განჩინება

სისხლის სამართლის 11.03.2019
საქმის ნომერი
330100118002252998
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002252998

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№491აპ-18 ქ. თბილისი

ბ-–-----ე ლ----, 491აპ-18 11 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ----- ხ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ------- ხ----–--–--ას, მსჯავრდებულ ლ---- ბ-–-----ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ------ გ------ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განაჩენით ლ---- ბ-–-----ე, - დ----------–-------–--–ს, -ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 ლარი. მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.

 

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ლ---- ბ-–-----ეს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი (გარდა ჯარიმისა) და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, ჯარიმა - 2000 ლარი და საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება ჩამოერთვა 1 წლითა და 6 თვით.

 

ლ---- ბ-–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 20 ნოემბრიდან.

 

დ----- ხ-------ე, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და ჯარიმა - 2000 ლარი. მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.

 

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე დ----- ხ-------ეს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი (გარდა ჯარიმისა) და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, ჯარიმა - 2000 ლარი და 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.

 

დ----- ხ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 20 ნოემბრიდან.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---- ბ-–-----ემ და დ----- ხ-------ემ ჩაიდინეს პირთა დამცირება და იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახველ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად და დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

დ----- ხ-------ე 2009 წლის 18 თებერვლიდან N----– ბრძანებით დაინიშნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N- საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად, 2010 წლის 10 თებერვლის N-----– ბრძანებით - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N- საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად, 2010 წლის 1 ნოემბრის N-13 პ/შ ბრძანებით - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N- საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროს ინსპექტორად, ხოლო 2012 წლის 17 აგვისტოს N------– ბრძანებით - ამავე საპყრობილის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროს ინსპექტორად. ამრიგად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დ----- ხ-------ე წარმოადგენდა მოხელეს.

 

ლ---- ბ-–-----ე 2009 წლის 1 აპრილს N-----– ბრძანებით დაინიშნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N- საპყრობილის რეჟიმის განყოფილების კონტროლიორის მოვალეობის შემსრულებლად, 2010 წლის 10 თებერვლის N-----– ბრძანებით - ამავე დაწესებულების რეჟიმის განყოფილების უფროსი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო 2010 წლის 1 ნოემბრის N------– ბრძანებით - ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროს ინსპექტორად და მითითებულ თანამდებობაზე მუშაობდა სამსახურიდან დათხოვნამდე - 2012 წლის 21 სექტემბრამდე. ამრიგად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლ---- ბ-–-----ე წარმოადგენდა მოხელეს.

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N- დაწესებულებაში დამკვიდრებული უკანონო მოთხოვნებით, პატიმრებისათვის საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, პატიმრობის კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების სრული იგნორირებით, ამავე დაწე-----ლების რეჟიმის განყოფილების უფროსსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N- დაწესებულების ოფიცრებს, მათ შორის - ლ---- ბ-–-----ესა და დ----- ხ-------ეს, შემუშავებული ჰქონდათ პატიმრებთან მოპყრობის თავიანთი წესები. ისინი სისტემატურად ძალადობდნენ პატიმრებზე ფიზიკურად და ფსიქიკურად, მათ უკანონოდ ეზღუდებოდათ გასეირნების, ჰიგიენის დაცვის, ექიმის მომსახურების, დასვენების, ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით (რადიოთი) სარგებლობისა და სხვა უფლებები. აღნიშნული ხორციელდებოდა ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მეთოდებით, რათა მსხვერპლში წარმოეშვათ შიშის, ტკივილისა და არასრულფასოვნების განცდა, საბოლოოდ კი - უსიტყვო მორჩილება.

 

2010-2012 წლებში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ო-–-- ფ-–-–--, ამავე განყოფილების თანამშრომლებთან - დ----- ხ-------ესთან, ლ---- ბ-–-----ესთან, ნ-------- (ზ----) მ-------სთან, მ--–---- ღ-----–---–თან, ზ---- ხ-----–---–თან, ვ------- გ-----–---სთან, დ----- ჩ---–---სთან, დ----- ნ-------სა და სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N- დაწესებულებაში შექმნილი უკანონო სისტემის თანახმად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით აყენებდნენ პატიმრებს დამამცირებელ, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახველ მდგომარეობაში. კერძოდ, დაწესებულების დაუწერელ წესს წარმოადგენდა ე.წ. „კარანტინის დაშლა“, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ო-–-- ფ-–-–--, დ----- ხ-------ე, ლ---- ბ-–-----ე, მ--–---- ღ-----–---–ი, ნ-------- (ზ----) მ-------, დ----- ჩ---–---, დ----- ნ-------, ვ------- გ-----–---, ზ---- ხ-----–---–ი და სხვა გამოძიებით დაუდგენელი პირები. „კარანტინის დაშლისას“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N- დაწესებულების თანამშრომლების მიერ შექმნილ დერეფანში გაჰყავდათ პატიმრები და სცემდნენ მათ ხელ-ფეხითა და ხელკეტებით, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც ანაწილებდნენ საკნებში.

 

2010-2012 წლებში ო-–-- ფ-–-–--მ მ--–---- ღ-----–---–თან, ნ-------- (ზ----) მ-------სთან, დ----- ჩ---–---სთან, ვ------- გ-----–---სთან, დ----- ნ-------სთან, ლ---- ბ-–-----ესთან, დ----- ხ-------ესა და სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, სხვადასხვა დროს, ე.წ. „კარანტინის დაშლისას“, ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით სცემა: ა---- ო-----ას, რ--------- კ---–---–ს, მ--–---- გ--------ეს, ო----- ჟ------ს, ი----- ხ------------ს, გ------- ქ------–-–---–ს, კ------------- ქ-------ას, ა-----– ა-----ეს, ა-–---------- ბ-----ეს, გ------- მ-----–--ეს, ლ-–- ვ-–--ეს, დ----- ჭ--–--ეს, დ-------- ბ-----–---–ს, ზ---- გ----------–---–ს, კ--- მ--–--------ს, ბ------ ბ---–----ეს, რ----- ხ--–-–---–ს, კ------------- ლ-------ეს, ნ------- კ-----ეს, ლ---- გ-----–---–ს, ბ------ წ--–-----ას, ო----- შ-–-------ეს, ა-–---------- ნ--------სა და სხვა პატიმრებს.

 

2011-2012 წლებში დ----- ხ-------ე, ლ---- ბ-–-----ე, ო-–-- ფ-–-–--, მ--–---- ღ-----–---–ი, ნ-------- (ზ----) მ-------, ზ---- ხ-----–---–ი, ვ------- გ-----–---, დ----- ჩ---–---, დ----- ნ------- და სხვები სისტემატურად სცემდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების დაწე-----ლების N- სარეჟიმო კორპუსის N--- საკნის პატიმრებს: რ--------- კ---–---–ს, ო----- ჟ------ს, ვ----– ხ--–-–---–ს, ლ---- კ-----–---–ს, მ--–---- გ--------ეს და სხვებს. 2012 წლის აგვისტოში დ----- ხ-------ემ, ლ---- ბ-–-----ემ, ო-–-- ფ-–-–--მ, ვ------- გ-----–---მ, ნ-------- (ზ----) მ-------მ, მ--–---- ღ-----–---–მა, დ----- ნ-------მ და სხვა დაუდგენელმა პირებმა გამოგონილი მიზეზით - თითქოს საკნიდან გამოდიოდა ხმაური - ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით სცემეს: რ--------- კ---–---–ს, ო----- ჟ------ს, ვ----– ხ--–-–---–ს, ლ---- კ-----–---–სა და მ--–---- გ--------ეს, ხოლო შემდეგ აბანოში ცემისგან გონებადაკარგულ ლ---- კ-----–---–ს ო-–-- ფ-–-–--მ სახეზე დააფერფლა სიგარეტის ნამწვი.

 

2011-2012 წლებში ო-–-- ფ-–-–--, მ--–---- ღ-----–---–ი, ვ------- გ-----–---, დ----- ხ-------ე და გამოძიებით დაუდგენელი პირები სისტემატურად სცემდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების N- დაწესებულების N- სარეჟიმო კორპუსის N--- საკნის პატიმრებს: ბ---- წ---–-----ს, რ----- ა-----–---–ს, რ---- მ---------ეს, ბ------ ვ----ეს, კ------------- ქ-------ას, გ------- გ------ას. 2011 წლის 7 ივლისს გამოგონილი მიზეზით - თითქოს პატიმრები ხმაურობდნენ - ო-–-- ფ-–-–--მ, მ--–---- ღ-----–---–მა, დ----- ხ-------ემ და გამოძიებით დაუდგენელი პირებმა სცემეს და აფურთხეს ბ---- წ---–-----ს, რ----- ა-----–---–ს, რ---- მ---------ეს, ბ------ ვ----ეს, კ------------- ქ-------ას, გ------- გ------ას.

2012 წელს ო-–-- ფ-–-–--, მ--–---- ღ-----–---–ი, ნ-------- (ზ----) მ-------, დ----- ხ-------ე, ლ---- ბ-–-----ე და გამოძიებით დაუდგენელი პირები სისტემატურად სცემდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების №- დაწესებულების №- სარეჟიმო კორპუსის №-- საკნის პატიმრებს: მ-----– ხ--–-–---–ს, ი----- ხ------------ს, გ------- ქ------–-–---–ს, მ----- დ---–-–---–სა და ა-----– ა-----ეს. 2012 წლის აგვისტოში გამოგონილი მიზეზით - თითქოს საკნიდან გამოდიოდა ხმაური - ლ---- ბ-–-----ემ, დ----- ხ-------ემ, ო-–-- ფ-–-–--მ, ნ-------- (ზ----) მ-------მ, მ--–---- ღ-----–---–მა ხელებითა და ფეხებით სცემეს №-- საკანში მყოფ პატიმრებს: მ-----– ხ--–-–---–ს, ი----- ხ------------ს, გ------- ქ------–-–---–ს, მ----- დ---–-–---–ს, ა-----– ა-----ეს. გარდა ამისა, ლ---- ბ-–-----ემ და დ----- ხ-------ემ თანასაკნელების თვალწინ სცემეს პატიმარ მ----- დ---–-–---–ს მხოლოდ იმიტომ, რომ მან კბილის ტკივილის გამო მოითხოვა ექიმთან მიყვანა.

 

2012 წლის მარტის დასაწყისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N- დაწესებულების თანამშრომლებმა - ლ---- ბ-–-----ემ და დ----- ხ-------ემ, სხვა ოფიცრებთან ერთად, ამავე დაწე-----ლების N2 სარეჟიმო კორპუსის N28 საკანში მყოფ ნ------- კ-----ეს მისსავე საკანში, თანასაკნელების თვალწინ, ხელებითა და ფეხებით რამდენიმე წუთის განმავლობაში სასტიკად სცემეს მხოლოდ იმის გამო, რომ ხმამაღლა ლოცულობდა. აღნიშნულის შემდეგ კი სცემეს ნ------- კ-----ის თანასაკნელებს - გ------- გ---------–---–ს, ვ-–-------- კ-------სა და მ-----– ქ--------–ს.

 

2012 წლის ივნისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწე-----ლების №- სარეჟიმო კორპუსის №-- საკანში მყოფი პატიმრები - ი-----– ა---------- და ა-------- ტ----------- შელაპარაკდნენ. აღნიშნულის გამო მათ საკანში შევიდა ამავე დაწე-----ლების ოფიცერი დ----- ხ-------ე, საკანში მყოფ პატიმრებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამავე საკანში მყოფი პატიმრები - ბ------ წ--–-----ა და თ----- ზ-----–---–ი საკნიდან გაიყვანა იმავე სარეჟიმო კორპუსში მდებარე სამორიგეო ოთახში, სადაც მათ დახვდათ კიდევ რამდენიმე ოფიცერი. სამორიგეო ოთახში დ----- ხ-------ემ ბ------ წ--–-----ასა და თ----- ზ-----–---–ს სცემა და ცემის შედეგად იძულებით დააწერინა ახსნა-განმარტება, რომ თითქოსდა, ისინი ხმაურობდნენ საკანში. აღნიშნულის შემდეგ მათივე ახსნა-განმარტების საფუძველზე ორივე პატიმარი მოათავსეს სამარტოო საკანში - ე.წ ,,კარცერში.“

 

2011 წლის დეკემბერში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N- დაწესებულების ოფიცრებმა - ლ---- ბ-–-----ემ და დ----- ხ-------ემ, ორ სხვა ოფიცერთან ერთად, ამავე დაწე-----ლების N- სარეჟიმო კორპუსის N--- საკანში მყოფ პატიმრებს: ლ-–- ლ----ეს, დ----- გ------–---ს, ხ---- კ-------ეს, ზ---- მ------–---–სა და მ--–---- ყ----------ს მათსავე საკანში სცემეს იმ მიზეზით, რომ თითქოსდა, ისინი რადიოს უსმენდნენ ხმამაღლა, მაშინ, როდესაც რადიო შეერთებულიც კი არ იყო დენის წყაროსთან.

 

2011 წლის დეკემბერში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N- დაწესებულების ოფიცრებმა ლ---- ბ-–-----ემ და დ----- ხ-------ემ, ორ სხვა ოფიცერთან ერთად, ამავე დაწე-----ლების N- სარეჟიმო კორპუსის N--- საკანში მყოფ პატიმრებს: ლ-–- ლ----ეს, დ----- გ------–---ს, ხ---- კ-------ეს, ზ---- მ------–---–სა და მ--–---- ყ----------ს მათსავე საკანში სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მათთვის დარიგებულ პურს აშრობდნენ გამათბობელზე - ე.წ. რადიატორზე, რადგან იგი არ იყო კარგად გამომცხვარი და გული სველი ჰქონდა. ამ პირებმა ამავე საკანში იმავე პატიმრებს კვლავ სცემეს იმ მიზეზით, რომ ისინი მათთვის დარიგებულ პურს ჭრიდნენ პლასტიკური ბარათით, რადგან საკანში დანა არ ჰქონდათ.

 

2012 წლის მაისიდან 2012 წლის 28 აგვისტომდე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების №- სარეჟიმო კორპუსის №-- საკანში მოთავსებულ პატიმარ დ----- ჩ----ას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწე-----ლების ოფიცერი დ----- ხ-------ე და ამავე დაწე-----ლების სხვა თანამშრომელები აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას როგორც ზემოაღნიშნულ საკანში, თანასაკნელების თვალწინ, ისე - სარეჟიმო კორპუსის სამორიგეო ოთახში.

 

2012 წლის გაზაფხულზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N- დაწე-----ლების თანამშრომელმა ლ---- ბ-–-----ემ, სამ სხვა ოფიცერთან ერთად, ამავე დაწე-----ლების N- სარეჟიმო კორპუსის N-- საკანში მყოფ პატიმრებს - ნ------- კ-----ესა და გ-- მ---ს მათსავე საკანში, თანასაკნელების თვალწინ, ხელებითა და ფეხებით რამდენიმე წუთის განმავლობაში სასტიკად სცემეს მხოლოდ იმის გამო, რომ საკანში ყოფნის დროს მათ ხმამაღლა გაიცინეს. ამის შემდეგ ზემოაღნიშნულმა პირებმა ნ------- კ-----ე და გ-- მ---ი გაიყვანეს საკნიდან და შეიყვანეს ამავე სარეჟიმო კორპუსის აბანოში, სადაც კვლავ სცემეს მათ, შემდეგ ორივე მათგანი რამდენიმე საათის განმავლობაში მიაბეს სკამზე, ხოლო მოგვიანებით დააბრუნეს კვლავ 2--- საკანში.

 

2012 წლის მაისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N- დაწესებულების N- სარეჟიმო კორპუსის N-- საკანში მყოფმა პატიმარმა ნ------- კ-----ემ კბილის ტკივილის მიზეზით მოითხოვა ექიმთან წაყვანა. აღნიშნულის გამო საკანში შევიდა ამავე დაწე-----ლების თანამშრომელი ლ---- ბ-–-----ე და ნ------- კ-----ეს გაღიზიანებულმა ჰკითხა, თუ როგორ გაბედა ექიმის მოთხოვნა, ამასთან, მოსთხოვა, ეჩვენებინა, რომელი კბილი სტკიოდა. ნ------- კ-----ემ მას აჩვენა მტკივანი კბილი. ლ---- ბ-–-----ემ რკინის გასაღები ჩაარტყა მტკივან კბილში და მოსტეხა იგი. ამ ფაქტიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ლ---- ბ-–-----ემ ნ------- კ-----ე წაიყვანა კბილის ექიმთან და ამოაღებინა ჯანსაღი კბილი.

 

2012 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N- დაწესებულების თანამშრომელი ლ---- ბ-–-----ე, სხვა ოფიცრებთან ერთად, ამავე დაწე-----ლების N- სარეჟიმო კორპუსის N-- საკანში მყოფ პატიმრებს: ნ------- კ-----ეს, გ-- მ---ს, ზ------ შ--–--–---–ს, კ------------- ლ-------ეს, ს-------- ზ----------ს, პ----- წ----ესა და ზ--–----- მ------–---–ს სცემდა მხოლოდ იმიტომ, რომ მითითებული საკნის პატიმრები, თანასაკნელ კ------------- ლ-------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელსაც უჭირდა გადაადგილება, ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ განსაზღვრულ დროში ვერ ახერხებდნენ აბანოში მისვლას.

 

2012 წლის დასაწყისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N- დაწესებულების

თანამშრომელმა ლ---- ბ-–-----ემ, სხვა ოფიცრებთან ერთად, ამავე დაწესებულების N- სარეჟიმო კორპუსის N-- საკანში მყოფი პატიმრები: რ---- დ--------, ს-------- ზ----------ი, ზ------ შ--–--–---–ი და ზ--–----- მ------–---–ი საკანში შაშის თამაშის გამო ჩაიყვანა ამავე სარეჟიმო კორპუსის აბანოში, სადაც მათ ოთხივე პატიმარი გააშიშვლეს და დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ხელებითა და ფეხებით სასტიკად სცემეს, ხოლო ცემის შემდეგ მოათავსეს ე.წ. ,,კარანტინში.“

 

2012 წლის თებერვალში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N- დაწესებულების ოფიცერმა ლ---- ბ-–-----ემ ამავე დაწე-----ლების N- სარეჟიმო კორპუსის N- საკანში მყოფ პატიმარს - გ------ წ------–-–---–ს მისსავე საკანში, თანასაკნელების თვალწინ, ხელებითა და ფეხებით რამდენიმე წუთის განმავლობაში სასტიკად სცემა მხოლოდ იმიტომ, რომ მას მცირეწლოვანი შვილის სურათი გაკრული ჰქონდა საწოლის გვერდით განთავსებულ ტანსაცმლის კარადაზე. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში ლ---- ბ-–-----ემ კვლავ იმავე საკანში, თანასაკნელების თვალწინ, სცემა გ------ წ------–-–---–ს, რადგან მას სველი პირსახოცი გასაშრობად ჩამოკიდებული ჰქონდა ტანსაცმლის კარადის უჯრაზე.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განაჩენი მსჯავრდებულების - ლ---- ბ-–-----ისა და დ----- ხ-------ის მიმართ დარჩა უცვლელად.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ----- ხ-------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ------- ხ----–--–--ამ, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენის გაუქმება, ვინაიდან სასამართლომ არ გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები; ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ----- ხ-------ის ბრალეულობას; უკანონოა სასჯელი ჯარიმისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ნაწილში.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ---- ბ-–-----ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ------ გ------ემ, რომლებმაც ითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენის გაუქმება, ვინაიდან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ---- ბ-–-----ის ბრალეულობას; ლ---- ბ-–-----ე, პოლიტიკური და სახელისუფლებო ცვლილებების გამო, პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლია; მსჯავრდებულის პიროვნული თვისებებისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯარიმის სახით განსაზღვრული სასჯელი უკანონოა.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის - მოწმეების: რ--------- კ---–---–ის, ო----- ჟ------ის, ვ----– ხ--–-–---–ის, ლ---- კ-----–---–ის, მ--–---- გ--------ის, ბ---- წ---–-----ის, რ----- ა-----–---–ის, რ---- მ---------ის, ბ------ ვ----ის, კ------------- ქ-------ას, გ------- გ------ას, დ----- ჭ--–--ის, მ-----– ხ--–-–---–ის, ი----- ხ------------ის, გ------- ქ------–-–---–ის, მ----- დ---–-–---–ის, ა-----– ა-----ის, ნ------- კ-----ის, გ------- გ---------–---–ის, ვ-–-------- კ------ის, მ-----– ქ--------–ის, გ-- მ---ის, ზ------ შ--–--–---–ის, კ------------- ლ-------ის, ს-------- ზ----------ის, შ----- ბ---------–---–ის, პ----- წ----ის, ზ--–----- მ------–---–ის, გ------ წ------–-–---–ის, ბ--- ბ-–---–---–ის, ი-----–- ე-----ას, ლ---- ხ------–---–ის, დ----- ბ-------ის, ლ-–- ლ----ის, დ----- გ------–---ის, ზ---- მ------–---–ის, ხ---- კ-------ის, მ--–---- ყ----------ის, ბ------ წ--–-----ას, თ----- ზ-----–---–ის, ი-----– ა----------ს, დ----- ჩ----ას, ო----- შ-–-------ის, ა-–---------- ნ-------ის, დ----- ღ-----–---–ის, ი---- ა--–------ის, ნ-----–---- ნ--------–---–ის დაკითხვისა და გამოკითხვის ოქმები, პატიმართა სამედიცინო დოკუმენტაცია, მსჯავრდებულთა და პატიმართა პირადი საქმეები, რომლებსაც, საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, ქმნიან საკმარის საფუძველს ლ---- ბ-–-----ისა და დ----- ხ-------ის მსჯავრდებისათვის. აღნიშნული მტკიცებულებები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება და მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.

 

9. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატის აზრით, გასაჩივრებული განაჩენით იგი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შეფარდებისას, სხვა გარემოებებთან ერთად, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, რის საფუძველზეც მათ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება. აღსანიშნავია ისიც, რომ ლ---- ბ-–-----ისა და დ----- ხ-------ისთვის თავისუფლების აღკვეთისა და ჯარიმის სახით გამოყენებული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმია; ამასთან, დანიშნულ სასჯელზე (ჯარიმის გარდა) გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მოთხოვნები, შესაბამისად, არ არსებობს მისი შეცვლის ან შემსუბუქების საფუძველი.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ დ----- ხ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ------- ხ----–--–--ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. მსჯავრდებულ ლ---- ბ-–-----ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ------ გ------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე