განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117001840157
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№522აპ-18 ქ. თბილისი
მ-----–--- მ--------, 522აპ-18 15 მარტი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენზე აჭარის ა/რ - ის პროკურატურის პროკურორ ფრიდონ ქარცივაძისა და მსჯავრდებულ ფ-------–-–-- ე-------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- კ----–--ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ფ-------–-–-- ე-------, - დ----------–-------–--–ს, - ბრალი დაედო ჯგუფურად გამოძალვაში, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნაში, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელსაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მათი უფლებები (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით); ჯგუფურად გამოძალვაში, ესე იგი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნაში, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელსაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მათი უფლებები (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ , ,,გ’’ ქვეპუნქტებით); ძარცვაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით); ძარცვაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით).
ე–----- კ------ ბ--------, - დ----------–--------–--–ს, - ბრალი დაედო ჯგუფურად გამოძალვაში, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნაში, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელსაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მათი უფლებები (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით); ჯგუფურად გამოძალვაში, ესე იგი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნაში, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელსაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მათი უფლებები (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით); ძარცვაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით); ძარცვაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით);
მ-------- მ-----–---ს, - დ----------–--------–--–ს, - ბრალი დაედო ჯგუფურად გამოძალვაში, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნაში, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელსაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მათი უფლებები (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით); ჯგუფურად გამოძალვაში, ესე იგი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნაში, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელსაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მათი უფლებები (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ , ,,გ’’ ქვეპუნქტებით); ძარცვაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით); ძარცვაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით);
ს------- ბ-----, - დ----------–--------–--–ს, - ბრალი დაედო ჯგუფურად გამოძალვაში, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნაში, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელსაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მათი უფლებები (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით); ჯგუფურად გამოძალვაში, ესე იგი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნაში, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელსაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მათი უფლებები (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ , ,,გ’’ ქვეპუნქტებით); ძარცვაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით); ძარცვაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით).
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით:
ფ-------–-–-- ე------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ი------ ო----- და ა----- ა------ს ეპიზოდი). ფ-------–-–-- ე------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (მ------ ი---–--, ჰ---- შ--–----, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ---------- ეპიზოდი).
ფ-------–-–-- ე------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ი------ ო----- და ა----- ა------ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (მ------ ი---–--, ჰ---- შ--–----, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ---------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ფ-------–-–-- ე------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნულ სასჯელს დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 5000 ლარი და ფ-------–-–-- ე------- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და ჯარიმა 5000 ლარი. ფ-------–-–-- ე------- სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 იანვრიდან.
ე–----- კ------ ბ-------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ , ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ი------ ო----- და ა----- ა------ს ეპიზოდი). ე–----- კ------ ბ-------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (მ------ ი---–--, ჰ---- შ--–----, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ---------- ეპიზოდი).
ე–----- კ------ ბ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ი------ ო----- და ა----- ა------ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (მ------ ი---–--, ჰ---- შ--–----, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ---------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და დანაშაულთა ერთობლიობით ე–----- კ------ ბ-------- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 იანვრიდან.
მ-------- მ-----–--- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ი------ ო----- და ა----- ა------ს ეპიზოდი). მ-------- მ-----–--- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (მ------ ი---–--, ჰ---- შ--–----, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ---------- ეპიზოდი).
მ-------- მ-----–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ი------ ო----- და ა----- ა------ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (მ------ ი---–--, ჰ---- შ--–----, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ---------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და დანაშაულთა ერთობლიობით მ-------- მ-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 იანვრიდან.
ს------- ბ----- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ი------ ო----- და ა----- ა------ს ეპიზოდი). ს------- ბ----- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (მ------ ი---–--, ჰ---- შ--–----, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ---------- ეპიზოდი).
ს------- ბ------ ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლზე (ი------ ო----- და ა----- ა------ს ეპიზოდი).
ს------- ბ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;
ს------- ბ------ ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლზე (მ------ ი---–--, ჰ---- შ--–----, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ---------- ეპიზოდი);
ს------- ბ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და დანაშაულთა ერთობლიობით ს------- ბ----- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 იანვრიდან.
3. სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2017 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 02:30 საათზე, ა----- ა------ ი------ ო-----ნ ერთად შევიდა ქ. ბ------–ი, რ---------–ის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ ,,ვ---–ი,’’ სადაც შეუკვეთეს ორი კათხა ლუდი, ერთი ბოთლი შამპანური, შოკოლადი, ხილი და თხილი. დაახლოებით 40 წუთში ა----- ა-----სა და ი------ ო--- ღამის კლუბის თანამშრომელმა მიუტანა 9800 ლარის გადახდის ანგარიში, რაც აშკარად შეუსაბამო იყო და მრავალჯერ აღემატებოდა მათ მიერ შეკვეთილი პროდუქტების ღირებულებას. აღნიშნული თანხის გადახდაზე ა----- ა-----მა და ი------ ო---- უარი განაცხადეს. ფ-------–-–-- ე------მა, ე–----- კ------ ბ-------მა და მ-------- მ-----–---მ განიზრახეს აღნიშნული თანხის გამოძალვა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათ ა----- ა------ და ი------ ო--- შეიყვანეს შენობის ერთ-ერთ ოთახში, სადაც ა----- ა-----სა და ი------ ო---ს, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ძალადობის გამოყენების მუქარით, ფ-------–-–-- ე------მა, ე–----- კ------ ბ-------მა და მ-------- მ-----–---მ მოსთხოვეს 9800 ლარის გადახდა.
2017 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, მ------ ი---–-, ჰ---- შ--–---, ე----- ქ--------------–ი და ა---- დ--------- შევიდნენ ქ. ბ------–ი, რ---------–ის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ ,,ვ---–ი,’’ სადაც შეუკვეთეს რამდენიმე ჭიქა წვენი, ჩიფსი, 5 ჭიქა კოქტეილი, ხილი და შოკოლადი. დაახლოებით 1 საათის შემდეგ ღამის კლუბის თანამშრომელმა მიუტანა 17 100 ლარის გადახდის ანგარიში, რაც აშკარად შეუსაბამო იყო და მრავალჯერ აღემატებოდა მათ მიერ შეკვეთილი პროდუქტების ღირებულებას. აღნიშნული თანხის გადახდაზე მ------ ი---–-მ, ჰ---- შ--–--მა, ე----- ქ--------------–იმ და ა---- დ--------მა უარი განაცხადეს. ფ-------–-–-- ე------მა, ე–----- კ------ ბ-------მა და მ-------- მ-----–---მ განიზრახეს აღნიშნული თანხის გამოძალვა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათ მ------ ი---–-, ჰ---- შ--–--ი, ე----- ქ--------------–ი და ა---- დ--------- შეიყვანეს შენობის ერთ-ერთ ოთახში, სადაც ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ძალადობის გამოყენების მუქარით, ფ-------–-–-- ე------მა, ე–----- კ------ ბ-------მა და მ-------- მ-----–---მ მოსთხოვეს 17 100 ლარის გადახდა.
ს------- ბ----მა ნამდვილად იცოდა, რომ ფ-------–-–-- ე------მა, ე–----- კ------ ბ-------მა და მ-------- მ-----–---მ ჩაიდინეს მძიმე კატეგორიის დანაშაული - გამოძალვა ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით და აღნიშნულის თაობაზე არ შეატყობინა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს (მ------ ი---–--, ჰ---- შ--–----, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ---------- ეპიზოდი).
ს------- ბ----მა ნამდვილად იცოდა, რომ ფ-------–-–-- ე------მა, ე–----- კ------ ბ-------მა და მ-------- მ-----–---მ ჩაიდინეს მძიმე კატეგორიის დანაშაული - გამოძალვა ჯგუფურად და აღნიშნულის თაობაზე არ შეატყობინა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს (ი------ ო----- და ა----- ა------ს ეპიზოდი).
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად. ამასთან, ცნობად იქნა მიღებული, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის განკარგულებით ს------- ბ-----, მსჯავრდებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით საქართვლოს სსკ-ის 376-ე მუხლით, შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ და მსჯავრდებულმა ფ-------–-–-- ე------მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ----- კ----–--ემ.
5.1. პროკურორი წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს ს------- ბ------, ე------ ფ-------–-–--ის, ე–----- კ------ ბ--------სა და მ-------- მ-----–--ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდებით, შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლომ ს------- ბ------, ე------ ფ-------–-–--ის, ე–----- კ------ ბ--------სა და მ-------- მ-----–--ის ქმედებებისა და ბრლადების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები შეაფასა ზერელედ, სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს საქმის რეალური, ფაქტობრივი გარემოებებიდან. მსჯავრდებულების მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა უტყუარად დასტურდება დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მსჯავრდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ნივთებით, სათვალთვალო კამერის ჩანაწერებით, დაზარალებულების მიერ მსჯავრდებულების ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებითა და სხვა მტკიცებულებებით.
5.2. მსჯავრდებული ფ-------–-–-- ე------- და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ----- კ----–--ე წარმოდგენილი საჩივრით ითხოვენ ფ-------–-–-- ე-------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ურთიერთთავსებადი, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რაც დააკმაყოფილებდა სამართლებრივი შეფასების ისეთ მაღალ სტანდარტს, როგორიცაა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
9. ბრალდების მხარის მიერ საჩივარში მითითებულ გარემოებებზე ნამსჯელი აქვს სააპელაციო სასამართლოს, რასაც პალატა ეთანხმება, ხოლო რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, პროკუორი არ მიუთითებს.
10. უსაფუძვლოა ასევე დაცვის მხარის პოზიცია ფ-------–-–-- ე-------ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან დაზარალებულების - ა----- ა------ს, ი------ ო---ს, ჰ---- შ--–----, მ------ ი---–--, ი----- ქ--------------–ის, ა---- დ---------- თანმიმდევრული და ურთიერთთავსებადი ჩვენებებით, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველიც პალატას არ გააჩნია, ასევე საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ფ-------–-–-- ე------მა ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ - ის პროკურატურის პროკურორ ფრიდონ ქარცივაძისა და მსჯავრდებულ ფ-------–-–-- ე-------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- კ----–--ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე