განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002404223
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№569აპ-18 ქ. თბილისი
ბ-----–---–ი ვ--–-------, 569აპ-18 21 მარტი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ--–------- ბ-----–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენით ვ--–------- ბ-----–---–ი, – დ----------–-------–-–-----------------ს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ვ--–------- ბ-----–---–ისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ვ--–------- ბ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 6 მარტიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით ვ--–------- ბ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ვ--–------- ბ-----–---–ისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და ვ--–------- ბ-----–---–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლითა და 9 თვით, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 6 მარტიდან.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის აგვისტოში ვ--–------- ბ-----–---–მა გასაღების მიზნით შეიძინა დიდი ოდენობით, დაახლოებით 21 000 ლარი ყალბი ვალუტის კუპიურები, რასაც ინახავდა გასაღების მიზნით. 2018 წლის 1 მარტს ზუგდიდში ვ--–------- ბ-----–---–მა 2 ყალბი 100 -ლარიანი კუპიურა, ჯამურად - 200 ლარი გაასაღა ლ-–- წ---------ზე. მანვე 2018 წლის 6 მარტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერის ტერიტორიაზე 180 ყალბი 100 - ლარიანი კუპიურა, ჯამურად - 18 000 ლარი გაასაღა პაპუნა შამუგიაზე, ხოლო 11 ყალბ 100 ლარიან კუპიურას, ჯამურად - 1100 ლარს, გასაღების მიზნით პირადად ინახავდა, რაც იმავე დღეს ჩხრეკის შედეგად ამოუღეს.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ვ. ბ-----–---–ი ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, ვინაიდან აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მისი ასაკის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სასჯელის საბოლოო ზომა არის ზედმეტად მკაცრი.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან) და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვ--–------- ბ-----–---–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ--–------- ბ-----–---–ის საკასაციო საჩივრი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე