განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.06.2019
საქმის ნომერი
010332219900023438
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010332219900023438

საქმე Nსსკ- 02-19 13 ივნისი, 2019 წელი

სსკ-02-19 ს----ა ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: პაატა ქათამაძე

მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი), ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ნ--ა თ---–--ე

საჩივრის ავტორი - ნ------რ ს----ა

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის N1/108 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2019 წლის 11 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას საჩივრით მომართა ნ------რ ს----ამ (შემდგომში - საჩივრის ავტორი), რომელმაც მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (შემდგომში-იუსტიციის საბჭო) 2019 წლის 7 ივნისის N1/108 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გაუქმება და საქმის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

2. საჩივრის ავტორმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის N1/108 გადაწყვეტილებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო, კერძოდ, ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უარი ეთქვა კანდიდატად დარეგისტრირებაზე.

 

3. საჩივრის ავტორის პრეტენზიები და მოთხოვნები:

 

3.1 საჩივრის ავტორის მოსაზრებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის არასწორი გამოყენება, შემდეგ სამართლებრივ გარემოებათა გამო:

3.2 საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულია, რომ მოსამართლის თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი. აღნიშნული გარემოება გულისხმობს მხოლოდ ნასამართლევ პირს. ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ ასეთი პირი შეიძლება გახდეს მოსამართლე. კანონის ეს დათქმა სწორია, თუმცა კანონში ეს პირდაპირ არ წერია, იგულისხმება. პრაქტიკაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო იყენებს ამ დათქმას, რაც სწორია. იგივე დათქმა ეხება კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველს, რომ მოსამართლის თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. აქაც მსგავსად ნასამართლეობისა, იგულისხმება დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე პერიოდი. საწინააღმდეგოს დაშვება თავდაყირა დააყენებს სამართალს, ვინაიდან თუ ყველაზე მძიმე სამართალდარღვევის-დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ნასამართლეობის გაქარწყლება მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობის შემაფერხებელი გარემოება არ არის, მაშინ დანაშაულზე უფრო მსუბუქი სამართალდარღვევის-დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელის გაქარწყლება ასეთი შემაფერხებელი გარემოება ვერ გახდება.

3.3 საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 7576 მუხლის თანახმად, დისციპლინურის სახდელი გაქარწყლებულად ჩაითვლება მისი დაკისრებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, ამავე კანონის 752 მუხლის შესაბამისად, მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ეკისრება თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 5 წელი. ვინაიდან 2006 წელს უკანონოდ დაკისრებული დისციპლინური სახდელიდან გასულია 5 წელზე მეტი, მისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი გაქარწყლებულია და ამჟამად უკანონოდ დაკისრებულ დისციპლინურ სახდელთან დაკავშირებით კვლავ ირღვევა მისი უფლებები. ასევე საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში 2018 წელს შევიდა ცვლილება, რის შესაბამისადაც 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ შეიძლება გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ვერ იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შემაფერხებელი გარემოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არასწორად გამოიყენა მოცემული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ვინაიდან „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, თანაბარი მნიშვნელობის ნორმატიული აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ ნორმატიულ აქტს, მოცემული ნორმიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მასთან მიმართებაში უნდა გამოეყენებინა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის 21 პუნქტი.

3.4 საჩივრის ავტორმა „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონის 341 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა მისი საჩივრის განხილვა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის N1/108 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განხილვისათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში რეგისტრაციაზე უარის თქმის ნაწილში.

 

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში საქმისწარმოება:

 

4.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 365 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად და ნ------რ ს----ას საჩივარი, 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით, წარმოებაში მიიღო განსახილველად. ამავე განჩინებით, საჩივრის განხილვა 2018 წლის 13 ივნისს დაინიშნა.

4.2 საკვალიფიკაციო პალატის სხდომაზე გამოცხადებულმა საჩივრის ავტორმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. საჩივრის ავტორმა საკუთარი პოზიციის წარმოჩენისას სასამართლოს ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულია, რომ მოსამართლის თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი. აღნიშნული გარემოება გულისხმობს მხოლოდ ნასამართლევ პირს. ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ ასეთი პირი შეიძლება გახდეს მოსამართლე. კანონის ეს დათქმა სწორია, თუმცა კანონში ეს პირდაპირ არ წერია, იგულისხმება. პრაქტიკაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო იყენებს ამ დათქმას, რაც სწორია. იგივე დათქმა ეხება კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველს, რომ მოსამართლის თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. აქაც მსგავსად ნასამართლეობისა, იგულისხმება დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე პერიოდი, ამ შემთხვევაში ანალოგია უნდა იქნეს გამოყენებული თუ ნასამართლობა გაქარწყლებულ პირს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კონკურსში მაშინ, როგორ შეიძლება დისციპლინური სახდელით გათავისუფლებულ პირზე არ გაავრცელო იგივე მიდგომა.

4.3 საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, ის ცნობს და იცავს ადამინის აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს, სწორედ სახელმწიფოსა და კანონმდებლის ნება, როდესაც მათ განახორციელეს საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც გააუქმეს „კანონის უხეში გაუფრთხილებლობის“ პუნქტი, რის საფუძველზეც ხორციელდებოდა დისციპლინურ გადაცდომის გამო სახდელის დადება, წარმოადგენს მცდელობას იმ უფლებათა და თავისუფლებათა აღდგენისა, რომელიც დარღვეული იყო სწორედ იმ პერიოდში, როდესაც დისციპლინურ სახდელად მას განესაზღვრა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.

4.4 საჩივრის ავტორმა ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის N1/108 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გაუქმება და საქმის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

 

5. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიცია

 

5.1 მოწინააღმდეგე მხარემ (იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ) წარმოდგენილი საჩივარი არ ცნო და განმარტა, რომ საჩივრის ავტორს ორგანული კანონის 34-ე მუხლის, მე-2 ნაწილით უარი ეთქვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატად დარეგისტრირებაზე, ვინაიდან მას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განსაზღვრული ჰქონდა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება, მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 7576 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია სახდელის გაქარწყლების ვადები „შენიშვნა გაქარწყლებულად ჩაითვლება მისი დაკისრებიდან 6 თვის, საყვედური - 9 თვის, ხოლო მკაცრი საყვედური 1 - წლის გასვლის შემდეგ“, რაც შეეხება სამსახურიდან განთავისუფლებას - კანონში ჩანაწერი იმის შესახებ მოცემული სახდელი ექვემდებარება თუ არა გაქარწყლებას, არ არსებობს. რაც შეეხება ნასამართლობა გაქარწყლებული პირის რეგისტრაციას, საბჭო არ არის სუბიექტი განსაზღვროს პირი არის თუ არა ნასამართლევი, აღნიშნულ ინფორმაციაზე ცნობას წარმოადგენს თავად განმცხადებელი. ცნობის გამცემ უფლებამოსილ სუბიექტს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, შესაბამისად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილია ცნობები ნასამართლობის შესახებ, რომელშიც არის გრაფა, სადაც მითითებულია პირი არის ნასამართლევია ან არ არის ნასამართლევი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მხოლოდ იმ საქმეებზე აქვს ინფორმაცია, თუ პირმა მოსამართლედ ყოფნის დროს ჩაიდინა დანაშაული. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონში ზუსტად არის მითითებული, რომ კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკითხის გადაწყვეტისას ვერ გამოიყენებდა ანალოგიას, იგი ხელმძღვანელობს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონით, სწორედ ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალიწინებით საჩივრის ავტორს უარი ეთქვა კანდიდატად დარეგისტრირებაზე.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად დაასკვნა, რომ საჩივრის მოთხოვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 22 თებერვლის N 1/139 გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის საბჭოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

6. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის N1/108 გადაწყვეტილებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო საჩივრის ავტორს უარი ეთქვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირად დარეგისტრირებაზე. კერძოდ, ნ. ს----ა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებულია ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.

7. საჩივრის ავტორი ედავება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არასწორად გამოიყენა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი და ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, შესაბამისად უკანონოა საბჭოს უარი კანდიდატად მის რეგისტრაციაზე.

8. მოცემულ შემთხვევაში საკვალიფიკაციო პალატის კვლევის საგანია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანონის მოთხოვნათა დაცვით უთხრა თუ არა საჩივრის ავტორს უარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატად დარეგისტრირებაზე.

9. ორგანული კანონის 34 - ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „მოსამართლის თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღარ არსებობს ამ კანონის XIII1 თავის ის ნორმა, რომლის საფუძველზეც პირი გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან), ან იმავე მუხლის იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი“.

10. ორაგნული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად „მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველია დისციპლინური გადაცდომის ჩადენა“.

11. საკვალიფიკაციო პალატა საჩივრის ავტორის მოსაზრებას არ იზიარებს და განმარტავს, რომ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის არსებული ჩანაწერი, თუ ვის აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს და ვინ არ დაიშვება კონკურსში კანდიდატად, არის მკაფიო და ნათელი. კანონმდებელმა ცალსახად განსაზღვრა პირები, რომლებიც გათავისუფლდნენ 43-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ შეიძლება დაინიშნონ მოსამართლის თანამდებობაზე. აქვე კანონმდებელმა დაადგინა ერთადერთი გამონაკლისი იმ შემთხვევაში, როდესაც მოსამართლეს დისციპლინურ სახდელად დაეკისრა თანამდებობიდან გათავისუფლება, კანონის უხეში დარღვევის გამო და დაუშვა ასეთი პირების დარეგისტრირება კანდიდატად, ვინაიდან აღნიშნული ნორმა დისციპლინური გადაცდომის სახეებში (კანონის უხეში დარღვევა) აღარ არის.

12. საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომელიც ზემოაღნიშნულ 3.2 და 3.3 პუნქტშია მითითებული და ეხება დისციპლინური სახდელის გაქარწყლებას ასევე ვერ იქნება საკვალიფიკაციო პალატის მიერ გაზიარებული, ვინაიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 7576 მუხლით კონკრეტულად არის მითითებული, თუ რომელი დისციპლინური სახდელი ქარწყლდება და რა პერიოდში, (შენიშვნა გაქარწყლებულად ჩაითვლება მისი დაკისრებიდან 6 თვის, საყვედური - 9 თვის, ხოლო მკაცრი საყვედური 1 - წლის გასვლის შემდეგ). მოცემულ შემთხვევაში კი, დისციპლინურ სახდელის სახედ საჩივრის ავტორს განსაზღვრული ჰქონდა სამსახურიდან გათავისუფლება, რის გაქარწყლების შესაძლებლობას ორგანული კანონი არ ითვალისწინებს.

13. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და დასკვნების გათვალისწინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან კანონმდებელმა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა, რომ პირები რომლებიც მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდნენ 43-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ შეიძლება დაინიშნონ მოსამართლის თანამდებობაზე.

14. საკვალიფიკაციო პალატამ მოცემული საქმის განხილვისას იხელმძღვანელა ორგანული კანონის 34 მუხლის მე-2 პუნქტით და 366 მუხლით და მოცემული ნორმების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატად დარეგისტრირებაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის N1/108 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის უცვლელად დატოვების თაობაზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 366 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ------რ ს----ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის N1/108 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი;

3. საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: პაატა ქათამაძე

 

მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი

 

ბესარიონ ალავიძე