განჩინება

სისხლის სამართლის 21.02.2019
საქმის ნომერი
120100117002113460
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100117002113460

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №528აპ-18 ქ. თბილისი

ქ-------- ს------, 528აპ-18 25 თებერვალი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ს------ ქ--------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით ს------ ქ--------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ს------ ქ--------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად შეფარდებულ სასჯელს დაემატა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - დამატებითი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით და საბოლოოდ ს------ ქ--------ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად - საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით.

 

მსჯავრდებულ ს------ ქ--------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 23 ივლისიდან.

 

არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლების თანახმად, კონტროლი დაევალა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

2. აღნიშნული განაჩენით ს------ ქ--------ს მსჯავრი დაედო ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; აგრეთვე - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობაში მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

 

ს------ ქ--------ს დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

· 2017 წლის 31 მაისს ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენით ს------ ქ--------ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მიუხედავად ამისა, 2017 წლის 22 ივნისს ქ------------–--------------------–-------------------- მიმდებარედ, ს------ ქ--------მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ-----–-- გ------–---ს კერძოდ: ხელი მოუჭირა მკლავებზე და ხელის კვრით მიაჯახა დახურულ კარს, ამასთან, ხელი ჩაარტყა თავისა და სხეულის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

· 2017 წლის 23 ივლისს ქ------------–-------------------ე, იმყოფებოდნენ შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები - გ-------–- კ-----------, გ------- მ-----–---–- და თ---------- გ--–-–---–-, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მუშაკისათვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ ს------ ქ--------ს, რომელმაც პოლიციის თანამშრომლებს ძალადობით გაუწია წინააღმდეგობა, რათა შეეწყვიტათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება და არ დაეკავებინათ იგი. ამ დროს ს------ ქ--------მ პოლიციის მუშაკს - გ-------– კ-----------ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში, რის შედეგადაც გ-------– კ-----------მ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს------ ქ--------მ და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს------ ქ--------მ. კასატორი საჩივრით ითხოვს შერაცხულ ბრალდებებში გამართლებას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

8. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ ს------ ქ--------ს მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მისი ბრალეულობა ბრალად შერაცხულ ქმედებებში. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად შეაფასა და გადაწყვეტილებაში ნათლად მიუთითა, იმ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ს------ ქ--------ს ბრალეულობა.

 

9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ს------ ქ--------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე