განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100117002373888
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №532აპ-18 ქ. თბილისი
მ------- ო---–- რ-----, 532აპ-18 25 თებერვალი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გ------- შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ----- მ------- ო---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------ ჩ-------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენით რ----- მ------- ო---–-, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით მსჯავრდებულ რ----- მ------- ო---–-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. რ----- მ------- ო---–-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 ივლისიდან.
რ----- მ------- ო---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.
2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----- მ------- ო---–-მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ბ---------------–---- მატარებლით მგზავრობის დროს, კ----ს რაიონის სოფელ ხ-----------ს მონაკვეთზე რ----- მ------- ო---–-მ შელაპარაკების ნიადაგზე ვ--–----- კ-–---–---ს მუცლის არეში დანით განზრახ მიაყენა ერთი შემავალი, ნაკვეთი ჭრილობა, რის შედეგადაც ვ--–----- კ-–---–---მა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
3. აპელანტის მოთხოვნა:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა რ----- მ------- ო---–-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ------- ბ----–---–მა. დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულ რ----- მ------- ო---–-სათვის შეფარდებული სასჯელის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შემსუბუქება.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ----- მ------- ო---–-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ------ ჩ-------მ. კასატორი საჩივრით ითხოვს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს მსჯავრდებულ რ----- მ------- ო---–-სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული არის ნასამართლევი, დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის დროს და გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი, მისთვის განსაზღვრული სასჯელი არის სამართლიანი, და, შესაბამისად, არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.
9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ----- მ------- ო---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------ ჩ-------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე