განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002600784
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
N126აპ.-19 ქ. თბილისი
გ--------- გ-------, 126აპ.-19 24 ივლისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ქეთევან თალაკვაძის
ადვოკატ - ე-–------ ზ--------ის
მსჯავრდებულ - გ------- გ--------ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ------- გ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც-–---- ბ------–---–ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენით გ------- გ---------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე 5 (ხუთი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით მსჯავრით, 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
მასვე 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
გ------- გ---------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 ივლისიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება - გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხა მითითება გ------- გ--------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით სასჯელის დანიშვნის თაობაზე.
გ------- გ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2, მე-6 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
მასვე 2 (ორი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
გ------- გ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 ივლისიდან.
3. სასამართლოს განაჩენით გ------- გ---------ს მსჯავრი დაედო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ერთი პირის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 00:28 საათზე, ქ-------–ი, ა---–----------------------ზე, მერსედეს-ბენც ,,C’’ მარკის, სახელმწიფო ნომრით V-------- ავტომობილის მთვრალმა მძღოლმა გ------- გ---------მ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33.2-ე მუხლის მოთხოვნები (სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალებების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერდეს) და უკნიდან შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ,,სუბარუს’’ მარკის, სახელმწიფო ნომრით B-------- ავტომობილს, რომელსაც მართავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ი------------------–-----------------------------------–-–----------------------–-------------------------------------–ი გ---- მ----–----–--ე. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ამ უკანასკნელის მგზავრმა, ქალაქ ქ---------------–-----------------–--------–-–----------------------–---------------------------------------–მა ლ---- ლ-----ამ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო თვით გ---- მ----–----–--ე სტაციონარში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
4. კასატორმა – მსჯავრდებულ გ------- გ--------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ც-–---- ბ------–---–მა ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. 2019 წლის 16 ივლისს პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ ქეთევან თალაკვაძეს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
6. 2019 წლის 19 ივლისს პროკურორმა ქეთევან თალაკვაძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ გ------- გ---------ს შორის 2019 წლის 16 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ მსჯავრდებული გ------- გ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (კანონის 2018 წლის 16 ივლისის მდგომარეობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით - ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი. მასვე 2 (ორი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე გ------- გ---------ს დამატებითი სასჯელის სახით უნდა დაეკისროს ჯარიმა - 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.
მსჯავრდებულ გ------- გ---------ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 ივლისიდან.
7. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ქეთევან თალაკვაძემ, მსჯავრდებულმა გ------- გ---------მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე-–------ ზ--------ემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ქეთევან თალაკვაძესა და მსჯავრდებულ გ------- გ---------ს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულ ლ---- ლ-----ას ჩვენებებით, მოწმეების - გ------------------ის, ბ---–--------------ის, რ------–--–---–---–ის, კ------------------ის, შ--–------------ისა და მ---------------ის ჩვენებებით, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემითა და ფოტოსურათებით, ოქმით ალკოტესტით შემოწმების შესახებ, გ------- გ--------ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გ------- გ--------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია.
3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ გ------- გ--------ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული გ------- გ--------- ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
4. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ცნობილია ისიც, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. ამდენად, დასავლეთ სააქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ ქეთევან თალაკვაძის შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ------- გ--------ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ქეთევან თალაკვაძესა და მსჯავრდებულ გ------- გ---------ს შორის;
4. გ------- გ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (კანონის 2018 წლის 16 ივლისის მდგომარეობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი. მასვე 2 (ორი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე გ------- გ---------ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;
5. მსჯავრდებულ გ------- გ---------ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 ივლისიდან;
6. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე