განჩინება

სისხლის სამართლის 14.03.2019
საქმის ნომერი
060100117002192229
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100117002192229

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№565აპ-18 ქ. თბილისი

კ------ კ-------, 565აპ-18 14 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძისა და მსჯავრდებულ კ------- კ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- დ---–-–---–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ------- კ------ს, - დაბადებულს 1--- წელს, - ბრალად წარედგინა ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი); ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 ივლისის განაჩენით კ------- კ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 19 წლითა და 6 თვით. ამნისტიის გამოყენების შესახებ თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებითა და თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის განაჩენით კ------- კ------ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 2 თვით. კ------- კ------ პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 1 მაისს.

 

2017 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 16:15 საათზე, ს----------ის რაიონის სოფელ ი-----ში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მდებარე შპს „ს------------–--------------ის“ ბენზინგასამართ სადგურზე, ყაჩაღობისათვის ნასამართლევმა კ------- კ------მ ჩამსხმელ-ოპერატორს „BMW-ს“ მარკის ავტომობილში ავზის საწვავით გავსება სთხოვა. 100 ლარის ღირებულების საწვავის ჩასხმის შემდეგ ოპერატორმა კ------- კ------ს საწვავის ღირებულების გადახდა მოსთხოვა. კ------- კ------მ მოტყუებით, დაზარალებულისათვის ქონებრივი ზიანის მიყენების მიზნით, საწვავის საფასურის გადახდის გარეშე ავტომობილით დატოვა ტერიტორია, ხოლო წასვლისას ოპერატორს მიაძახა, რომ ფული არ ჰქონდა.

 

2017 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 22:35 საათზე, თ---–--–ი, წ---–------ის ქ. N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „ს------------–--------------ის“ ავტოგასამართ სადგურზე, კ------- კ------მ მოლარე-ოპერატორს ავტომანქანაში ჩაასხმევინა 70 ლარის ღირებულების საწვავი და საფასურის გადაუხდელად დატოვა ტერიტორია.

 

2017 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, კ---ის რაიონის სოფელ ზ------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, კ------- კ------მ დედას - ე------ გ---------–---–ს ხელები და ფეხი რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რის შედეგადაც ე------ გ---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2017 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, კ---ის რაიონის სოფელ ზ------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, კ------- კ------ დედას - ე------ გ---------–---–ს დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კ------- კ------ ასევე 2017 წლის 2 სექტემბრიდან 7 სექტემბრამდე პერიოდში, მობილური ტელეფონით, ე------ გ---------–---–ს რამდენჯერმე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კ------- კ------ს ქმედებების შედეგად ე------ გ---------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით კ------- კ------ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

კ------- კ------ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

კ------- კ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ს----------ის რაიონის სოფელ ი-----ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

 

კ------- კ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თ---–---, წ---–------ის ქუჩის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და კ------- კ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

 

კ------- კ------ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

კ------- კ------ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

კ------- კ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ს----------ის რაიონის სოფელ ი-----ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (თ---–---, წ---–------ის ქუჩის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და დანაშაულთა ერთობლიობით კ------- კ------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა კ------- კ------ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ------- კ------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

 

კ------- კ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 7 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 16 აგვისტოდან 2017 წლის 30 აგვისტომდე.

 

გაუქმდა კ------- კ------ს მიმართ ს----------ის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 18 აგვისტოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა - 3000 ლარი, რომელიც შეტანილია ს----------–--------ში (ბანკის კოდი B-------) აღსრულების ეროვნულ ბიუროს N---------------------- ანგარიშზე, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს - ნ--- ჯ----–---–ს.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გივი გოცაძემ და ითხოვა კ------- კ------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, ვინაიდან ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა კ------- კ------ს მიერ ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ------- კ------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ------- დ---–-–---–მა, რომელმაც ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ მტკიცებულებები, რომლებიც კ------- კ------ს ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის: დაზარალებულ ე------ გ---------–---–ისა და მოწმე ნ----- ჯ----–---–ის ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს კ------- კ------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები არ არის ურთიერთთავსებადი და ქმნის მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

9. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას, ადვოკატი გ------- დ---–-–---–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით სასჯელი განსაზღვრულია დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და სამართლიანია.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. მსჯავრდებულ კ------- კ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- დ---–-–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე