განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330140019002944576
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№131-19 23 აპრილი, 2019 წელი
კ------–--- ლ----, 131-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ირაკლი ყვავაძის
ადვოკატ - მ----- ს--–-----–-–---–ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ---- კ------–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- ს--–-----–-–---–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენით ლ---- კ------–---, – დაბადებული 1--- წელს, – დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ---- კ------–---ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ: ერთი მესამედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 10 თვით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ ლ---- კ------–---ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ----- ს--–-----–-–---–მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. ადვოკატი ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას, ლ---- კ------–---ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელის მოხდისაგან სრულად განთავისუფლებას, დაზარალებულ ნ------ ნ-------ს პოზიციის გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
3. შესაბამისად, მსჯავრდებული ლ---- კ------–--- უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელისგან, ვინაიდან წარმოდგენილია დაზარალებულ ნ------ ნ-------ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, იგი თანახმაა, მსჯავრდებულ ლ---- კ------–---ს მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.
4. ზემოაღნიშნული კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ლ---- კ------–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- ს--–-----–-–---–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ლ---- კ------–--- გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან.
4. გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე