განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002776329
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№463აპ-19 29 ნოემბერი, 2019 წელი
ხ--------ი ქ-----, 463აპ-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ქ----- ხ--------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ---- მ--------ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენით ქ----- ხ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ქ----- ხ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით. მსჯავრდებულ ქ----- ხ--------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2018 წლის 17 ნოემბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ----- ხ--------მა ჩაიდინა:
· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობით მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
· სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ორი პირის მიმართ;
· სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, თ---–--–ი, ზ----–ი, მ–--------ს ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ქ----- ხ--------მა იძალადა თავის ძმა - გ------ ხ--------ზე, კერძოდ, თავი დაარტყა სახეში, შემდეგ შეკრული ხელის მტევნები რამდენჯერმე დაარტყა სახისა და ტანის არეში, რა დროსაც გ------ ხ--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ფაქტს ესწრებოდა გ------ ხ--------ის არასრულწლოვანი შვილი - ა--------- ხ--------ა. გარდა ამისა, ქ----- ხ--------ი შელაპარაკებისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ძმას - გ------ ხ--------ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქ----- ხ--------მა ძმასთან - გ------ ხ--------თან შელაპარაკებისას იძალადა თავისი ძმის მეუღლეზე - ა----–--- ხ--------ასა და მის არასრულწლოვან შვილ - ა--------- ხ--------აზე, კერძოდ, ა--------- ხ--------ა ხელის ბიძგებით მიანარცხა საწოლს, ხოლო ა----–--- ხ--------ას თავში დაარტყა ბავშვის სკამი. ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ა--------- და ა----–--- ხ--------ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი. გარდა ამისა, ქ----- ხ--------ი თავის ძმასთან - გ------ ხ--------თან შელაპარაკებისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ძმის მეუღლეს - ა----–--- ხ--------ას, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი - მსჯავრდებული ქ----- ხ--------ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ---- მ-------ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას და სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, ბრალად შერაცხული დანაშაულებისთვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ქ----- ხ--------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის: გ------ ხ--------ისა და ა----–--- ხ--------ას გამოკითხვის ოქმები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და დათვალიერებისას ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ქ----- ხ--------მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაულები.
3. რაც შეეხება ქ----- ხ--------ისთვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით - აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულებს და წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომელთა მიხედვით, დაზარალებულები თანახმა არიან, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები - სამართლიანი იქნება საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას შთანთქმის პრინციპის გამოყენება და 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
4. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განაჩენი ქ----- ხ--------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში არის კანონიერი და დასაბუთებული, რომლის გაუქმების საფუძველი არ არსებობს, ხოლო სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება, სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ქ----- ხ--------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ---- მ--------ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ქ----- ხ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას სხვა, ნაკლებად მძიმე სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ქ----- ხ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
მსჯავრდებულ ქ----- ხ--------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს - 2018 წლის 17 ნოემბრიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განაჩენი ნივთმტკიცების ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე