმნის მომსახურების პირველი ეტაპი ჩაითვალა შესრულებულად, რომლის ღირებულებამ შეადგინა 26 804.73 ლარი.

11. 2015 წლის 23 ოქტომბრის ინსპექტირების აქტით მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურების გაწევა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ნაცვლად №0-------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე, განხორციელდა 84 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 6.5 და 10.3 პუნქტების თანახმად, 51 დღეზე მიმწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 33 დღეზე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც ერთ დღეზე შეადგენს 496.297 ლარს, მთლიანობაში – 15 486.80 ლარს.

12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ 2015 წლის 6 ნოემბრის ინსპექტირების აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურების გაწევა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ნაცვლად, №0-------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე, განხორციელდა 58 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 6.5 და 10.3 პუნქტების თანახმად, 52 დღეზე მიმწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 6 დღეზე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც ერთ დღეზე შეადგენს 496.297 ლარს, მთლიანობაში 2815.78 ლარს.

13. 2015 წლის 6 ნოემბრის ინსპექტირების აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურების გაწევა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ნაცვლად, №0-------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე განხორციელდა 34 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 6.5 და 10.3 პუნქტების თანახმად, 31 დღეზე მიმწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 2 დღეზე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც ერთ დღეზე შეადგენს 496.297 ლარს, სულ – 938.59 ლარი.

14. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 23 ოქტომბრის ინსპექტირების აქტის თანახმად, მიმწოდებელმა განახორციელა მომსახურების გაწევა, ხელშერულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ნაცვლად, №0-------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე, განხორციელდა 84 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 6.5 და 10.3 პუნქტების თანახმად, 51 დღეზე მიმწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 33 დღეზე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც ერთ დღეზე შეადგენს 585.337 ლარს, სულ – 19316.12 ლარს.

15. უდავოა, რომ 2015 წლის 6 ნოემბრის ინსპექტირების აქტის თანახმად, მიმწოდებლმა განახორციელა მომსახურების გაწევა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ნაცვლად, №0-------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე, განხორციელდა 58 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 6.5 დ 10.3 პუნქტების თანახმად, 52 დღეზე მიმწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 6 დღეზე, ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც ერთ დღეზე შეადგენს 585.337 ლარს, სულ – 3512.02 ლარს.

16. ასევე უდავოა, რომ 2015 წლის 6 ნოემბრის ინსპექტირების აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურების გაწევა, ხელშერულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ნაცვლად, №0-------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე, განხორციელდა 34 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 6.5 და 10.3 პუნქტების თანახმად, 31 დღეზე მიმწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 2 დღეზე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც ერთ დღეზე შეადგენს 585.337 ლარს, სულ – 1170.67 ლარს.

17. უდავოა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 17 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0-------- ხელშეკრულება. რომლის თანახმად, აპელანტის ვალდებულებას წარმოადგენდა სამტრედიის, წყალტუბოს და ხონის მუნიციპალიტეტში მდებარე სამისამართო ერთეულების აღწერა-ინვენტარიზაციის, სქემატური ნახაზების დამზადებისა და ერთიანი გეომონაცემთა ბაზის შექმნის მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფასთა ცხრილის შესაბამისად და შეადგინა 156 432.38 ლარი.

18. ხელშეკრულების 4.2 პუქნტის „ბ“ პუნქტის თანახმად, განისაზღვრა შემსყიდველის ვალდებულება, რომ განხორციელებული მომსახურების შედეგების მიწოდებიდან 15 დღეში მოახდინოს გაწეული მომსახურების შედეგების ინსპექტირება და აღნიშნულის შედეგად მიიღოს მომსახურება ან წაუყენოს პრეტენზია მიმწოდებელს, ხოლო, ხელშეკრულების 6.4 პუნქტი თანახმად, მომსახურების შედეგების ჩაბარებიდან 15 დღის განმავლობაში შემსყიდველი ახორციელებს მიწოდებული მომსახურების შედეგების ინსპექტირებას და აღნიშნულის შედეგად იღებს მომსახურებას ან წაუყენებს მიმწოდებელს დასაბუთებულ პრეტეზიას. 6.5 პუნქტის შესაბამისად, თუ ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდება, რომ განხორციელებულ მომსახურებას გააჩნია ხარვეზები, შემსყიდველი მოსთხოვს მიმწოდებელს ხარვეზის აღმოფხვრას, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნიდან 10 დღეში აღმოფხვრას ხარვეზი საკუთარი ხარჯებით.

19. ხელშეკრულების 10.2 პუნტის თანახმად, შესასრულებელი სამუშოების ეტაპის ვადის გადაცილების შემთხვევაში, განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით. ხოლო 10.4 შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.3%.

20. ხელშეკრულების №4 დანართის თანახმად, სამუშაოების ეტაპები განისაზღვრა შემდეგნაირად: პირველი ეტაპი – ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე მინიმუმ 11316 ერთეული, მეორე ეტაპი – 60 კალენდარული დღე 11316 ერთეული, მესამე ეტაპი – 90 კალენდარული დღე 11316 ერთეული, მეოთხე ეტაპი – 120 კალენდარული დღე 11316 ერთეული, მეხუთე ეტაპი – 150 კალენდარული დღე 11316 ერთეული, მეექვესე ეტაპი – 180 კალენდარული დღე 11316 ერთეული.

21. უდავოა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 17 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის №0-------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანი იყო თერჯოლის, ვანის, ბაღდათის, ხარაგაულის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მდებარე სამისამართო ერთეულების აღწერა-ინვენტარიზაციის, სქემატური ნახაზების დამზადების და ერთიანი გეომონაცემთა ბაზის შექმნის მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფასთა ცხრილის შესაბამისად და შეადგინა 195112.37 ლარი.

22. 2015 წლის 17 ივნისის ხელშეკრულების 4.2 პუქნტის „ბ“ პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებული იყო, განხორციელებული მომსახურების შედეგების მიწოდებიდან 15 დღეში მოეხდიდნა გაწეული მომსახურების შედეგების ინსპექტირება და აღნიშნულის შედეგად მიიღოს აღნიშნული მომსახურება ან წაუყენოს პრეტენზია მიმწოდებელს. ამავე ხელშეკრულების 6.4 პუნქტი მიუთითებს, რომ მომსახურების შედეგების ჩაბარებიდან 15 დღის განმავლობაში შემსყიდველი ახორციელებს მიწოდებული მომსახურების შედეგების ინსპექტირებას და აღნიშნულის შედეგად იღებს მომსახურებას ან წაუყენებს მიმწოდებელს დასაბუთებულ პრეტეზიას, ხოლო 6.5 პუნქტის შესაბამისად, თუ ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდება, რომ განხორციელებულ მომსახურებას გააჩნია ხარვეზები, შემსყიდველი მოსთხოვს მიმწოდებელს ხარვეზის აღმოფხვრას, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნიდან 10 დღეში აღმოფხვრას ხარვეზი საკუთარი ხარჯებით.

23. ასევე უდავოა, რომ ხელშეკრულების 10.2 პუნტის თანახმად, შესასრულებელი სამუშოების ეტაპის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%. ამავე ხელშეკრულების 10.4 შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებუოლ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.3%.

24. ხელშეკრულების დანართი №5-ის თანახმად, სამუშაოების ეტაპები განისაზღვრა შემდეგნაირად: პირველი ეტაპი – ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე მინიმუმ 12966 ერთეული; მეორე ეტაპი – 60 კალენდარული დღე 12966 ერთეული; მესამე ეტაპი – 90 კალენდარული დღე 12966 ერთეული; მეოთხე ეტაპი – 120 კალენდარული დღე 12966 ერთეული; მეხუთე ეტაპი – 150 კალენდარული დღე 12 966 ერთეული; მეექვსე ეტაპი – 180 კალენდარული დღე 12 966 ერთეული.

25. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ დაარღვია როგორც ხელშეკრულებებით დადგენილი შესრულების ეტაპი, ასევე ხელშეკრულების 6.5 პუნქტით დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადა.

26. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2015 წლის 17 ივნისის №0-------- და №0-------- ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათების, მის საფუძველზე მომზადებული წერილებისა და ინსპექტირების აქტებით.

27. სააპელაციო სასამართლომ დამატებით დასძინა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ შედგენილი ინსპექტირების აქტები ხელმოწერილია მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერაც და მათი მონაცემები სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის შესახებ გასაზიარებელია სრულად.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, აპელანტმა მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებაზე სასამართლოს ვერ მიუთითა, შესაბამისად, მან ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამტკიცება.

29. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელემ დაარღვია როგორც ხელშეკრულებებით დადგენილი შესრულების ეტაპი, ასევე, ხელშეკრულების 6.5 პუნქტით განსაზღვრული ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადა.

30. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 417-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს ნაწილშიც არ შეესაბამება არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებს.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების დარღვევის წინაპირობები, აღნიშნული არ გამორიცხავს მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

32. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

33. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

34. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

35. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

36. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

37. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

38. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

39. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

40. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და აპელანტმა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი იმ გარემოების გასაქარწყლებლად, რომ აპელანტმა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას შეიძლება, წარმოშობოდა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

 

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

41. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

42. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 316-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვით ვალდებულება, თავისი შინაარსითა და ხასიათით შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისმხიერებას. სააპელაციო პალატა შემოიფარგლა მხოლოდ კასატორის მოვალეობაზე მსჯელობით და ყურადღების მიღმა დარჩა მოპასუხის ვალდებულებები.

43. საქმეში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც კასატორის მხრიდან სადავო ვალდებულების დარღვევას დაადგენდა. მოსარჩელემ მხოლოდ 2015 წლის 9 ოქტომბრის მოპასუხის წერილით შეიტყო, რომ მის მიერ შესრულებულ სამუშაოში დაფიქსირდა ხარვეზი. მოსარჩელემ იმავე დღეს გააგზავნა ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს შესახებ, რაც შეუძლებელი იქნებოდა, სამუშაო შესრულებული რომ არ ყოფილიყო. სხვა რაიმე შეტყობინება მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ გაუგზავნია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების შესაბამისად, სასამართლოს ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე შეტყობინების ჩაბარების ვადად განესაზღვრა 2015 წლის 9 ოქტომბერი. სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ, რადგან კასატორმა 2015 წლის 9 ოქტომბერს ხელი მოაწერა ინსპექტირების აქტზე, ჯარიმაც აღნიშნული ვადიდან უნდა აითვალოს. მითითებულ აქტზე ხელმოწერა ნიშნავდა, რომ მოსარჩელეს განესაზღვრა 10 დღე ხარვეზის აღმოსაფხვრელად. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მან ინსპექტირების აქტით დადგენილი ვადა არ დაიცვა, მაგრამ რადგან განმეორებითი ინსპექტირების აქტის შედგენას ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა, მოპასუხე ვალდებული იყო, სსკ-ის 405-ე მუხლის მიხედვით მიეცა დამატებითი ვადა მოსარჩელისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად, რაც მან განახორციელა 2015 წლის 9 ოქტომბერს. სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია ის ფაქტი, რომ კასატორმა იმავე დღეს, მოპასუხის განმეორებითი მოთხოვნის შედეგად, კვლავ წაუდგინა ინფორმაცია მხარეს და მოპასუხემ იგი მიიღო.

44. კასატორმა ჩათვალა, რომ სსკ-ის 361-ე და 390-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო, მოსარჩელის მიერ წარდგენილი შესრულება მიეღო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ფარგლებში. მოპასუხე კი შეგნებულად დაელოდა 40 დღეს და მე-11 დღიდან 40 დღემდე ისე დააჯარიმა, რომ აღნიშნულის შესახებ 9 ოქტომბრამდე არ შეატყობინა კასატორს.

45. საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს სსკ-ის 385-ე მუხლის საფუძველზე უნდა ემსჯელა, თუ რატომ გადაურიცხა მოსარჩელემ იმავე დღეს მოპასუხეს თანხა. სასამართლოს უნდა მიეჩნია, რომ კასატორის მხრიდან ვალდებულების არარსებობის პირობებში მოპასუხისათვის გადახდილი თანხით ეს უკანასკნელი უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

46. კასატორმა მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას არ შეესაბამება.

47. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

48. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

49. 2015 წლის 29 მაისს მოპასუხის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა მოსარჩელემ და მხარეთა შორის გაფორმდა №0-------- მომსახურების ხელშეკრულება 156432.38 ლარზე და №0-------- ხელშეკრულება 195112.37 ლარზე.

50. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2015 წლის 23 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა №0-------- ხელშეკრულებაზე მიღება-ჩაბარების №1 აქტი, რომლის მიხედვით სამტრედიის, წყალტუბოს და ხონის მინიციპალიტეტში მდებარე სამისამართო ერთეულების აღწერა-ინვენტარიზაციის, სქემატური ნახაზების დამზადების და ერთიან მონაცემთა ბაზის შექმნის მომსახურების პირველი ეტაპი ჩაითვალა შესრულებულად, რომლის ღირებულებამ შეადგინა 26 804.73 ლარი.

51. 2015 წლის 23 ოქტომბრის ინსპექტირების აქტით მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურების გაწევა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ნაცვლად №0-------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე, განხორციელდა 84 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 6.5 და 10.3 პუნქტების თანახმად, 51 დღეზე მიმწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 33 დღეზე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც ერთ დღეზე შეადგენს 496.297 ლარს, მთლიანობაში – 15 486.80 ლარს.

52. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ 2015 წლის 6 ნოემბრის ინსპექტირების აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურების გაწევა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ნაცვლად, №0-------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე, განხორციელდა 58 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 6.5 და 10.3 პუნქტების თანახმად, 52 დღეზე მიმწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 6 დღეზე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც ერთ დღეზე შეადგენს 496.297 ლარს, მთლიანობაში 2815.78 ლარს.

53. 2015 წლის 6 ნოემბრის ინსპექტირების აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურების გაწევა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ნაცვლად, №0-------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე განხორციელდა 34 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 6.5 და 10.3 პუნქტების თანახმად, 31 დღეზე მიმწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 2 დღეზე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც ერთ დღეზე შეადგენს 496.297 ლარს, სულ – 938.59 ლარი.

54. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 23 ოქტომბრის ინსპექტირების აქტის თანახმად, მიმწოდებელმა განახორციელა მომსახურების გაწევა, ხელშერულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ნაცვლად, №0-------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე, განხორციელდა 84 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 6.5 და 10.3 პუნქტების თანახმად, 51 დღეზე მიმწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 33 დღეზე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც ერთ დღეზე შეადგენს 585.337 ლარს, სულ – 19316.12 ლარს.

55. უდავოა, რომ 2015 წლის 6 ნოემბრის ინსპექტირების აქტის თანახმად, მიმწოდებლმა განახორციელა მომსახურების გაწევა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ნაცვლად, №0-------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე, განხორციელდა 58 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 6.5 დ 10.3 პუნქტების თანახმად, 52 დღეზე მიმწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 6 დღეზე, ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც ერთ დღეზე შეადგენს 585.337 ლარს, სულ – 3512.02 ლარს.

56. ასევე უდავოა, რომ 2015 წლის 6 ნოემბრის ინსპექტირების აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურების გაწევა, ხელშერულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ნაცვლად, №0-------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე, განხორციელდა 34 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 6.5 და 10.3 პუნქტების თანახმად, 31 დღეზე მიმწოდებელს არ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხოლო 2 დღეზე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, რაც ერთ დღეზე შეადგენს 585.337 ლარს, სულ – 1170.67 ლარს.

57. უდავოა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 17 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0-------- ხელშეკრულება. რომლის თანახმად, აპელანტის ვალდებულებას წარმოადგენდა სამტრედიის, წყალტუბოს და ხონის მუნიციპალიტეტში მდებარე სამისამართო ერთეულების აღწერა-ინვენტარიზაციის, სქემატური ნახაზების დამზადებისა და ერთიანი გეომონაცემთა ბაზის შექმნის მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფასთა ცხრილის შესაბამისად და შეადგინა 156 432.38 ლარი.

58. ხელშეკრულების 4.2 პუქნტის „ბ“ პუნქტის თანახმად, განისაზღვრა შემსყიდველის ვალდებულება, რომ განხორციელებული მომსახურების შედეგების მიწოდებიდან 15 დღეში მოახდინოს გაწეული მომსახურების შედეგების ინსპექტირება და აღნიშნულის შედეგად მიიღოს მომსახურება ან წაუყენოს პრეტენზია მიმწოდებელს, ხოლო, ხელშეკრულების 6.4 პუნქტი თანახმად, მომსახურების შედეგების ჩაბარებიდან 15 დღის განმავლობაში შემსყიდველი ახორციელებს მიწოდებული მომსახურების შედეგების ინსპექტირებას და აღნიშნულის შედეგად იღებს მომსახურებას ან წაუყენებს მიმწოდებელს დასაბუთებულ პრეტეზიას. 6.5 პუნქტის შესაბამისად, თუ ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდება, რომ განხორციელებულ მომსახურებას გააჩნია ხარვეზები, შემსყიდველი მოსთხოვს მიმწოდებელს ხარვეზის აღმოფხვრას, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნიდან 10 დღეში აღმოფხვრას ხარვეზი საკუთარი ხარჯებით.

59. ხელშეკრულების 10.2 პუნტის თანახმად, შესასრულებელი სამუშოების ეტაპის ვადის გადაცილების შემთხვევაში, განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით. ხოლო 10.4 შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.3%.

60. ხელშეკრულების №4 დანართის თანახმად, სამუშაოების ეტაპები განისაზღვრა შემდეგნაირად: პირველი ეტაპი – ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე მინიმუმ 11316 ერთეული, მეორე ეტაპი – 60 კალენდარული დღე 11316 ერთეული, მესამე ეტაპი – 90 კალენდარული დღე 11316 ერთეული, მეოთხე ეტაპი – 120 კალენდარული დღე 11316 ერთეული, მეხუთე ეტაპი – 150 კალენდარული დღე 11316 ერთეული, მეექვესე ეტაპი – 180 კალენდარული დღე 11316 ერთეული.

61. უდავოა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 17 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის №0-------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანი იყო თერჯოლის, ვანის, ბაღდათის, ხარაგაულის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მდებარე სამისამართო ერთეულების აღწერა-ინვენტარიზაციის, სქემატური ნახაზების დამზადების და ერთიანი გეომონაცემთა ბაზის შექმნის მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფასთა ცხრილის შესაბამისად და შეადგინა 195112.37 ლარი.

62. 2015 წლის 17 ივნისის ხელშეკრულების 4.2 პუქნტის „ბ“ პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებული იყო, განხორციელებული მომსახურების შედეგების მიწოდებიდან 15 დღეში მოეხდიდნა გაწეული მომსახურების შედეგების ინსპექტირება და აღნიშნულის შედეგად მიიღოს აღნიშნული მომსახურება ან წაუყენოს პრეტენზია მიმწოდებელს. ამავე ხელშეკრულების 6.4 პუნქტი მიუთითებს, რომ მომსახურების შედეგების ჩაბარებიდან 15 დღის განმავლობაში შემსყიდველი ახორციელებს მიწოდებული მომსახურების შედეგების ინსპექტირებას და აღნიშნულის შედეგად იღებს მომსახურებას ან წაუყენებს მიმწოდებელს დასაბუთებულ პრეტეზიას, ხოლო 6.5 პუნქტის შესაბამისად, თუ ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდება, რომ განხორციელებულ მომსახურებას გააჩნია ხარვეზები, შემსყიდველი მოსთხოვს მიმწოდებელს ხარვეზის აღმოფხვრას, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნიდან 10 დღეში აღმოფხვრას ხარვეზი საკუთარი ხარჯებით.

63. ასევე უდავოა, რომ ხელშეკრულების 10.2 პუნტის თანახმად, შესასრულებელი სამუშოების ეტაპის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%. ამავე ხელშეკრულების 10.4 შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებუოლ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.3%.

64. ხელშეკრულების დანართი №5-ის თანახმად, სამუშაოების ეტაპები განისაზღვრა შემდეგნაირად: პირველი ეტაპი – ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე მინიმუმ 12966 ერთეული; მეორე ეტაპი – 60 კალენდარული დღე 12966 ერთეული; მესამე ეტაპი – 90 კალენდარული დღე 12966 ერთეული; მეოთხე ეტაპი – 120 კალენდარული დღე 12966 ერთეული; მეხუთე ეტაპი – 150 კალენდარული დღე 12 966 ერთეული; მეექვსე ეტაპი – 180 კალენდარული დღე 12 966 ერთეული.

65. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ დაარღვია როგორც ხელშეკრულებებით დადგენილი შესრულების ეტაპი, ასევე ხელშეკრულების 6.5 პუნქტით დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადა.

66. წინამდებარე საკასაციო საჩივარში კასატორმა აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულებების პირობები არ დაურღვევია, შესაბამისად, პირგასამტეხლო არასწორად დაეკისრა. ამასთან, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას არ შეესაბამება.

67. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

68. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

69. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

70. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

71. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

72. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

73. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

74. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

75. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

76. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

77. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, S.1197).

78. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

79. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

80. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

81. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

82. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მასასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).

83. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

84. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

85. კასატორის მიერ სადავო ვალდებულების დროულად შესრულების ფაქტს არ ადასტურებს კასატორის არგუმენტი, რომ მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით ხარვეზის დადგენის შემდეგ იმავე დღეს წარადგინა ინფორმაცია გაწეული სამსახურის შესახებ, რაც შეუძლებელი იქნებოდა სამუშაო დროულად შესრულებული რომ არ ყოფილიყო.

86. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

87. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

88. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

89. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ 6.06.2017წ. საქმე №ას-584-543-2017). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ, კრედიტორმა უნდა ამტკიცოს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა, რაც მოვალის ბრალით არ არის განპირობებული.

90. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროულად შესრულების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით საკუთარი პოზიცია ვერ გაამყარა, შესაბამისად, სარჩელს მართებულად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.

91. ამავდროულად, მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა სასამართლოს გააჩნია იქამდე, სანამ მხარე აღნიშნულ თანხას კრედიტორს აუნაზღაურებს. პირგასამტეხლოს შემცირება დაუშვებელია, როცა პირგასამტეხლო უკვე ნებაყოფლობით გადახდილია. (იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი დავა ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებას, უცხო ქვეყნის სასამართლო პრაქტიკასა და საკანონმდებლო გამოცდილებას მოცემულ საქმეზე გავლენა ვერ ექნება და მასზე სასამართლოს მიერ მიღებული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის – სახელმწიფოს სახელით მიღებული გადაწყვეტილების დაფუძნება უმართებულოა. თუმცა, საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის ყურადასაღებია გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 345-ე მუხლის დანაწესი, კერძოდ, თუ მოვალე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას იმ საფუძვლით, რომ მან ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, მაშინ მას ეკისრება ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი (იხ. იან კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი – სასწავლო კომენტარი, თბილისი, 2014 წელი, გვ.241; Brox/Henssler, Handelsrecht, Verlag C.H.Beck, München, 2009, Rn:380).

92. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა მიუთითა, რომ მან დაკისრებული პირგასამტეხლო გადაიხადა (იხ. წინამდებარე განჩინების პ.45) უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობა კი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

93. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

94. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

95. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

96. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

97. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

98. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 5 ნოემბრის №- საგადახდო დავალებით გადახდილი 2162 ლარის 70% – 1513,4 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „C-------------------------------ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „C-------------------------------ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 5 ნოემბრის №- საგადახდო დავალებით გადახდილი 2162 ლარის 70% – 1513,4 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე