განჩინება

სისხლის სამართლის 06.03.2019
საქმის ნომერი
150100118002372317
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002372317

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№469აპ-18 ქ. თბილისი

მ--–-------ი ა-----, 469აპ-18 6 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის განაჩენით ა----- მ--–-------ი, –-------------–-------–-–------------------- ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა----- მ--–-------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

 

ა----- მ--–-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 9 თებერვლიდან იმავე წლის 12 თებერვლის ჩათვლით;

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა----- მ--–-------ი, რომელიც 2017 წლის 29 დეკემბერიდან 2018 წლის 8 თებერვლამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს------- ბ--–-------თან, ქორწინების პერიოდში ა---–---–--ის რაიონის სოფელ ბ--–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში სისტემატურად სცემდა თავის მეუღლეს. მათ შორის 2018 წლის 1 თებერვალს ა----- მ--–-------მა თავიანთ საცხოვრებელ სახლში, სხეულის სხვადასხვა ადგილზე ხელისა და ფეხის რამდენჯერმე დარტყმით სცემა მის მეუღლეს - ს------- ბ--–-------ს. ასევე, 2018 წლის 6 თებერვალს ა----- მ--–-------მა თავიანთ საცხოვრებელ სახლში სხეულის სხვადასხვა ადგილზე ხელისა და ფეხის რამდენჯერმე დარტყმით კვლავ სცემა მეუღლეს - ს------- ბ--–-------ს. ა----- მ--–-------ის ზემოაღნიშნული სისტემატური ძალადობრივი ქმედებებით ს------- ბ--–-------მა მიიღო სხეულის დაზიანებები და განიცადა ფსიქიკური ტანჯვა, რის გამოც იძულებული გახდა, დაეტოვებინა მეუღლის საცხოვრებელი სახლი.

 

ა----- მ--–-------ი, რომელიც 2017 წლის 29 დეკემბერიდან 2018 წლის 8 თებერვლამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს------- ბ--–-------თან, ქორწინების პერიოდში, ცემასთან ერთად, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ს------- ბ--–-------ს, რის შედეგადაც მან განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განაჩენის შეცვლას სასჯელის ნაწილში და ა----- მ--–-------ისათვის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, მისი პირობითად ჩათვლის გარეშე.

 

6. პროკურორის მითითებით, მსჯავრდებული მეუღლეს „აღიქვამს ნივთად,“ რომელსაც, როგორც უნდა, ისე მოექცევა. ის ფაქტი, რომ მოძალადე აღიარებს დანაშაულს და არ არის ნასამართლევი, უპირობოდ არ უნდა გახდეს სასჯელის პირობითად ჩათვლის საფუძველი. კასატორის მითითებით, დაზარალებულს ეშინია, რომ ა. მ--–-------ი კვლავ იძალადებს მასზე. ამდენად, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არის რეალური.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას) და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ა----- მ--–-------ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

 

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე