განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700066102
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №104აგ-18 ქ. თბილისი
ქ-–------ა ა-------, 104აგ-18 23 მაისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა------- ქ-–------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----- ღ-----–---–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განაჩენით დამტკიცდა პროკურორ პაატა ხარებავასა და ა------- ქ-–------ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, ა------- ქ-–------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი და 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 იანვრის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებით ა------- ქ-–------ა ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და სახდელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის განაჩენით დამტკიცდა სტაჟიორ-პროკურორ მარიამ ბალავაძესა და ა------- ქ-–------ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, ა------- ქ-–------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით („ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებისა და „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. აღნიშნულ სასჯელს დაემატა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე ჩაეთვალა პირობით. ა. ქ-–------ას განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 1500 ლარი.
4. 2018 წლის 5 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა ა------- ქ-–------ამ და მისმა ადვოკატმა ნ----- ღ-----–---–მა. მათ მოითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა და ა------- ქ-–------ას გათავისუფლება ძირითადი და დამატებითი სასჯელებისაგან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განაჩენი ა------- ქ-–------ას მიმართ დარჩა უცვლელად.
6. კასატორი – მსჯავრდებულ ა------- ქ-–------ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ----- ღ-----–---–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ა------- ქ-–------ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმავე მოტივით, რაზეც შუამდგომლობაში იყო მითითებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ა------- ქ-–------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----- ღ-----–---–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, კერძოდ, ამ შემთხვევაში სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 იანვრის დადგენილებით ა------- ქ-–------ა ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) მოხმარებისთვის და დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარი. აღნიშნული დადგენილება გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის განაჩენის წინაპირობა. საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება განაჩენი, ხოლო ა------- ქ-–------ა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 იანვრის დადგენილებით ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა კი სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას, გადასინჯოს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება.
3. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ა------- ქ-–------ასა და მისი ადვოკატის შუამდგომლობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა------- ქ-–------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----- ღ-----–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე