განჩინება

სისხლის სამართლის 27.03.2019
საქმის ნომერი
330100117001926329
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001926329

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№610აპ-18 ქ. თბილისი

მ-------ი ე-–------, 610აპ-18 27 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ე-–------ მ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ---–---- ჩ-----–---ისა და მ--–---ი ხ-------ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ე-–------ მ-------ი, – დ----------–-------–-–------------–-- ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 6 წლით, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 10000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ე-–------ მ-------ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 31 მარტიდან. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 10000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 15 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი დანარჩენი უფლებები.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე-–------ მ-------მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება, ასევე – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

§ ე-–------ მ-------მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით – 0,4967 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, საიდანაც ნაწილი – 0,4492 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება 2017 წლის 23 მარტს უკანონოდ გაასაღა ი----- გ----------ეზე.

 

§ 2017 წლის 23 მარტს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ი----- გ----------ე, რომლის პირადი ჩხრეკისას და საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს მის მიერ ე-–------ მ-------ისაგან უკანონოდ შეძენილი, ასევე უკანონოდ შენახული 0,4492 გრამი – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება.

 

§ ე-–------ მ-------მა უკანონოდ შეძენილი და შენახული, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ დარჩენილი ნაწილი – 0,0475 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება 2017 წლის 24 მარტს 200 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ი----- გ----------ეზე (რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან), რაც იმავე დღეს ამოიღეს მისგან.

 

§ ე-–------ მ-------მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეინახა 22 ცალად დაფასოებული, 0,6342 გრამი – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება.

 

§ 2017 წლის 31 მარტს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დააკავეს ე-–------ მ-------ი, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას (მდებარე თ---–--–ი, ზ--------------–-ში, ი----- გ------ის ქ. №8-–-), 2017 წლის 31 მარტს ამოიღეს ე-–------ მ-------ის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, 22 ცალად დაფასოებული, 0,6342 გრამი – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატები – მ---–---- ჩ-----–---ი და მ--–---ი ხ-------ა ითხოვენ ე-–------ მ-------ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (23 და 31 მარტის ეპიზოდები) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-4 ნაწილებით და ე. მ-------ისათვის სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრას იმავე მოტივებით, რაზეც სააპელაციო საჩივარში ჰქონდათ მითითებული.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმე ი----- გ----------ის ჩვენება, 2017 წლის 23 მარტის ი----- გ----------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის, ასევე – ამოღების ოქმები, ი----- გ----------ის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი, 2017 წლის 23 მარტის, 20:15 სთ-დან – 20:19 სთ-მდე, ი----- გ----------ესა და ე-–------ მ-------ს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი, 2017 წლის 24 მარტის 08:49 სთ-დან – 09:03 სთ-მდე ი----- გ----------ისა და ე-–------ მ-------ის შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, 2017 წლის 24 მარტის ფულადი თანხის გადაცემის ოქმი, 2017 წლის 24 მარტის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერის ჩატარების №--- ოქმი, 2017 წლის 24 მარტის ამოღების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის 2017 წლის 24 მარტის №6-------------- №6------------- და 2017 წლის 3 აპრილის „-------------- დასკვნები, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის 2017 წლის 15 მაისის №------------- და ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2017 წლის 16 მაისის №------ დასკვნები, მოწმეების – დ----- ლ-------ის, ჯ-----ა კ--–--ის, დ------- მ-–---–---ის, ს------- ც---------ას, თ----- ო-----–---–ის, ე----- კ-----–-–---–ის ჩვენებები, ე-–------ მ-------ის საცხოვრებელი სახლის 2017 წლის 31 მარტის ჩხრეკის ოქმი და სხვა მტკიცებულებები და მიიღო კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი გადაწყვეტილება.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია კანონიერად, მოწმე პოლიციელების ჩვენებები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთსა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ე-–------ მ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ---–---- ჩ-----–---ისა და მ--–---ი ხ-------ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე