განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002789879
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №703აპ-19 ქ. თბილისი
რ-----–-–---–- ნ----, 703აპ-19 10 მარტი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ქეთევან გურაშვილის
ადვოკატების - გ-- ტ---–--–---–-ს, ბ--- გ---–------ს, გ--–- ნ-----–--–---–-ს
მსჯავრდებულების - ნ---- რ-----–-–---–-ს, ე-- კ-------–----ს
მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან გურაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის განაჩენით:
ნ---- რ-----–-–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ------ პ------------ს ეპიზოდი) - ჯარიმა 15000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 19 ნოემბრიდან 2019 წლის 22 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და განესაზღვრა ჯარიმა - 12000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ვ-–- პ----–---–-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 19 ნოემბრიდან 2019 წლის 22 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ლ--–- ნ---------ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 19 ნოემბრიდან 2019 წლის 22 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ--- ს--–------ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 19 ნოემბრიდან 2019 წლის 22 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ა------ ვ------–---–-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 19 ნოემბრიდან 2019 წლის 22 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ--- კ---------–-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 19 ნოემბრიდან 2019 წლის 22 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ-- ჯ------ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 19 ნოემბრიდან 2019 წლის 22 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ზ------ ი-------–---–-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 19 ნოემბრიდან 2019 წლის 22 აპრილის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ---- ს------------ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 19 ნოემბრიდან 2019 წლის 22 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ--- კ------–---ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 19 ნოემბრიდან 2019 წლის 22 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ------- ზ-----ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 19 ნოემბრიდან 2019 წლის 22 აპრილის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნ---- რ-----–-–---–-ს მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ------ პ------------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულების - ვ-–- პ----–---–-ს, ლ--–- ნ---------ს, ნ--- ს--–------ს, ა------ ვ------–---–-ს, ნ--- კ---------–-ს, თ-- ჯ------ს, ზ------ ი-------–---–-ს, ნ---- ს------------ს, მ--- კ------–---სა და გ------- ზ-----ს ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ---- რ-----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 12000 ლარი.
ე-- კ-------–----, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ-------- ჩ--------–-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 19 ნოემბრიდან 2019 წლის 22 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ---- გ----–-–---–-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 8000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 19 ნოემბრიდან 2019 წლის 22 აპრილის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ------ ზ---- დ---------ს ეპიზოდი) - ჯარიმა 8000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 19 ნოემბრიდან 2019 წლის 22 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ლ--–- ნ---------ს ეპიზოდი) - ჯარიმა 8000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 19 ნოემბრიდან 2019 წლის 22 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ე-- კ-------–----ს მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ-------- ჩ--------–-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულების - ნ---- გ----–-–---–-ს, მ------ ზ---- დ---------სა და ლ--–- ნ---------ს ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე-- კ-------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი.
მსჯავრდებულების - ნ---- რ-----–-–---–-სა და ე-- კ-------–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ---- რ-----–-–---–მა და ე-- კ-------–---მა ჩაიდინეს თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 5 სექტემბერს გ-- ძ----------–---–მა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა ვ-–- პ----–---–თან, რომლის მიხედვითაც, 20 000 აშშ დოლარის (45 876 ლარი) სანაცვლოდ, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით, გ-- ძ----------–---–მა იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული, თ---–--ში, ა------ს ქუჩის №3--ში, ა-–-------ს ქუჩის №4-, N4-, №4-, №4--ში მდებარე მშენებარე ბინა №1--, რეალურად კი შუამავლების: ნ---- რ-----–-–---–-სა და ს------- გ-------ს მეშვეობით, ვ-–- პ----–---–- დაარწმუნა, რომ იპოთეკის საგანს წარმოადგენდა თ---–--ში, ბ--------ს ქუჩის №7-ში მდებარე კორპუსის ბინა, სადაც მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო. 2016 წლის 5 სექტემბერს ვ-–- პ----–---–მა გ-- ძ----------–---–ს ხელზე გადასცა კუთვნილი 20 000 აშშ დოლარი (45 876 ლარი), რასაც გ-- ძ----------–---–-, ნ---- რ-----–-–---–- და ს------- გ------- დაეუფლნენ მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2016 წლის 17 სექტემბერს გ-- ძ----------–---–მა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა ლ--–- ნ---------სთან, რომლის მიხედვითაც, 17 000 აშშ დოლარის (39 288,7 ლარი) სანაცვლოდ, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით, გ-- ძ----------–---–მა იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული, თ---–--ში, ა------ს ქუჩის №3--ში, ა-–-------ს ქუჩის №4-, №4-, №4-, №4--ში მდებარე მშენებარე ბინა №2-, რეალურად კი შუამავლების, მათ შორის: ნ---- რ-----–-–---–-ს, ს------- გ-------სა და ე-- კ-------–----ს მეშვეობით, ლ--–- ნ--------- დაარწმუნა, რომ იპოთეკის საგანს წარმოადგენდა თ---–--ში, ბ--------ს ქუჩის №7-ში მდებარე კორპუსის ბინა, სადაც მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო. 2016 წლის 17 სექტემბერს ლ--–- ნ---------მ გ-- ძ----------–---–ს ხელზე გადასცა კუთვნილი 17000 აშშ დოლარი (39 288,7 ლარი), რასაც გ-- ძ----------–---–-, ნ---- რ-----–-–---–-, ე-- კ-------–---- და ს------- გ------- დაეუფლნენ მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2016 წლის 2 ნოემბერს გ-- ძ----------–---–მა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა მ------ პ-----------თან, რომლის მიხედვითაც, 7500 აშშ დოლარის (18 092,25 ლარი) სანაცვლოდ, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით, გ-- ძ----------–---–მა იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული, თ---–--ში, ა------ს ქუჩის №3--ში, ა-–-------ს ქუჩის №4-, №4-, №4-, №4--ში მდებარე მშენებარე ბინა №14-, რეალურად კი შუამავლების: ნ---- რ-----–-–---–-სა და ს------- გ-------ს მეშვეობით, მ------ პ------------ დაარწმუნა, რომ იპოთეკის საგანს წარმოადგენდა თ---–--ში, ბ--------ს ქუჩის №7-ში მდებარე კორპუსის ბინა, სადაც მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო. 2016 წლის 2 ნოემბერს მ------ პ-----------მა გ-- ძ----------–---–ს ხელზე გადასცა კუთვნილი 7500 აშშ დოლარი (18092,25 ლარი), რასაც გ-- ძ----------–---–-, ნ---- რ-----–-–---–- და ს------- გ------- დაეუფლნენ მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2016 წლის 12 ივლისს გ-- ძ----------–---–მა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები გააფორმა ნ--- ს--–------სთან, რომლის მიხედვითაც, 20 000 აშშ დოლარის (46 786 ლარი) სანაცვლოდ, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით, გ-- ძ----------–---–მა იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული, თ---–--ში, ა------ს ქუჩის №3--ში, ა-–-------ს ქუჩის №4-, №4-, №4-, №4--ში მდებარე მშენებარე ბინები №1--, №1--, რეალურად კი შუამავლების, მათ შორის - ნ---- რ-----–-–---–-ს, ს------- გ-------სა და ე-- გ------–---–-ს მეშვეობით, ნ--- ს--–------ დაარწმუნა, რომ იპოთეკის საგანს წარმოადგენდა თ---–--ში, ბ--------ს ქუჩის №7-ში მდებარე კორპუსის ბინა, სადაც მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო. 2016 წლის 12 ივლისს ნ--- ს--–------მ გ-- ძ----------–---–ს ხელზე გადასცა კუთვნილი 20 000 აშშ დოლარი (46 786 ლარი), რასაც გ-- ძ----------–---–-, ს------- გ-------, ნ---- რ-----–-–---–- და ე-- გ------–---–- დაეუფლნენ მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2016 წლის 20 აგვისტოს გ-- ძ----------–---–მა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა ა------ ვ------–---–თან, რომლის მიხედვითაც, 15 000 აშშ დოლარის (34 221 ლარი) სანაცვლოდ, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით, გ-- ძ----------–---–მა იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული, თ---–--ში, ა------ს ქუჩის №3--ში, ა-–-------ს ქუჩის №4-, №4-, №4-, №4--ში მდებარე მშენებარე ბინა №6-, რეალურად კი შუამავლების, მათ შორის: ნ---- რ-----–-–---–-სა და ს------- გ-------ს მეშვეობით, ა------ ვ------–---–- დაარწმუნა, რომ იპოთეკის საგანს წარმოადგენდა თ---–--ში, ბ--------ს ქუჩის №7-ში მდებარე კორპუსის ბინა, სადაც მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო. 2016 წლის 20 აგვისტოს ა------ ვ------–---–მა გ-- ძ----------–---–ს ხელზე გადასცა კუთვნილი 15 000 აშშ დოლარი (34 221 ლარი), რასაც გ-- ძ----------–---–-, ნ---- რ-----–-–---–- და ს------- გ------- დაეუფლნენ მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2016 წლის 14 ივნისს გ-- ძ----------–---–მა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა ნ--- კ---------–თან, რომლის მიხედვითაც, 1- 000 აშშ დოლარის (27 678, 3 ლარი) სანაცვლოდ, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით, გ-- ძ----------–---–მა იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული, თ---–--ში, ა------ს ქუჩის N3--ში, ა-–-------ს ქუჩის N4-, N4-, N4-, N4--ში მდებარე მშენებარე ბინა N1--, რეალურად კი შუამავლების: ნ---- რ-----–-–---–-სა და ს------- გ-------ს მეშვეობით, ნ--- კ---------–- დაარწმუნა, რომ იპოთეკის საგანს წარმოადგენდა თ---–--ში, ბ--------ს ქუჩის N7-ში მდებარე კორპუსის ბინა, სადაც მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო. 2016 წლის 14 ივნისს ნ--- კ---------–მა გ-- ძ----------–---–ს, ხელზე გადასცა კუთვნილი 1- 000 აშშ დოლარი (27 678,3 ლარი), რასაც გ-- ძ----------–---–ი, ნ---- რ-----–-–---–- და ს------- გ------- დაეუფლნენ მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2016 წლის 1 ივლისს გ-- ძ----------–---–მა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა თ-- ჯ-------თან, რომლის მიხედვითაც, 14 00 აშშ დოლარის (32 480 ლარი) სანაცვლოდ, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით, გ-- ძ----------–---–მა იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული, თ---–--ში, ა------ს ქუჩის N-3--ში, ა-–-------ს ქუჩა N4-, N4-, N4-, N4--ში მდებარე მშენებარე ბინა N1--, რეალურად კი შუამავლების, მათ შორის: ნ---- რ-----–-–---–-სა და ს------- გ-------ს მეშვეობით, თ-- ჯ------ დაარწმუნა, რომ იპოთეკის საგანს წარმოადგენდა თ---–--ში, ბ--------ს ქუჩის N7-ში მდებარე კორპუსის ბინა, სადაც მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო. 2016 წლის 1 ივნისს თ-- ჯ------მ გ-- ძ----------–---–ს ხელზე გადასცა კუთვნილი 14 000 აშშ დოლარი (32 480 ლარი), რასაც გ-- ძ----------–---–-, ნ---- რ-----–-–---–- და ს------- გ------- დაეუფლნენ მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2016 წლის 23 სექტემბერს გ-- ძ----------–---–მა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა ზ------ ი-------–---–თან, რომლის მიხედვითაც, 15 000 აშშ დოლარის (34 686 ლარი) სანაცვლოდ, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით, გ-- ძ----------–---–მა იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული, თ---–--ში, ა------ს ქუჩის N3--ში, ა-–-------ს ქუჩის N4-, N4-, N4-, N4--ში მდებარე მშენებარე ბინა N3-, რეალურად კი შუამავლების: ნ---- რ-----–-–---–-სა და ს------- გ-------ს მეშვეობით, ზ------ ი-------–---–- დაარწმუნა, რომ იპოთეკის საგანს წარმოადგენდა თ---–--ში, ბ--------ს ქუჩის N7-ში მდებარე კორპუსის ბინა, სადაც მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო. 2016 წლის 23 სექტემბერს ზ------ ი-------–---–მა გ-- ძ----------–---–ს ხელზე გადასცა კუთვნილი 15 000 აშშ დოლარი (34 686 ლარი), რასაც გ-- ძ----------–---–-, ნ---- რ-----–-–---–- და ს------- გ------- დაეუფლნენ მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2016 წლის 3 აგვისტოს გ-- ძ----------–---–მა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა ნ---- ს-------------თან, რომლის მიხედვითაც, 17 400 აშშ დოლარის (40862,16 ლარი) სანაცვლოდ, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით, გ-- ძ----------–---–მა იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული, თ---–--ში, ა------ს ქუჩის N3--ში, ა-–-------ს ქუჩის N4-, N4-, N4-, N4--ში მდებარე მშენებარე ბინა N1--, რეალურად კი შუამავლების: ნ---- რ-----–-–---–-სა და ს------- გ-------ს მეშვეობით, ნ---- ს------------ დაარწმუნა, რომ იპოთეკის საგანს წარმოადგენდა თ---–--ში, ბ--------ს ქუჩის N7-ში მდებარე კორპუსის ბინა, სადაც მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო. 2016 წლის 3 აგვისტოს ნ---- ს------------მ გ-- ძ----------–---–ს ხელზე გადასცა კუთვნილი 17 400 აშშ დოლარი (40 862,16 ლარი), რასაც გ-- ძ----------–---–-, ნ---- რ-----–-–---–- და ს------- გ------- დაეუფლნენ მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2016 წლის 6 სექტემბერს გ-- ძ----------–---–მა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა მ--- კ------–--თან, რომლის მიხედვითაც, 15 000 აშშ დოლარის (34 450,50 ლარი) სანაცვლოდ, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით, გ-- ძ----------–---–მა იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული, თ---–--ში, ა------ს ქუჩის N3--ში, ა-–-------ს ქუჩის N4-, N4-, N4-, N4--ში მდებარე მშენებარე ბინა N1--, რეალურად კი შუამავლების: ნ---- რ-----–-–---–-სა და ს------- გ-------ს მეშვეობით, მ--- კ------–--- დაარწმუნა, რომ იპოთეკის საგანს წარმოადგენდა თ---–--ში, ბ--------ს ქუჩის N7-ში მდებარე კორპუსის ბინა, სადაც მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო. 2016 წლის 6 სექტემბერს მ--- კ------–--მა გ-- ძ----------–---–ს ხელზე გადასცა კუთვნილი 15 000 აშშ დოლარი (34 450,50 ლარი), რასაც გ-- ძ----------–---–-, ნ---- რ-----–-–---–- და ს------- გ------- დაეუფლნენ მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2016 წლის 25 აგვისტოს გ-- ძ----------–---–მა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა გ------- ზ-----სთან, რომლის მიხედვითაც, 15 000 აშშ დოლარის (34 464 ლარი) სანაცვლოდ, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით, გ-- ძ----------–---–მა იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული, თ---–--ში, ა------ს ქუჩის N3--ში, ა-–-------ს ქუჩის N4-, N4-, N4-, N4--ში მდებარე მშენებარე ბინა N1--, რეალურად კი შუამავლების: ნ---- რ-----–-–---–-ს, ს------- გ-------სა და ე-- გ------–---–-ს მეშვეობით, გ------- ზ----- დაარწმუნა, რომ იპოთეკის საგანს წარმოადგენდა თ---–--ში, ბ--------ს ქუჩის N7-ში მდებარე კორპუსის ბინა, სადაც მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო. 2016 წლის 25 აგვისტოს გ------- ზ-----მ გ-- ძ----------–---–ს ხელზე გადასცა კუთვნილი 15 000 აშშ დოლარი (34 464 ლარი,) რასაც გ-- ძ----------–---–-, ნ---- რ-----–-–---–-, ს------- გ------- და ე-- გ------–---–- დაეუფლნენ მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2016 წლის 27 დეკემბერს ნ---- გ----–-–---–მა, ე-- კ-------–----ს მითითებით, 20 000 აშშ დოლარის (56 604 ლარი) სანაცვლოდ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა მ----- თ-------სთან, რომლის მიხედვითაც, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით, იპოთეკით დაიტვირთა მ------ ღ----–---ს საკუთრებაში არსებული, თ---–--ში, ა------ს ქუჩის N3--ში, ა-–-------ს ქუჩის N4-, N4-, N4-, N4--ში მდებარე მშენებარე ბინა N4-. ე-- კ-------–---მა დაარწმუნა ნ---- გ----–-–---–ი, რომ იპოთეკის საგანი მდებარეობდა თ---–--ში, ბ--------ს ქუჩის N7-ში მდებარე კორპუსში, სადაც მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო. ნ---- გ----–-–---–მა მ----- თ-------ს ხელზე გადასცა 20 000 აშშ დოლარი (54 604 ლარი), რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. ამის შემდეგ, 2016 წლის 31 დეკემბერს, გ-- ძ----------–---–მა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა ნ---- გ----–-–---–თან, რომლის მიხედვითაც, 10 000 აშშ დოლარის (26 468 ლარი) სანაცვლოდ, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით, გ-- ძ----------–---–მა იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული, თ---–--ში, ა------ს ქუჩის N3--ში, ა-–-------ს ქუჩის N4-, N4-, N4-, N4--ში მდებარე მშენებარე ბინა N13-, რეალურად კი შუამავლის - ე-- კ-------–----ს მეშვეობით ნ---- გ----–-–---–ი დაარწმუნა, რომ იპოთეკის საგანს წარმოადგენდა თ---–--ში, ბ--------ს ქუჩის N7-ში მდებარე კორპუსის ბინა, სადაც მშენებლობა თითქმის დამთავრებული იყო. 2016 წლის 31 დეკემბერს ნ---- გ----–-–---–მა გ-- ძ----------–---–ს ხელზე გადასცა კუთვნილი 10 000 აშშ დოლარი (26 468 ლარი), რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2016 წლის 24 ოქტომბერსა და 31 დეკემბერს გ-- ძ----------–---–მა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები გააფორმა მ------ ზ---- დ--------თან, რომლის მიხედვითაც, 38 000 აშშ დოლარის (95 042,4 ლარი) სანაცვლოდ, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით, გ-- ძ----------–---–მა იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული, თ---–--ში, ა------ს ქუჩის N3--ში, ა-–-------ს ქუჩის N4-, N4-, N4-, N4--ში მდებარე მშენებარე ბინები N1- და N13-, რეალურად კი შუამავლების: ს------- გ-------სა და ე-- კ-------–----ს მეშვეობით, მ------ დ--------- დაარწმუნა, რომ იპოთეკის საგანს წარმოადგენდა თ---–--ში, ბ--------ს ქუჩის N7-ში მდებარე კორპუსის ბინა, სადაც მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო. მ------ დ--------მა გ-- ძ----------–---–ს ხელზე გადასცა კუთვნილი 38 000 აშშ დოლარი (95 042,4 ლარი), რასაც გ-- ძ----------–---–-, ს------- გ------- და ე-- კ-------–---- დაეუფლნენ მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
გარდა ამისა, ე-- კ-------–----ს მითითებით, მ------ ზ---- დ--------მა 2016 წლის 27 ოქტომბერს 10 000 აშშ დოლარის (24 080 ლარი) სანაცვლოდ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა მ------ ღ----–---სთან, რომლის მიხედვითაც, იპოთეკით დაიტვირთა მ------ ღ----–---ს საკუთრებაში არსებული, თ---–--ში, ა------ს ქუჩის N3--ში, ა-–-------ს ქუჩის N4-, N4-, N4-, N4--ში მდებარე მშენებარე ბინა N4-. ე-- კ-------–---მა დაარწმუნა მ------ ზ---- დ---------, რომ იპოთეკის საგანს წარმოადგენდა თ---–--ში, ბ--------ს ქუჩის N7-ში მდებარე კორპუსის ბინა, სადაც მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო. მ------ ზ---- დ--------მა ე-- კ-------–---ს ხელზე გადასცა 10 000 აშშ დოლარი (24 080 ლარი), რასაც ეს უკანასკნელი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2016 წლის 17 სექტემბერს გ-- ძ----------–---–მა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა ლ--–- ნ---------სთან, რომლის მიხედვითაც, 17 000 აშშ დოლარის (39 288,7 ლარი) სანაცვლოდ, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით, გ-- ძ----------–---–მა იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული, თ---–--ში, ა------ს ქუჩის №3--ში, ა-–-------ს ქუჩის №4-, №4-, №4-, №4--ში მდებარე მშენებარე ბინა №2-, რეალურად კი შუამავლების, მათ შორის: ნ---- რ-----–-–---–-ს, ს------- გ-------სა და ე-- კ-------–----ს მეშვეობით, ლ--–- ნ--------- დაარწმუნა, რომ იპოთეკის საგანს წარმოადგენდა თ---–--ში, ბ--------ს ქუჩის №7-ში მდებარე კორპუსის ბინა, სადაც მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო. 2016 წლის 17 სექტემბერს ლ--–- ნ---------მ გ-- ძ----------–---–ს ხელზე გადასცა კუთვნილი 17000 აშშ დოლარი (39 288,7 ლარი), რასაც გ-- ძ----------–---–-, ნ---- რ-----–-–---–-, ე-- კ-------–---- და ს------- გ------- დაეუფლნენ მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2017 წლის 21 თებერვალს ე-- კ-------–----ს მხრიდან ნ-------- ჩ--------–-ს წინაშე არსებული 17 000 აშშ დოლარის ოდენობის დავალიანების სანაცვლოდ, გ-- ძ----------–---–მა ნ-------- ჩ--------–ს საკუთრებაში გადასცა თ---–--ში, ა------ს ქუჩის N3--ში, ა-–-------ს ქუჩის N4-, N4-, N4-, N4--ში მდებარე მშენებარე ბინა N1--. ს------- გ-------მ, ე-- კ-------–---მა და გ-- ძ----------–---–მა დაარწმუნეს ნ-------- ჩ--------–-, რომ ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა თ---–--ში, ბ--------ს ქუჩის N7-ში მდებარე კორპუსის ბინა, სადაც მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო. ნ-------- ჩ--------–- ენდო მათ სიტყვიერ განმარტებას და ნასყიდობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ისე, რომ უძრავი ქონების მისამართი არ შეამოწმა. უშუალოდ დანაშაულის შედეგად დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი ქეთევან გურაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების - ნ---- რ-----–-–---–-სა და ე-- კ-------–----სათვის დანიშნული სასჯელების გამკაცრებას. კასატორის განმარტებით, მართალია, მსჯავრდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, თუმცა მათ მხოლოდ დაზარალებულთა ნაწილს ნაწილობრივ აუნაზღაურეს ზიანი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნ---- რ-----–-–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად დაზარალებულებისადმი მიყენებული ზიანის ოდენობა 168900 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ე-- კ-------–----ს - 11200 აშშ დოლარს, სასჯელის სახით გამოყენებული ჯარიმა - 12000 და 7000 ლარის ოდენობით აშკარად არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების ხასიათს, უგულებელყოფილია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მოთხოვნები.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ქეთევან გურაშვილმა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულების - ნ---- რ-----–-–---–-სა და ე-- კ-------–----ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ბ--- გ---–-----მა, გ-- ტ---–--–---–მა და გ--–- ნ-----–--–---–მა იშუამდგომლეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, რასაც დაეთანხმნენ თავად მსჯავრდებულები; ამასთან, მსჯავრდებულ ნ---- რ-----–-–---–-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ--- გ---–-----მა წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილები, რომელთა თანახმად, დაზარალებულებს სრულად აქვთ ანაზღაურებული ნ. რ-----–-–---–-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა - ნ---- რ-----–-–---–მა და ე-- კ-------–---მა ნამდვილად ჩაიდინეს გასაჩივრებული განაჩენით მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
3. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულების - ნ---- რ-----–-–---–-სა და ე-- კ-------–----სთვის უფრო მკაცრი სასჯელების დანიშვნის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს - ნ---- რ-----–-–---–სა და ე-- კ-------–---ს, მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, განუსაზღვრა ისეთი სასჯელები, რომლებიც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
4. მსჯავრდებულმა ე-- კ-------–---მა სრულად აანაზღაურა მიყენებული ზიანი, ხოლო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულ ნ---- რ-----–-–---–ს ნაწილობრივ ჰქონდა ანაზღაურებული ზიანი. კერძოდ, ზიანი არ იყო ანაზღაურებული შემდეგი დაზარალებულებისთვის : ნ--- კ---------–-ს, მ--- კ------–---ს, ვ-–- პ----–---–-ს, გ------- ზ-----ს, ა------ ვ------–---–-სა და თ-- ჯ------სთვის. საკასაციო წესით საქმის განხილვისას დაცვის მხარემ წარმოადგინა აღნიშნული დაზარალებულების ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილები მსჯავრდებულ ნ---- რ-----–-–---–-ს მიერ მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. თითოეული დაზარალებული ხელწერილში აღნიშნავს, რომ მათ სრულად აუნაზღაურდათ მიყენებული ზიანი, არ გააჩნიათ პრეტენზია ნ. რ-----–-–---–-ს მიმართ და თანახმა არიან, მის მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული ყველანაირი შეღავათი, მათ შორის - სასჯელის სახით შეეფარდოს არასაპატიმრო სასჯელი.
5. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულების მიერ მიყენებული ზიანის დანიშნულ სასჯელებთან არათანაზომიერების და გამოყენებული სასჯელებით სამართლიანობის აღდგენის შეუძლებლობის საკითხში.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა. თავისუფლების აღკვეთა, როგორც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმა, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
7. ,,დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
8. „მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
9. სასჯელის დანიშვნა უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური მიდგომის, კონკრეტული ქმედებისა და ამ ქმედებიდან გამომდინარე იდენტიფიცირებადი საფრთხეების შეფასების საფუძველზე. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია, რესოციალიზაციის უზრუნველყოფა, კონკრეტული პირის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლების მკაფიოდ განსაზღვრა და მსჯავრდებულის ქცევა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ განაჩენის დადგენის თარიღისთვის გამოძიების ორგანოებში არ არის შესული შეტყობინება მსჯავრდებულთა მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების შესახებ, მსჯავრდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული და ინანიებენ, ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები.
10. სამართლიანობის აღდგენა უკავშირდება დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულებმა - ნ---- რ-----–-–---–მა და ე-- კ-------–---მა დაზარალებულებს სრულად აუნაზღაურეს მიყენებული ზიანი დაზარალებულებს არ გააჩნიათ პრეტენზია მსჯავრდებულების მიმართ.
11. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
12. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
1-. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს როგორც მიყენებული ზიანის ოდენობას, ასევე მსჯავრდებულების ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ: მსჯავრდებულ ნ---- რ-----–-–---–ს ჰყავს სამი შვილი, რომელთაგან ერთი, საქმეში არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად (ტ.8. ს.ფ.14), საჭიროებს სპეციალურ მოვლა-პატრონობას; მსჯავრდებული ე-- კ-------–---- არის ქვრივი, ჰყავს ორი შვილი, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანია.
14. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, დაზარალებულთა პოზიციის, მსჯავრდებულების ქცევის, ეკონომიკური პირობების, მათ კმაყოფაზე მყოფი, მათ შორის არასრულწლოვანი შვილების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულებისთვის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა სამართლიანია და არ არსებობს მისი გაზრდის ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულების - ნ---- რ-----–-–---–-სა და ე-- კ-------–----ს მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან გურაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე