განჩინება

სისხლის სამართლის 15.03.2019
საქმის ნომერი
010141318700066146
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700066146

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№544აპ-18 ქ. თბილისი

ბ------- ზ-----, 544აპ-18 15 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ----- ბ-------ს, - დაბადებულს 1--- წელს, - ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით ზ----- ბ------ის მიმართ საქართველოს სსკ–ის 118–ე მუხლის მე–3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 118–ე მუხლის პირველ ნაწილზე. ზ----- ბ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 118–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მეორე ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მესამე ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ზ----- ბ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2017 წლის 17 აპრილიდან.

3. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 17 აპრილს ქ. თბილისში, ი. ჯ-----–---–ის ქ. №--–ში მდებარე ვ----– დ------–---–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, ზ----- ბ-------მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ----– დ------–---–ს მარჯვენა და მარცხენა ქვედა კიდურების არეში მიაყენა სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

ზ----- ბ-------მ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „მაკაროვის“ კონსტრუქციის, 9 მმ კალიბრიანი NIP2309 პისტოლეტი და საბრძოლო მასალა, რომლებსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

 

2017 წლის 17 აპრილს ზ----- ბ------- გადაადგილდებოდა ქ. თ--–--–ი, ი. ჯ-----–---–ის ქუჩაზე, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, კერძოდ: ქარხნული წესით დამზადებულ, „მაკაროვის“ კონსტრუქციის, 9 მმ კალიბრის NIP2309 პისტოლეტს, რომელიც ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ასევე - 12 ცალ ვაზნას, რომლებიც განკუთვნილია „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. 2017 წლის 17 აპრილს ზ----- ბ------- დააკავეს შს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა და მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებსაც ის მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დავით გველესიანმა და ითხოვა მსჯავრდებულის ქმედების სსკ–ის 118–ე მუხლის პირველი ნაწილიდან სსკ-ის 118–ე მუხლის მესამე ნაწილზე გადაკვალიფიცირება და მისთვის სსკ-ის 118–ე მუხლის მესამე ნაწილითა და 236–ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებით კანონიერი სასჯელის დანიშვნა იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულმა ზ----- ბ-------მ დაზარალებულ ვ----– დ------–---–ს ჯანმრთელობის დაზიანება სწორედ მისი სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით მიაყენა.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

 

9. პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარს ზ----- ბ------ის სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ბრალდების ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე