განაჩენი

სისხლის სამართლის 13.12.2018
საქმის ნომერი
330100117002217073
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002217073

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№355აპ-18 13 დეკემბერი, 2018 წელი

გ---–---–ი რ-----, 355აპ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მინდია დავითაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ---- გ---–---–ს, --------------–-------–--–---- ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფაში და დამცირებაში, რამაც ამ უკანასკნელის ტანჯვა გამოიწვია, კერძოდ:

 

2013 წელს რ---- გ---–---–ი რ------ის ფედერაციიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც ცხოვრობდა დედასთან - მ---- დ-----–---–თან ერთად, ქ. თ---–--–ი, გ---------ის ქუჩა, კორპუსი N-, ბინა N1--–-. თანაცხოვრების პერიოდში, დაახლოებით 2017 წლის მარტიდან - 2017 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც რ---- გ---–---–მა დაიწყო ალკოჰოლური სასმლის ხშირად მიღება, დედის მიმართ გახდა აგრესიული. სხვადასხვა მიზეზით, ხშირ შემთხვევაში კი საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე, დედაზე - მ---- დ-----–---–ზე ძალადობდა - სისტემატურად სცემდა მას, კერძოდ, ხელებისა და ფეხების გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილას დარტყმებით აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რა დროსაც დაზარალებული იღებდა სხვადასხვა სახის დაზიანებას, ჩალურჯებებისა და სისხლნაჟღენთების სახით. რ---- გ---–---–ი მ---- დ-----–---–ს მუდმივად ამყოფებდა სტრესისა და შიშის მდგომარეობაში, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქიკურ ტანჯვას.

 

თანაცხოვრების პერიოდში, დაახლოებით 2017 წლის მარტიდან - 2017 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით, სხვადასხვა მიზეზით, ხშირ შემთხვევაში კი საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე, დედას - მ---- დ-----–---–ს ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ერთად სისტემატურად ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, უწმაწური სიტყვებით აგინებდა და ლანძღავდა მას, რითაც დაზარალებული მუდმივად იმყოფებოდა სტრესისა და შიშის მდგომარეობაში და განიცდიდა ტანჯვას.

 

2017 წლის 4 ოქტომბერს, საღამოს საათებში, რ---- გ---–---–ი დედასთან - მ---- დ-----–---–თან ერთად იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე, იძალადა დედაზე, კერძოდ, ხელებისა და ფეხების სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავალჯერადი დარტყმებით მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის ზედა ყბის ძვლისა და მარჯვენა იდაყვის ძვლის მოტეხილობები, რითაც დაზარალებულ მ---- დ-----–---–ს მიადგა ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განაჩენით რ---- გ---–---–ს წარდგენილი ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, როგორც ზედმეტად წარდგენილი, ამოერიცხა.

 

რ---- გ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რ---- გ---–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.

 

რ---- გ---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 4 ოქტომბრიდან.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ---- გ---–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთლობის ხანგრძლივ მოშლასთან და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორი – პროკურორი მინდია დავითაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას და რ---- გ---–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,126 მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მსჯავრდებულ რ---- გ---–---–ის აღიარებითი ჩვენება, დაზარალებულ მ---- დ-----–---–ისა და მოწმეების: ვ----– ჭ--------–ის,თ----- ნ------–---–ის,ლ--–- ზ-----–---–ის, ნ--- ღ--------ის, ბ---- წ--–----ის,მ------- ტ----–---–ის დაკითხვის ოქმები, მ---- დ-----–---–ის სხეულის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულ რ---- გ---–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა (უდავო მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ რ---- გ---–---–მა ნამდვილად ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთლობის ხანგრძლივ მოშლასთან; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ამ უკანასკნელის ტანჯვა გამოიწვია.

 

3. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს სასამართლოს მიერ დადგენილი კვალიფიკაციის ნაწილში და აღნიშნავს, რომ რ---- გ---–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემისა და შეურაცხყოფის შემთხვევები, გამოკვეთილია დანაშაულთა ერთობლიობა და, შესაბამისად, სისტემატური შეურაცხყოფის ნაწილში ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო სისტემატური ცემის ნაწილში - საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით (სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა), რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4. ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2012 წლის 12 ივნისის საქართველოს კანონის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა მე-111 მუხლი (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის) და 1261-ე მუხლი (ოჯახში ძალადობა). კანონის პროექტზე თანდართულ განმარტებითი ბარათის მიხედვით კანონპროექტის მიზანი ეხმიანება ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზანს - დაამკვიდროს ნულოვანი ტოლერანტობა ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. აღნიშნული სულისკვეთებიდან გამომდინარე, ოჯახური დანაშაულის ცალკე ნორმებად არსებობის მიზანიც ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად კვალიფიკაცია და ადეკვატური სანქციის დანიშვნაა.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება. ამ შემთხვევაში ტერმინი ,,სისტემატურობა“ მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობის (შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება) მახასიათებელია და კანონი არ უნდა იქნეს იმგვარად განმარტებული, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ძალადობა მოიცავს როგორც ერთჯერადად განხორციელებულ ძალადობას, ისე სისტემატურ ძალადობასაც.

 

6. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331-ე, 1332-ე, 137-141-ე, 143-ე, 144-1443-ე, 149-1511-ე, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-2551-ე, 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამდენად, ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება არა მხოლოდ სსკ-ის 1261 მუხლით, არამედ მე-111 მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, მე-111 მუხლზე მითითებით. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ ეთანხმება სასამართლობის მსჯელობას, რომლის თანახმად, რ---- გ---–---–ს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, როგორც ზედმეტად წარდგენილი, ამოერიცხა ბრალდებიდან, ვინაიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ რ---- გ---–---–ი 2017 წლის მარტიდან - 2017 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში სისტემატურად სცემდა დედას (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგებლობა) და მისი ქმედება ამ ნაწილში უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით.

 

7. საკითხის შეფასებისას საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თავისი ხასიათისა და საშიშროების (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან განხვავებით, სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება დასჯადია იმ შემთხვევაშიც, თუ სისტემატურმა ცემამ ან ძალადობამ გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება) გათვალისწინებით, უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს, ვიდრე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც დამატებითი არგუმენტია იმისა, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ძალადობა არ მოიცავს სისტემატურ ძალადობასაც.

 

8. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და რ---- გ---–---–ის ქმედება სისტემატური ცემის ნაწილში უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, რაც შეეხება სასჯელს, პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნებს, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და მიაჩნია, რომ რ---- გ---–---–ს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მინდია დავითაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

3. რ----- გ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და რ----- გ---–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.

 

5. მსჯავრდებულ რ----- გ---–---–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების

დღიდან - 2017 წლის 4 ოქტომბრიდან.

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

პ. სილაგაძე