განჩინება

სისხლის სამართლის 08.07.2019
საქმის ნომერი
330100117002221022
თარიღი
08.07.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002221022

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№32აპ-19 ქ. თბილისი

ა--------- ა--–--, 32აპ-19 8 ივლისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით ა--–-- ა---------, – დაბადებული 1--- წლის 2----------, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (5 ეპიზოდი ) – 4-4 წლით, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 27 სექტემბრის, 2017 წლის 5 ოქტომბრის, 2017 წლის 26 სექტემბრისა და 2017 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდები) – 9-9 წლით, ხოლო 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 10000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 7 ნოემბრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10000 ლარი. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ა--–-- ა--------ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

 

2. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენით შევიდა მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება, კერძოდ: ა--–-- ა--------ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (5 ეპიზოდი) მიესაჯა 4-4 წლით, ხოლო 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (5 ეპიზოდი) – 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ა--–-- ა--------ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 7 ნოემბრიდან. განაჩენი უფლებების ჩამორთმევისა და ნივთმტკიცებების ნაწილში დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა--–-- ა--------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა (5 ეიზოდი) და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (5 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· ა--–-- ა--------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,1769 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რაც 2017 წლის 27 სექტემბერს 500 ლარად უკანონოდ გაასაღა რ---– ა-–-----------ზე თ---–--–ი, სოფელ ფ-------–-ში, გ-------–---–ის 1-ლ ჩიხში.

 

· ა--–-- ა--------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,1355 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რაც 2017 წლის 5 ოქტომბერს 800 ლარად გაასაღა რ---– ა-–-----------ზე თ---–--–ი, სოფელ ფ-------–-ში, გ-------–---–ის 1-ლ ჩიხში.

 

· ა--–-- ა--------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,0466 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რაც 2017 წლის 26 სექტემბერს 100 ლარად უკანონოდ გაასაღა ს----- ა-–---ზე თ---–--–ი, სოფელ ფ-------–-ში, ი----- ც----------–ის ქუჩაზე.

 

· ა--–-- ა--------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,0536 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რაც 2017 წლის 27 სექტემბერს 200 ლარად უკანონოდ გაასაღა ს----- ა-–---ზე თ---–--–ი, სოფელ ფ-------–-ში, ი----- ც----------–ის ქუჩაზე.

 

· ა--–-- ა--------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,0262 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რაც 2017 წლის 28 სექტემბერს 100 ლარად უკანონოდ გაასაღა ს----- ა-–---ზე თ---–--–ი, სოფელ ფ-------–-ში, ი----- ც----------–ის ქუჩაზე.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ა--–-- ა---------სათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით უფრო მკაცრი სასჯელის – 10 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას და დამატებით სასჯელად 10000-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას იმ მოტივით, რომ მას ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების არაერთი ეპიზოდი.

6. მსჯავრდებულ ა--–-- ა---------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ-------- ნ-–--–-–---–- შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი ა--–-- ა---------ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც ა--–-- ა---------ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებდა. რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივარს მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სასჯელის ნაწილში შეტანილი ცვლილება შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო პალატამ ინდივიდუალურად შეაფასა ა--–-- ა---------ს პიროვნული მახასიათებლები, მისი წარსული და ოჯახური მდგომარეობა, დანაშაულის აღიარება და მას სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე