განჩინება

სისხლის სამართლის 16.04.2019
საქმის ნომერი
010100116001508696
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001508696

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№627აპ-18 ქ. თბილისი

ქ--------–---–ი ნ--------, 627აპ-18 16 აპრილი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ-------- ქ--------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ---- ჩ-----–-–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის განაჩენით ნ-------- ქ--------–---–ი, --------------–-------–--–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ნ-------- ქ--------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

 

ნ-------- ქ--------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 2 აგვისტოდან.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-------- ქ--------–---–მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 22:50 საათზე, თ---–--ში, უ-------------ისა და თ------–---–ის ქუჩების გადაკვეთაზე, საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეაჩერეს ნ-------- ქ--------–---–ი, რომელიც ავტომანქანით გადაადგილდებოდა. ნ-------- ქ--------–---–ის ავტომანქანისა და პირადი ჩხრეკისას მათ ამოიღეს მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღები, კერძოდ, ,,მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი და 5,45 მმ კალიბრიანი ,,AK-74” მოდელის №1------ ,,კალაშნიკოვის" კონსტრუქციის ავტომატი, ასევე - საბრძოლო მასალა: 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრიანი რვა ვაზნა; 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრიანი 28 ვაზნა; ერთი ქარხნული წესით დამზადებული ,,РГД-5” ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი სასკდომი მუხტით, მარკირებით ,,R------------------” (მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას) და ერთი ხელის მსხვრევადი ყუმბარების ქარხნული წესით დამზადებული ”УЗРГМ” ტიპის ამფეთქი ფალია, მარკირებით ,,1-----------------” (მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას), რომლებსაც ნ-------- ქ--------–---–ი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ-------- ქ--------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ქ---- ჩ-----–-–---–მა, რომელმაც ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განაჩენის გაუქმება და ნ-------- ქ--------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა შემდეგ მოტივებზე მითითებით: საგამოძიებო ორგანომ ნ-------- ქ--------–---–ის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ ინფორმაცია მიიღო კონფიდენტისგან, რომლის გადამოწმების შესაძლებლობა არ არსებობს და მხოლოდ ამ ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარა ჩხრეკა, რაც კანონის მოთხოვნათა დარღვევას წარმოადგენს; ნ-------- ქ--------–---–ის ჩხრეკა ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან არ არსებობდა ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტისთვის, ხოლო კანონდარღვევით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებას გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაეყრდნობა; პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები განიხილება სუბიექტურ, დაინტერესებულ პირთა ჩვენებებად და მათ საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ძირითად სტანდარტებს; დაკავების ოქმში დაკავების დროდ მითითებულია 23:35 საათი, ხოლო დაკავების თაობაზე შეტყობინების ოქმში - 22:30 საათი; ჩხრეკის ოქმის თანახმად ამოღებულია ხელყუმბარა, მარკირებით У---------------, ხოლო ექსპერტიზა ჩატარდა ხელყუმბარაზე, მარკირებით У------, 1------ზე; დაცვის მხარის პოზიციით, განსახილველ საქმეში დარღვეულია საგამოძიებო ქვემდებარეობის პრინციპი, ვინაიდან თ---–--ის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს არაუფლებამოსილმა პირებმა - საქართველოს შსს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა (მათ შორის: მოწმეების - ა---------–

 

გ-----–---–ის, თ------ გ------–--ის, ი---- ა-----–--ის, რ----- ლ----ის, ბ---- მ---–--ისა და დ----- დ-----–---–ის ჩვენებები, პირადი ჩხრეკის ოქმი, ექსპერტიზის N1---- და N4----- დასკვნები), რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ნ-------- ქ--------–---–ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.

8. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას პოლიციელების ჩვენებათა არასარწმუნოობის შესახებ და მიუთითებს, რომ ისინი თანმიმდევრულია და შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რის გამოც პალატას არ გააჩნია მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი. ამასთან, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია საგამოძიებო ქვემდებარეობის პრინციპის დაცვით, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმე N1----------- გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს, შესაბამისად, აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლები წარმოადგენდნენ უფლებამოსილ პირებს საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკის ჩასატარებლად.

9. უსაფუძვლოა კასატორის მითითება გამოძიების მხრიდან საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონის არსებითი დარღვევით ჩატარების შესახებაც, რადგან საქმის მასალების შესწავლის შედეგად არსებითი დარღვევა, რომელიც გავლენას მოახდენდა გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივ შეფასებასა და ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაზე, არ გამოვლენილა.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ნ-------- ქ--------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ---- ჩ-----–-–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე