განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001507943
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№624აპ-18 ქ. თბილისი
წ---–------ ი-----, 624აპ-18 16 აპრილი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენზე აჭარის ა/რ–ის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
ი----- წ---–------მ, - დაბადებულმა 1984 წელს, - ჩაიდინა: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით; ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება; საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
გ------- ლ-----ემ, - დაბადებულმა 1--- წელს, - ჩაიდინა: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით; ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
რ----- ი-–---ემ, - დაბადებულმა 1--- წელს, - ჩაიდინა; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით; ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
გ------- ლ-----ე, ი----- წ---–------ და სხვა პირები 2014 წელს შეთანხმდნენ, რომ სანდო პირების სახელით დაეფუძნებინათ სხვადასხვა კომპანია და მათი სახელით მოეხდინათ ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია, არ გადაეხადათ კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები და მიღებული შემოსავლები ურთიერთშორის გაენაწილებინათ.
ამ მიზნით გ------- ლ-----ემ, ი----- წ---–------მ და სხვებმა 2014 წლის აგვისტოში შეარჩიეს თავიანთი ნაცნობი და სანდო პირი – რ----- ი-–---ე, რომლის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს შპს ,,რ-----" (ს/ნ 4--------). გ------- ლ-----ემ, ი----- წ---–------მ, რ----- ი-–---ემ და სხვებმა შპს ,,რ-----ს" სახელით 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის მარტამდე პერიოდში ჯამურად განახორციელეს 7 282 658 ლარის ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, რომლის საბაჟო გადასახდელების ოდენობამ შეადგინა 1 469 914 ლარი. იმპორტული საქონლის რეალიზაცია ხსენებულმა პირებმა მოახდინეს ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ რეალიზებულად აჩვენეს მხოლოდ 3 217 053 ლარის საქონელი, ხოლო 4 067 605 ლარის თვითღირებულების საქონლის რეალიზაცია არ ასახეს საგადასახადო დოკუმენტაციაში. აღნიშნულის გამო კომპანიას გადამხდელის პირად ბარათზე დაუგროვდა ზედმეტობა დამატებული ღირებულების გადასახადში, რაც მათ გამოიყენეს იმპორტულ საქონელზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელების გადახდისათვის თავის ასარიდებლად. შესაბამისად, იმპორტულ საქონელზე გაანგარიშებული 1 469 914 ლარიდან რეალურად გადაიხადეს 686 313 ლარი, ხოლო 783 599 ლარით მოტყუებით დააზიანეს სახელმწიფო.
ი----- წ---–------მ, გ------- ლ-----ემ, რ----- ი-–---ემ და სხვებმა იმ საბაჟო ოპერაციებზე, რომლებიც შეირჩა იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულებების შესრულების რისკის პროფილით და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად გათვალისწინებული საშეღავათო (იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას იმპორტის გადასახდელები გადაიხდება: ა) საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა) პერიოდის გარეშე შპს „რ-----ს“ განესაზღვრა კუთვნილი იმპორტის გადასახდელების საბაჟო გაფორმების დროს გადახდა, გეზ-ში გამოსაყენებლად დაამზადეს და გამოიყენეს: 0----------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–------------------–-–------------------–-–------------------–-–------------------------–-–--------------------------–-–---------- ყალბი საგადასახდო დავალებები (გადახდის ქვითრები) იმის დასადასტურებლად, რომ თითქოსდა შპს, ,,რ-----მ" საბაჟო გადასახდელების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა 63 390 ლარი.
ი----- წ---–------მ, გ------- ლ-----ემ და სხვებმა ზემოაღნიშნული სქემით საქმიანობის გასაგრძელებლად შეარჩიეს თავიანთი ნაცნობი და სანდო პირი –ა---------– წ---–---, რომლის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს შპს ,,ნ----“ (ს/კ 4--------). გ------- ლ-----ემ, ი----- წ---–------მ და სხვებმა შპს ,,ნ----ს" სახელით 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის აპრილამდე პერიოდში ჯამურად განახორციელეს 11 848 432 ლარის ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, რომლის საბაჟო გადასახდელების ოდენობამ შეადგინა 2 578 183 ლარი. იმპორტული საქონლის რეალიზაცია ხსენებულმა პირებმა მოახდინეს ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ რეალიზებულად აჩვენეს მხოლოდ 3 024 019 ლარის საქონელი, ხოლო 5 665 234 ლარის თვითღირებულების საქონლის რეალიზაცია არ ასახეს საგადასახადო დოკუმენტაციაში. აღნიშნულის გამო კომპანიას გადამხდელის პირად ბარათზე დაუგროვდა ზედმეტობა დამატებული ღირებულების გადასახადში, რაც მათ გამოიყენეს იმპორტულ საქონელზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელების გადახდისათვის თავის ასარიდებლად. შესაბამისად, იმპორტულ საქონელზე გაანგარიშებული 2 578 183 ლარიდან რეალურად გადაიხადეს 1 263 704 ლარი, ხოლო 1 314 478 ლარის მოტყუებით დააზიანეს სახელმწიფო.
ი----- წ---–------მ, გ------- ლ-----ემ და სხვებმა იმ საბაჟო ოპერაციებზე, რომლებიც შეირჩა იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულებების შესრულების რისკის პროფილით და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად გათვალისწინებული საშეღავათო (იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას იმპორტის გადასახდელები გადაიხდება: ა) საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა) პერიოდის გარეშე შპს „ნ----ს“ განესაზღვრა კუთვნილი იმპორტის გადასახდელების საბაჟო გაფორმების დროს გადახდა, გეზ-ში გამოსაყენებლად დაამზადეს და გამოიყენეს: 1----------–-–-----------------------------------–-–-----------------------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–------------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–-----------------------–-–--------------------------–-–---------- ყალბი საგადასახდო დავალებები (გადახდის ქვითრები) იმის დასადასტურებლად, რომ თითქოსდა შპს ,,ნ----მ" საბაჟო გადასახდელების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა 295 926 ლარი.
გ------- ლ-----ემ, ი----- წ---–------მ და სხვებმა ზემოაღნიშნული სქემით საქმიანობის გასაგრძელებლად შეარჩიეს თავიანთი ნაცნობი და სანდო – პირი დ------- რ-----–---–-, რომლის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს შპს ,,-------“ (ს/კ 4--------). გ------- ლ-----ემ, ი----- წ---–------მ და სხვებმა შპს ,,-------ს“ სახელით 2015 წლის 20 ნოემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე პერიოდში ჯამურად განახორციელეს 21 716 669 ლარის ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, რომლის საბაჟო გადასახდელების ოდენობამ შეადგინა 4 298 129 ლარი. იმპორტული საქონლის რეალიზაცია ხსენებულმა პირებმა მოახდინეს ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ რეალიზებულად აჩვენეს მხოლოდ 6 962 126 ლარის საქონელი, ხოლო 14 754 543 ლარის თვითღირებულების საქონლის რეალიზაცია არ ასახეს საგადასახადო დოკუმენტაციაში. აღნიშნულის გამო კომპანიას გადამხდელის პირად ბარათზე დაუგროვდა ზედმეტობა დამატებული ღირებულების გადასახადში, რაც მათ გამოიყენეს იმპორტულ საქონელზე გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელების გადახდისათვის თავის ასარიდებლად. შესაბამისად, იმპორტულ საქონელზე გაანგარიშებული 4 298 129 ლარიდან რეალურად გადაიხადეს 1 875 014 ლარი, ხოლო 2 423 115 ლარი მოტყუებით დააზიანეს სახელმწიფო.
გ------- ლ-----ემ და ი----- წ---–------მ ზემოდასახელებული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი ფულადი სახსრებით (ქონებით), უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, მასზე საკუთრებისა და მასთან დაკავშირებული უფლებების დამალვა/შენიღბვის მიზნით, შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის - 269 930 ლარის ქონება (74,89 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. თ---–--–ი თ------–---–----------, ს/კ 0----------------------, TOYOTA LEXSUS RX400H" (სახ. ნომერი B------) TOYOTA LEXSUS GX460 (სახ. ნომერი G------), TOYOTA PRIUS (სახ. ნომერი D------), TOYOTA PRIUS (სახ. ნომერი T------), ცეცხლსასროლი იარაღები - SVD და IZH27M), რომელიც დაარეგისტრირეს, როგორც თავიანთ, ისე ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და დაკავშირებული პირების სახელზე, რითაც უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.
ასევე, ი----- წ---–------მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში (ქ. ბ------–ი ზ. გ-------–-------------------------–---–----------------------) უკანონოდ ინახავდა 236 (ორას ოცდათექვსმეტ) ცალ 7,62 კალიბრიან საბრძოლო ვაზნას, რომელიც 2016 წლის 27 ივლისს ჩატარებული ჩხრეკის დროს ამოიღეს პოლიციელებმა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განაჩენით:
რ----- ი-–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით რ----- ი-–---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან - 2016 წლის 27 ივლისიდან.
გ------- ლ-----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ------- ლ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ------- ლ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან - 2016 წლის 27 ივლისიდან.
ი----- წ---–-----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ი----- წ---–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ი----- წ---–------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან - 2016 წლის 27 ივლისიდან.
სასამართლომ დაადგინა:
ი----- წ---–------მ ჩაიდინა: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით; ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება); საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
გ------- ლ-----ემ ჩაიდინა: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით; ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება).
რ----- ი-–---ემ ჩაიდინა: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით; ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორი - აჭარის ა/რ–ის პროკურატურის პროკურორი დავით ჭარბაძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ი----- წ---–-----ისა და გ------- ლ-----ის საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობას; გამოძიების მიერ გ------- ლ-----ისა და ი----- წ---–-----ისაგან ამოღებული ავტომანქანისა (სარეგისტრაციო ნომერი T--------) და ორი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღის ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემას; ი----- წ---–-----ის, გ------- ლ-----ის და რ----- ი-–---ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლოში გამოკვლეული არაერთი მტკიცებულება ადასტურებს ი----- წ---–-----ისა და გ------- ლ-----ის მხრიდან ერთიანი დანაშაულებრივი ქმედებებით მოპოვებული უკანონო და დაუსაბუთებელი ფულით თავიანთ და თავიანთი ოჯახის წევრების სახელზე სხვადასხვა ქონების შეძენისა და შემდგომში ამ ქონებით როგორც თვითონ მსჯავრდებულების, ასევე მათი ოჯახის წევრების მიერ სარგებლობის ფაქტს; „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით უკანონო შემოსავალი განმარტებულია, როგორც პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით უნდა დაკვალიფიცირდეს ქმედება,თუ ლეგალიზებული უკანონო შემოსავლის ანუ პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების ღირებულება ორმოცდაათი ათას ლარის ზევითაა; ი----- წ---–-----ისა და გ------- ლ-----ის მიერ ლეგალიზებული ქონების ღირებულება (უძრავი ქონება, ავტომანქანები და ცეცხლსასროლი იარაღები) კი, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგენს 269 930 ლარს; განაჩენი ასევე დაუსაბუთებელია გამოძიების მიერ ამოღებული ავტომანქანისა (სარეგისტრაციო ნომერი T--------) და ორი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრისთვის დაბრუნების ნაწილში.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ------- ლ-----ისა და ი----- წ---–-----ის დამნაშავედ ცნობისათვის საკასაციო საჩივრით მოთხოვნილი კვალიფიკაციით.
8. პალატა ვერ გაიზიარებს ასევე ბრალდების მხარის მოთხოვნას ავტომობილისა და ცეცხლსასროლი იარაღის სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამორთმევის შესახებ, ვინაიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ მითითებული ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ–ის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე