განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2019
საქმის ნომერი
330100118002266198
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002266198

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№281აპ-19 ქ. თბილისი

კ------–-–---–- დ-------, 281აპ-19 4 ოქტომბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ------- კ------–-–---–-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს განაჩენით დ------- კ------–-–---–-, – დაბადებული 1--- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი----------ას ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ------ ს-----ის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ------- კ------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ დ------- კ------–-–---–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო – 2017 წლის 25 დეკემბრიდან იმავე წლის 27 დეკემბრის ჩათვლით.

 

2. აღნიშნული განაჩენით დ------- კ------–-–---–ს მსჯავრი დაედო თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2017 წლის ივლისში დ------- კ------–-–---–მა განიზრახა, მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ნივთს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2017 წლის 19 ივლისს თ---–--–ი, ნოტარიუს ე---------- ჯ--–---სთან გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დ------- კ------–-–---–მა დროებითი სარგებლობით, 2019 წლის 20 იანვრამდე, ყოველთვიურად 850 ლარის გადახდის ვალდებულებით, იქირავა ა-–---------- პ------–---–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა (მდებარე ქ. თ---–--–ი, ს-------–------------------------). დ------- კ------–-–---–მა განიზრახა მოტყუების გზით, ა-–---------- პ------–---–ის აღნიშნული ქონების გამოყენებით, სხვისი თანხის დაუფლება და ამავე ბინაში მოელაპარაკა ი----------ას ბინის დაგირავებაზე. იგი მოატყუა, რომ ბინა ეკუთვნოდა თავის ბიძას – ა-–---------- პ------–---–ს და შეუთანხმდა სესხის ხელშეკრულებისა და შინაურული ხელწერილით ბინის დაგირავების გაფორმებაზე. 2017 წლის 19 ივლისს თ---–--–ი მდებარე ნოტარიუს გ---------–----–---–ის სანოტარო ბიუროში ი----------ასა და დ------- კ------–-–---–ს შორის იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად, გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება 1 წლითა და 6 თვით, ყოველთვიურად 670 ლარის გადახდით. სესხის პერიოდის განმავლობაში ბინაში დ------- კ------–-–---–- ცხოვრების უფლებას აძლევდა ი----------ასა და ე---------- წ----–----ას. ნოტარიუს გ---------–----–---–ის სანოტარო ბიუროში დ------- კ------–-–---–მა ი----------ას დაუწერა ხელწერილი, რაც დაერთო ვალის აღიარების ხელშეკრულებას, ხოლო ი----------ამ, თავის მხრივ დ------- კ------–-–---–ს იქვე გადასცა ბინის გირავნობის თანხის ნაწილი – 3000 აშშ დოლარი, ხოლო მოგვიანებით – 2000 აშშ დოლარი. თანხის მიღების შემდეგ დ------- კ------–-–---–- მიიმალა. დ------- კ------–-–---–მა ზემოაღნიშნული ბინა დააგირავა და ხელშეკრულება გააფორმა ისე, რომ მისმა მესაკუთრემ – ა-–---------- პ------–---–მა ამის შესახებ არაფერი იცოდა, რის გამოც მან მოსთხოვა ი----------ასა და მის შვილებს – მ------ და ე---------- წ----–----ებს ბინის დაცლა. დ------- კ------–-–---–-ს დანაშულებრივი ქმედებით ი----------ას მიადგა 5000 აშშ დოლარის (12039 ლარის) მატერიალური ზიანი.

 

· 2017 წლის 4 ოქტომბერს მოქალაქე თ----- ლ-----------სა და დ------- კ------–-–---–ს შორის თ---–--–ი, წ-------–--------------ში მდებარე ბინა 5--ში გაფორმდა ზეპირი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც თ----- ლ----------- მის კუთვნილ საცხოვრებელ ბინას (მდებარეს ქ. თ---–--–ი, წ-------–------------, ბინა 5-), აქირავებდა 2 წლით, ყოველთვიურად 250 აშშ დოლარის გადახდით. დ------- კ------–-–---–მა განიზრახა მოტყუებით, თ----- ლ----------ის კუთვნილი მითითებული ბინის გამოყენებით, სხვისი თანხის დაუფლება და 2017 წლის 5 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც დ------- კ------–-–---–მა თ----- ლ----------ისაგან ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე იქირავა მისი საცხოვრებელი ბინა დაგირავების მიზნით, ამავე ბინაში მოელაპარაკა ნ------ ს-----ეს ბინის დაგირავებაზე. იგი მოატყუა, რომ ბინის მესაკუთრე იყო თავისი დედა – თ----- ლ-----------. იმავე დღეს ქ. თ---–--–ი მდებარე ნოტარიუს გ---------–----–---–ის სანოტარო ბიუროში ნ------ ს-----ესა და დ------- კ------–-–---–ს შორის გირავნობის ხელშეკრულების ნაცვლად, გაფორმდა სესხის ხელშეკრულება ორი წლით, ყოველთვიურად 600 ლარის ანაზღაურებით.

 

· ანაზღაურებამდე, სესხის პერიოდის განმავლობაში, დ------- კ------–-–---–- ბინაში ცხოვრების უფლებას აძლევდა ნ------ ს-----ეს. დ------- კ------–-–---–ს ნ------ ს-----ემ მოსთხოვა დედამისის – თ----- ლ----------ის მინდობილობა აღნიშნული ბინის განკარგვის უფლების შესახებ, რაზეც მან განუცხადა, რომ მინდობილობას აუცილებლად მიაწვდიდა პირადად და დრო რომ არ დაეკარგათ, იქვე, ნოტარიუს გ---------–----–---–ის სანოტარო ბიუროში ნ------ ს-----ეს დაუწერა ხელწერილი, რაც დაერთო სესხის ხელშეკრულებას, ხოლო ნ------ ს-----ემ, თავის მხრივ, დ------- კ------–-–---–ს იმავე დღეს გადასცა ბინაში ცხოვრების სესხის ხელშეკრულების საფუძველზე თანხის ნაწილი – 6500 ლარი, ხოლო მოგვიანებით – 5 000 ლარი და შემდგომ – 2 900 ლარი. თანხის მიღების შემდეგ დ------- კ------–-–---–- მიიმალა. დ------- კ------–-–---–მა ზემოაღნიშნული ბინა დააგირავა და ხელშეკრულება გააფორმა ისე, რომ მისმა მესაკუთრემ – თ----- ლ-----------მ არაფერი იცოდა. ნ------ ს-----ე ბინის მესაკუთრის მოთხოვნით იძულებული გახდა, დაეტოვებინა ბინა. დ------- კ------–-–---–-ს დანაშაულებრივი ქმედებით ნ------ ს-----ეს მიადგა 14400 ლარის მატერიალური ზიანი.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ------- კ------–-–---–მა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება და სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ------- კ------–-–---–მა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას და ძირითადი სასჯელის სახით 3000-ლარიანი ჯარიმის განსაზღვრას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ------- კ------–-–---–-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული დ------- კ------–-–---–- სადავოდ არ ხდის მის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ ქმედებათა ჩადენაში და განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში, რის გამოც საკასაციო პალატა არ მსჯელობს მსჯავრდებულის ბრალეულობის საკითხზე.

 

3. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებსა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო ელემენტებს, ასევე – პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. საკასაციო პალატა, პირველ ყოვლისა, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა დ------- კ------–-–---–მა ჩაიდინა მძიმე კატეგორიის ორი დანაშაული და დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია, რის გამოც საკასაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია მის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება. ამავე დროს, საკასაციო პალატა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მსჯავრდებულმა დ------- კ------–-–---–მა გამოძიების ეტაპიდანვე აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ ცნო მტკიცებულებები, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და მიაჩნია, რომ აღნიშნულისა და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და აგრეთვე, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოებები, მსჯავრდებულ დ------- კ------–-–---–-ს მიმართ უნდა გავრცელდეს ამ მუხლით დადგენილი შეღავათი და მას უნდა შეუმსუბუქდეს შეფარდებული სასჯელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ დ------- კ------–-–---–-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

3. მსჯავრდებულ დ------- კ------–-–---–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი----------ას ეპიზოდი) მიესაჯოს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

4. მსჯავრდებულ დ------- კ------–-–---–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ------ ს-----ის ეპიზოდი) მიესაჯოს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქას მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

6. მსჯავრდებულ დ------- კ------–-–---–ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 6 აგვისტოდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო – 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2017 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით;

 

7. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე