განჩინება

სისხლის სამართლის 19.02.2019
საქმის ნომერი
080100116002499668
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100116002499668

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №521აპ-18 ქ. თბილისი

დ------------- ნ--------, 521აპ-18 22 თებერვალი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ-------- დ-------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- დ---–-–---–-სა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ დათო ცირეკიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ-------- დ-------------ს ბრალი დაედო ხულიგნობაში, ე.ი. ქმედებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ძალადობის მუქარით; განზრახ მკვლელობის მცდელობაში; მუქარაში, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; სხვისი ნივთის დაზიანებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 19,108-ე მუხლით, სსკ-ის 151-ე მუხლითა და სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

ნ-------- დ-------------ს ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ნ-------- დ------------- შვილების სანახავად სტუმრად მივიდა ყოფილი მეუღლის - ხ------- შ--–---------ს ოჯახში, წ---–-------ს რაიონის სოფელ ქ-------ში. ოჯახის წევრებთან საუბრობდა, როდესაც მოულოდნელად ფეხზე წამოდგა, გავიდა გარეთ და მოაჯახუნა კარი. შემდეგ თავისი „SUBARU FORESTER-ის“ მოდელის ავტომანქანით მაღალი სიჩქარით დატოვა სახლის მიმდებარე ტერიტორია და გაემართა მეზობლად მცხოვრები ჯ------ მ------–---–-ს სახლისაკენ, სადაც მკვეთრად დაამუხრუჭა. ისე, რომ განაწყენების საფუძველი არ ჰქონია, დაიწყო გინება და სამსახურებრივი საშტატო „HS9“ მოდელის, №------ ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც მასზე იყო გაპიროვნებული, რამდენჯერმე გაისროლა. შემდეგ მანქანითვე გამობრუნდა უკან და მივიდა იქვე მცხოვრები გ---- ჭ--–---–-ს საცხოვრებელ სახლთან, გარეთ გამოიყვანა იგი და გინებით, სალანძღავი სიტყვებითა და იარაღის დემონსტრირებით სთხოვდა „ბაჭიას“, იმავე ნ-----–---- ბ---------ს საცხოვრებელი სახლის მდებარეობის მითითებას, რათა იგი მოეკლა. ამავდროულად მან რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში. გ---- ჭ--–---–- ცდილობდა მის დაწყნარებას, თუმცა - ამაოდ. სროლებმა და ნ-------- დ-------------ს ჩხუბმა შეაშფოთა გ---- ჭ--–---–-ს მოხუცებული დედა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. ხმაურზე გაეღვიძათ მეზობლებს და ვითარებაში გასარკვევად საცხოვრებელი სახლებიდან გამოვიდნენ. ნ-------- დ-------------ს მიერ ატეხილი დებოში დაახლოებით საათ-ნახევარს გრძელდებოდა. მან ცეცხლსასროლი იარაღის მრავლობითი გასროლითა და ხანგრძლივი ლანძღვა-გინებით უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი.

 

შს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ნ-------- დ-------------მ პირადი მოტივით განიზრახა მის მეზობლად მარტო მცხოვრები მ------ ს---–---ს მოკვლა. ამ განზრახვით 2016 წლის 5 მაისს, დაახლოებით 18:30 საათზე, მივიდა მ------ ს---–---ს საცხოვრებელ სახლთან, მდებარე ქ-------–-----–----–----–-----------ში. მან იცოდა მ------ ს---–---ს საძინებელი ოთახის მდებარეობა და დარწმუნებულმა, რომ განზრახვას მოიყვანდა სისრულეში, მასზე გაპიროვნებული, სამსახურებრივი საშტატო „HS9“ მოდელის, №------ ცეცხლსასროლი იარაღით დაახლოებით 10-ჯერ გაისროლა საძინებლის, ხოლო 5-ჯერ - შესასვლელის მიმართულებით. ნ-------- დ-------------ს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიები, გარდა მ------ ს---–---ს სიცოცხლის მოსპობისა, ასევე დააზიანებდა სახლის ინვენტარს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ავეჯს და სურდა ეს შედეგი.

 

გასროლებს შედეგად მოჰყვა მ------ ს---–---ს კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კარ-ფანჯრის, მისი მინების, საძინებლის კედლების, ბეტონის მოაჯირის, ჰოლის ჭერზე ჩამოკიდებული ჭაღის, ბიაზის, კარადის, ფარდების, გადასაფარებლისა და ხალათების დაზიანება, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მესაკუთრეს. შემდეგ ნ-------- დ------------- მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. მომხდარიდან რამდენიმე ხანში მ------ ს---–---სათვის ცნობილი გახდა, რომ მასზე თავდასხმის მცდელობა ჩაიდინა ნ-------- დ-------------მ, რის გამოც დახმარებისთვის მიმართა მისი დის მეუღლეს - ა---------– ბ-----------ს, რომელმაც დასახმარებლად დარეკა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ნომერ 112-ზე და აცნობა მომხდარი დანაშაულის შესახებ. შეტყობინებიდან ოთხ წუთში, 19:05 საათზე, ა---------– ბ-----------ს მობილური ტელეფონის ნომერზე - 5----------- დაუკავშირდა ნ-------- დ------------- მობილური ტელეფონის ნომრით - 5------------ საუბრისას ნ-------- დ------------- იყო გაბრაზებული იმის გამო, რომ ა---------– ბ-----------მ დარეკა 112-ზე, რის გამოც დაემუქრა მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით. ნ-------- დ-------------მ გაიგო, რომ მის ქმედებას მ------ ს---–---ს სიცოცხლის მოსპობა არ მოჰყოლია და განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ისევ მიბრუნდა შემთხვევის ადგილზე, სადაც უკვე პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მისულები. იგი გინებისა და მოკვლის მუქარით გაემართა მ------ ს---–---საკენ. ცეცხლსასროლი იარაღი მოიყვანა სასროლო მდგომრეობაში და მოკვლის მიზნით, სამჯერ დამიზნებით ესროლა მ------ ს---–---ს, თუმცა მას ასცდა ტყვიები, ხოლო იქ მდგომმა პირებმა ნ-------- დ------------- განაიარაღეს და განარიდეს შემთხვევის ადგილს. შემთხვევის ადგილის დატოვებისას ნ-------- დ------------- კვლავ დაემუქრა მ------ ს---–---სა და ა---------– ბ-----------ს მათი და მათი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარ-----ლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 თებერვლის განაჩენით ნ-------- დ-------------, - დაბადებული 1976 წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნ-------- დ------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 151-ე მუხლით - 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ნ-------- დ-------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. ნ-------- დ-------------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2016 წლის 6 მაისიდან.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

 

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორმა ნათია კიკვაძემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ნ-------- დ-------------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ასევე - საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 19,108-ე მუხლით უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდება.

 

მსჯავრდებულ ნ-------- დ-------------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ------- დ---–-–---–მა საჩივრით ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ-------- დ-------------ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენაში ნ-------- დ-------------ს ბრალეულობა.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარ-----ლუციო ნაწილი:

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეაფასა სააპელაციო საჩივრების მოტივები და მოთხოვნა და მიიჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი ნ-------- დ-------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოტივაცია ნ. დ-------------ს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზი სრულად გამორიცხავს საჩივრის მოსაზრებების საფუძვლიანობას. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ხულიგნობისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი, მისი დამატებითი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა, მისი ჯანმრთელობა და საკუთრების უფლება. საზოგადოებრივი წესრიგი არის იმ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ სიმშვიდესა და ცხოვრების ნორმალურ რიტმს. ეს კი გამოხატულებას პოულობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოქალაქეთა ღირსეულ ქცევაში, საწარმო, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ნორმალურ, დროულ მუშაობაში, პიროვნების ხელშეუხებლობაში. მოქმედმა კანონმდებლობამ შეზღუდა ხულიგნობის ცნება და მისი შემადგენლობის სავალდებულო ნიშნად შეიტანა ძალადობა და ძალადობის მუქარა. ობიექტური მხრივ, ხულიგნობა არის ქმედება, რომელსაც ახასიათებს შემდეგი ნიშნები: პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი (შედეგი); ეს ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას; ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ამ ნიშნებიდან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს ხულიგნობის შემადგენლობას. სუბიექტური მხრივ, ხულიგნობის მოტივსა და მიზანს წარმოადგენს პირის მისწრაფება, დაუპირისპირდეს საზოგადოებას, დაუმტკიცოს მას აგრესიული ქმედების ჩადენით, რომ არაფრად თვლის გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს, რაც მისი აზრით, მის უპირატესობას ადასტურებს საზოგადოების სხვა წევრების მიმართ. თუ პირის მოტივი და მიზანი არ მოიცავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ ქმედებას შედეგად რომც მოჰყვეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა, ხულიგნობად მაინც არ ჩაითვლება.

 

სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო მოწმეების - ნ. შ--–---------ს, ნ. ბ------–----ს, ს. ბ------–----ს და მ. ჭ--–---ს ჩვენებებზე, რომელთა თანახმად, დგინდება შემდეგი გარემოებები: ისინი ზემოაღნიშნული ფაქტის დროს სახლიდან არ გასულან ქუჩაში და პირადად არ დაუნახავთ, თუ ვინ იგინებოდა, ასევე ისინი ვერ არჩევდნენ სიტყვებს, მხოლოდ ნ. დ-------------ს ხმა ესმოდათ; მათ პირადად არ შეუმჩნევიათ ნ. დ-------------სათვის იარაღი და არ დაუნახავთ, რომ მან იარაღიდან ისროლა. მათი ჩვენებებით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ მათ გაიგეს გასროლების ხმა, გარეთ მეზობლები არ გამოსულან, მათ არავინ დაუნახავთ; მოწმეების - რ----- კ------–---–-სა და ლ----------–---–-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ მათ მეზობლად ცხოვრობს მამა გ------- (გ---- ჭ--–---–-); ასევე, იქვე მეზობლად ცხოვრობს ნ------- შ--–--------- და მათგან ცოტა მოშორებით, ტყის მხარეს - ჯ------ მ------–---–-. შემთხვევის დღეს გაიგეს რაღაც ხმაური, მანქანის წასვლა და მოსვლა მათ ჭიშკართან, ხმამაღალი საუბარი, თუმცა მისი შინაარსი ვერ გაარჩიეს. რ. კ------–---–-ს ჩვენებით დასტურდება ასევე, რომ ის გავიდა ქუჩაში და დაინახა, რომ მამა გ-------ს ეზოდან გამოდიოდა ნ-------- დ-------------, რომელმაც უთხრა, რომ კამათი მოუვიდა, თუმცა არ უთქვამს - ვისთან. მოიკითხეს ერთმანეთი და შემდეგ მივიდა პოლიციის ავტომანქანა; მოწმეების - რ----- კ------–---–-სა და ლ----------–---–-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ ნ--------ი მარტო იყო, მათ იქ მამა გ------- არ დაუნახავთ; რ კ------–---–ს ნ--------ის ხელში რაიმე არ დაუნახავს; პოლიციის თანამშრომლებთან საუბრის შემდეგ ნ. დ------------- ჩაჯდა ავტომანქანაში და წავიდა ხ------- შ--–---------ს სახლის მხარეს.

 

მოწმეების - ო. კ---------სა და ჯ. მ------–---–-ს ჩვენებების თანახმად, 2015 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 23 საათზე, ისინი სახლში იმყოფებოდნენ, როდესაც გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა 5-6 წამის განმავლობაში, მაგრამ ვერ გაარჩიეს ეს იყო იარაღიდან გასროლების ხმა, თუ ე.წ. „ბომბაჩკების“ ხმები, ვინაიდან ძნელი გასარკვევი იყო, თანაც წინასაახალწლო დღეები იდგა. ისინი გარეთ არ გამოსულან; მათ ასევე ესმოდათ მამაკაცების ხმამაღალი საუბარი, რომელიც მოდიოდა მამა გ-------ს სახლის მხრიდან, მაგრამ ვინ საუბრობდა და რას, ვერ გაარჩიეს.

 

სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით არ დაკითხულა მამა გ------- (გ---- ჭ--–---–-) და მისი დედა ა--- ლ-----------, რომელთა მიმართაც, ბრალდების მხარის მოსაზრებით, ნ. დ-------------მ გარკვეული ქმედებები ჩაიდინა. პალატამ ასევე ყურადღება მიაპყრო თვით ნ. დ-------------ს ჩვენებას, რომლის თანახმად დასტურდება, რომ ის მისი ყოფილი მეუღლის - ხ------- შ--–---------ს სახლში ყოფნის დროს განაწყენდა იმაზე, რომ ბავშვები მას სახლში არ გაჰყვნენ, ვინაიდან ეშინოდათ დედის, შემდეგ გაიარა მამა გ-------სთან, რომელმაც ყველაფერი იცოდა მისი ოჯახის შესახებ და მას ესაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით მისი სახლის ეზოში და როგორც მას სჩვევია, ამ დროს ხმამაღლა საუბრობდა. იქიდან წასვლის შემდეგ მას მამა გ-------ს ჭიშკართან შეხვდა რ----- კ------–---–-. მათ მოიკითხეს ერთმანეთი. შემდეგ ისევ გაიარა ყოფილი მეუღლის სახლში, შევიდა მხოლოდ ეზოში და მისმა შვილმა გ. დ-------------მ გამოუტანა ქუდი. ამ დროს სახლიდან გამოვიდა მისი მეუღლე ხ------- შ--–---------, რომელმაც უხეშად მიმართა. იგი განაწყენდა, შეაგინა მას და წავიდა მათი სახლიდან. რაც შეეხება საქმეში არსებულ 2016 წლის 6 იანვრის დათვალიერების ოქმსა და მოწმის სახით დაკითხულ ქ. უ------ს ჩვენებას, რომლის თანახმად, მან დაათვალიერა და ამოიღო ხ. შ--–---------ს მიერ ქუთაისის რაიონულ პროკურატურაში წარდგენილი 11 მასრა, ასევე, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დგინდება მხოლოდ ის, რომ ხ------- შ--–---------ს მიერ წარდგენილი 11 მასრა გასროლილია გამოსაკვლევად წარდგენილი, ნ-------- დ-------------სათვის განკუთვნილი, სამსახურებრივი საშტატო - „HS-9“ მოდელის N------ პისტოლეტით, ამ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, კერძოდ: მითითებული გარემოებები არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს ნ-------- დ-------------მ მასზე სამსახურებრივად განკუთვნილი საშტატო იარაღიდან გაისროლა. სასამართლო სხდომაზე მოწმე ხ------- შ--–---------მ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის - ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 26 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოცხრილით, ასევე მოწმე (ექსპერტი) გ. ჯ---------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წლის 26 დეკემბერს ხელოვნური განათების პირობებში დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ნივთი არ ამოუღიათ. ექსპერტმა გადაიღო ფოტოები. გამომძიებელ ო. ბ------–---–-ს ჩვენების თანახმად, შემთხვევის ადგილის პერიმეტრი განისაზღვრა ხ------- შ--–---------ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. მოწმე გ------- დ-------------მ ასევე ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებების მიხედვით, არცერთი მათგანი არ არის თვითმხილველი და მათი ჩვენებებით არ დასტურდება ნ-------- დ-------------ს მხრიდან ვინმეს მიმართ რაიმე სახის ფიზიკური ძალადობის ან ძალადობის მუქარის ფაქტი, რაც ხულიგნობის შემადგენლობისათვის სავალდებულო ნიშანია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიიჩნია ნ-------- დ-------------ს ხულიგნობის ნაწილში ბრალეულობის დამადასტურებელ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებებად.

 

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაცია და მოთხოვნა ნ-------- დ-------------ს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის მოსაზრებები არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკლვეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას განზრახ მკვლელობისათვის. განზრახ მკვლელობა ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ და განზრახ მოუსპობს სიცოცხლეს, აუცილებელია ბრალდებულის მხრიდან მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის დადგენა ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში. განზრახ მკვლელობის სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, რომელიც ჩადენილია მოქმედებით ან უმოქმედობით და ამავე დროს უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით - პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვის ფორმით; ასევე, ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. განზრახ მკვლელობის სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული ბოლომდე არ იქნება მიყვანილი, იკვეთება ამ დანაშაულის მცდელობა. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოების ერთობლიობა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ჯანმრთელობის დაზიანებათა რაოდენობა, ასევე - დანაშაულის ჩადენამდე და მისი ჩადენის შემდეგ დამნაშავისა და დაზარალებულის ქცევა, მათი ურთიერთობა.

 

სააპელაციო პალატამ აღნიშნა შემდეგი: თვითონ მსჯავრდებული ნ. დ------------- ჩვენებაში ადასტურებს და არ უარყოფს დანაშაულის მოტივს - ეჭვიანობას, ქმედების დროს, ადგილს, დანაშაულის იარაღს, რომ მან თავისი სამსახურებრივი იარაღიდან გაისროლა როგორც სახლის მიმართულებით, ასევე მოგვიანებით, როცა მ------ ს---–--- დაინახა, ისროლა ჰაერში. ნ-------- დ------------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი არ იზიარებენ პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას განზრახვასთან დაკავშირებით და უთითებენ, რომ მსჯავრდებულს მ------ ს---–---ს მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და მხოლოდ მისი შეშინება უნდოდა.

 

სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებითაც უტყუარად დასტურდება, რომ ნ-------- დ-------------მ თავისი სამსახურებრივი საშტატო „HS9“ მოდელის №------- ცეცხლსასროლი იარაღით დაახლოებით 10-ჯერ გაისროლა მ. ს---–---ს საძინებლის, ხოლო 5-ჯერ - შესასვლელის მიმართულებით. დაზარალებულების - მ. ს---–---სა და ა. ბ-----------ს ჩვენებებით დადგენილია, თუ როგორ განვითარდა მოვლენები 2016 წლის 5 მაისს, საღამოს, კერძოდ: მ. ს---–---მ განაცხადა, რომ 5 საათისათვის დაბრუნდა სახლში. იქ შესვლის დროს დაინახა, რომ ნ-------- დ------------- იდგა აივანზე. ასევე განმარტა, რომ მათი სახლები ერთმანეთის პირისპირ დგას და მათ შორის არის ძალიან მცირე მანძილი, ადამიანი დაინახავს ყველაფერს. ნ-------- დ------------- მისკენ იყურებოდა და მათ შეხედეს ერთმანეთს. მ. ს---–---მ დაახლოებით 15-20 წუთში დატოვა სახლი. ამ მომენტში მას ნ-------- დ------------- არ დაუნახავს. არც მის ეზოში და არც ქუჩაში არავინ იდგა. ასევე არ იდგა ნ--------ის მანქანა. აღნიშნული დაადასტურა დაზარალებულმა ა. ბ-----------მაც. მისი ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოილუსტრაციით ირკვევა, რომ სახლის წინა მხარეს მდებარეობს ორი საძინებელი, მათგან ერთ-ერთს იყენებს მ------ ს---–---. სწორედ მ------ ს---–---ს საძინებლისა და შესასვლელის მიმართულებით გაისროლა ნ-------- დ-------------მ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (თვით ნ. დ-------------ს ჩვენებით) დადგენილია, რომ ნ-------- დ------------- დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე. მსჯავრდებულმა განმარტა, რომ სამჯერ გაისროლა ჰაერში მ------ ს---–---ს შესაშინებლად, რასაც სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა, ვინაიდან დაზარალებულებმა მიუთითეს, რომ ნ-------- დ------------- იარაღს უმიზნებდა მ------ ს---–---ს და დამიზნებით ესროლა სამივეჯერ, კერძოდ: მ. ს---–---მ განაცხადა, რომ მან იგრძნო, თუ როგორ ჩაუარა ორმა ტყვიამ გვერდით. ცეცხლსასროლი იარაღის დამიზნების ფაქტს ადასტურებს ასევე მოწმე თ. დ-–--, რომელმაც განაცახადა, რომ მართალია, გასროლის მომენტი არ დაუნახავს, თუმცა იმწამსვე მიიხედა და დაინახა იარაღშემართული ნ-------- დ-------------, რომელიც უმიზნებდა მ. ს---–---ს. დაზარალებულებისა და ადგილზე მყოფი პოლიციელების ჩვენებებით დასტურდება, რომ გასროლების დროსაც და შემდეგაც მსჯავრდებული იყო ძალიან აღელვებული, ილანძღებოდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მ------ ს---–---ს. დაზარალებულ მ. ს---–---ს ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ ავტომანქანიდან გადმოსვლისთანავე ნ. დ------------- მისკენ წავიდა სირბილით, თან დაუძახა - „შენ კიდე ცოცხალი ხარო, მოდი აქო“, - ამოიღო იარაღი, გადატენა და ისროლა მისი მიმართულებით. პოლიციელების - პ. გ-------–---–-ს, გ. ნ-------ს, მ. ნ-----–---სა და გ. კ--------ს ჩვენებებით დასტურდება, რომ ისინი ნ-------- დ-------------ს დანახვისთანავე გადმოვიდნენ მანქანიდან. მათ რამდენიმე წამი დასჭირდათ ნ. დ-------------სთან მისასვლელად და შესაბოჭად. მათი ჩვენებებით დგინდება, რომ ნ-------- დ-------------ს მ. ს---–---სთან მიახლოების დროს გასროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ვინაიდან მისი ქმედება აღკვეთეს პოლიციის თანამშრომლებმა.

 

ამდენად, განხილული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატამ მიუთითა: არ არსებობს არანაირი საფუძველი ვარაუდისა, რომ ნ-------- დ-------------მ სამივეჯერ ჰაერში გაისროლა მ. ს---–---ს შეშინების მიზნით. ამასთან, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის ქცევა, მსჯავრდებულის მიერ გამოყენებული საშუალება - ცეცხლსასროლი იარაღი და დანაშაულის ჩადენის დროს ნ-------- დ-------------ს ქმედებები, მოვლენათა განვითარების საერთო დინამიკა სასამართლოს არწმუნებს, რომ ნ. დ-------------მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ანუ საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

 

სააპელაციო პალატამ ასევე დადასტურებულად მიიჩნია ნ-------- დ-------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლითა და სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხული ბრალდებები, რაც სადავოდ არ გაუხდია არც დაცვის მხარეს.

 

მსჯავრდებულ ნ-------- დ-------------ს სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, და, შესაბამისად, პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა სასჯელების დამძიმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ნ-------- დ-------------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ------- დ---–-–---–მა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორმა დათო ცირეკიძემ.

 

დაცვის მხარე საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ნ-------- დ-------------ს უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ნ-------- დ-------------ს ბრალეულობა განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენაში.

 

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვს ნ-------- დ-------------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას, ასევე - საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 19,108-ე მუხლით უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდებას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

8. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ ნ-------- დ-------------სათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს (დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლითა და სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხულ ბრალდებებს) და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. საქმე №293აპ-14 ), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

 

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ასევე უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა როგორც მსჯავრდებულ ნ-------- დ-------------ს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ისე - მისთვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების ნაწილში და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებები სწორად დააკვალიფიცირა, ხოლო სასჯელის შეფარდებისას სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები და ისე შეუფარდა სამართლიანი სასჯელი, რის შესაბამისადაც, არ არსებობს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ნ-------- დ-------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- დ---–-–---–-სა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ დათო ცირეკიძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე