დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 28.04.2026
საქმის ნომერი
ბს-97(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-97(კ-26) 28 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ფ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განჩინება

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 1 ნოემბერს ი. ფ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა კომისიის 2023 წლის 4 აგვისტოს №2472 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის 2023 წლის 18 იანვრის №19/01230181419-55 განცხადებით მოთხოვნილ თვითნებურად დაკავებულ 491 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ი. ფ-ის საკუთრების უფლების აღიარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 4 აგვისტოს №2472 განკარგულება; მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა 2023 წლის 18 იანვრის №19/01230181419-55 განცხადებით მოთხოვნილ თვითნებურად დაკავებულ 491 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ი. ფ-ის საკუთრების უფლების აღიარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ი. ფ-იმა 2023 წლის 1 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით: 1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 4 აგვისტოს №2472 განკარგულება; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს 2023 წლის 18 იანვრის №19/01230181419-55 განცხადებით მოთხოვნილ თვითნებურად დაკავებულ 491 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ი. ფ-ის საკუთრების უფლების აღიარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 4 აგვისტოს №2472 განკარგულება; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა 2023 წლის 18 იანვრის №19/01230181419-55 განცხადებით მოთხოვნილ თვითნებურად დაკავებულ 491 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ი. ფ-ის საკუთრების უფლების აღიარება. დასახელებული სამართალწარმოების ფარგლებში პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ. თბილისში, ... №6-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 038.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრირებულია ბ. ნ-ის (სართული 1, ბინა №3, ფართით - 67.29 კვ.მ.), დ. მ-ის (სართული 1, ბინა №4, ფართით - 94.05 კვ.მ.), ი. ფ-ის (ბინა №5, ფართით - 98.00 კვ.მ. ს/კ:...), მ. ს-ის (ბინა №2, ფართით - 20.92 კვ.მ.) და შ. დ-ის (ფართი - 56.78 კვ.მ. სარდაფი - ფართით 27.00 კვ.მ.) თანასაკუთრების უფლება. დ. მ-იმა, მ. ჟ-ამ და ო. ი-იმა 2022 წლის 22 ნოემბერს განმარტეს, რომ არიან ი. ფ-ის მეზობლები და სანოტარო წესით დაადასტურეს, რომ ი. ფ-ი, 1978 წლიდან საკუთრებაში ფლობს, სარგებლობს და ათვისებული აქვს უძრავი ქონება ქ. თბილისში, ... №6-ის მიმდებარედ არსებული 491 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით. ასევე, მათ თანხმობა განაცხადეს, რომ ზემოაღნიშნული ნივთის ლეგალიზაცია/რეგისტრაცია/დაკანონება მოხდეს ი. ფ-ის სახელზე, მის აკუთრებაში, 2022 წლის 20 ნოემბერს შს „ჰ...ს“ მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად.

ი. ფ-იმა 2023 წლის 18 იანვარს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, ... №6-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (491 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარება. ი. ფ-ის განცხადება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით დასკვნის მისაღებად კომისიამ, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გადაუგზავნა. სააგენტოს 2023 წლის 10 მაისის წერილით კომისიას ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ... №6-ის მიმდებარედ 491 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ვრცელდება საცხოვრებელი (სზ-2) ზონა. ი. ფ-იმა 2023 წლის 6 ივლისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დამატებით წარუდგინა შპს „მ...+“ის მიერ, 2023 წლის 22 ივნისს მომზადებული დასკვნა, რომელიც ადასტურებდა მოთხოვნილი 491 კვ.მ. მიწის ნაკვეთის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ფლობა-სარგებლობისა და მასზე შენობა- ნაგებობის (დანგრეულ მდგომარეობაში, რომელიც შემდგომ განახლდა) არსებობის ფაქტს. დასახელებული დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ... (ყოფილი ...) ქუჩა №6-ის მიმდებარედ, ი. ფ-ი და მისი ოჯახი ფლობს უკანონოდ შემოსაზღვრულ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობას. რაც შეეხება ნაკვეთზე არსებული შენობის საძირკველს, შემოწმებით (გამოყენებული იქნა ე.წ. „კაშკარევის“ დრეკადი უკუასხლეტის პრინციპით მომუშავე ჩაქუჩი) დადგინდა, რომ იგი არის მონოლითური ბეტონის და მისი სიმტკიცის მახასიათებლებიდან გამომდინარე, ხნოვანება არანაკლებ 23-25 წელია. ასევე, ეზოს მოსაპირკეთებლად გამოყენებული მასალების (ფილების) თავისებურებებიდან გამომდინარე, მათი ხნოვანებაც არანაკლებ 25 წელია.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 13 ივლისის №48 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ი. ფ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, ... №6-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 491.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 4 აგვისტოს №2472 განკარგულებით, ი. ფ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, ... №6-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 491.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულებაში მითითებულია, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად, ასევე, აეროფოტოგადაღებებითა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ი. ფ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და მოქცეულია ერთიან სივრცეში აღნიშნულ საკადასტრო ერთეულთან, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ფიზიკური პირების თანასაკუთრებას, ხოლო ი. ფ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ფართი - ბინა №5, საერთო ფართობი - 98.00 კვ.მ, ს/კ: .... აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს სხვა თანამესაკუთრეთა კანონიერ ინტერესზე განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან მიმართებით. ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით დადგინდა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, 2012 წლის 29 მაისს მომზადებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმის მიხედვით, მოქცეულია აღნიშნული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. შესაბამისად, კომისია მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ემსჯელა, როგორც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. რაც შეეხება საქმეში წარდგენილ შპს „მ...ს“ 2023 წლის 22 ივნისის №67/23 ექსპერტიზის დასკვნას (დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის საძირკველი არის მონოლითური ბეტონის და მისი სიმტკიცის მახასიათებლებიდან გამომდინარე, ხნოვანება არანაკლებ 23-25 წელია), კომისიამ განმარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტი ვერ გახდებოდა უტყუარი მტკიცებულება საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დასადასტურებლად, რამდენადაც, განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა არა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ხანდაზმულობა, არამედ ის გარემოება, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და მოქცეულია ერთიან სივრცეში აღნიშნულ საკადასტრო ერთეულთან, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა ფიზიკური პირების თანასაკუთრებას; ხოლო 2012 წლის 29 მაისს მომზადებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმის მიხედვით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეულია აღნიშნული საკადასტრო ერთეულის საზღვრებში.

დადგენილია, რომ მ. ს-იმა, ბ. ნ-იმა და შ. დ-იმა სანოტარო წესით განაცხადეს, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში 18.01.2023 წელს წარდგენილი №19/012301814119-55 განცხადებით მოთხოვნილ 491 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებდა მხოლოდ ი. ფ-ი, დამოუკიდებლად. აღნიშნულ მიწაზე არასდროს ვრცელდებოდა ბ. ნ-ის, დ. მ-ის, მ. ს-ისა და შ. დ-ის ფაქტობრივი მფლობელობა. შესაბამისად, ი. ფ-ის მიერ თვითნებურად დაკავებული 491 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მიმართ არ გააჩნდათ პრეტენზია და თანახმანი იყვნენ, რომ იგი დარეგისტრირებულიყო ი. ფ-ის საკუთრებად. ასევე მიუთითეს, რომ მათთვის ცნობილი გახდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 4 აგვისტოს №2472 განკარგულების შესახებ, სადაც საუბარია უძრავი ქონების (ს/კ: №...) საკადასტრო საზღვრების ე.წ. „წითელი ხაზების“ ცვლილების შესახებ, რაც დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ წითელი ხაზების ცვლილება განხორციელდა თანამესაკუთრეების ერთობლივი თანხმობით, ფაქტობრივი რეალობიდან გამომდინარე და არსებულ წითელ ხაზებთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ გააჩნდათ. ზემოაღნისნულმა პირებმა დამატებით განმარტეს, რომ სახლი, მიუხედავად მისი ფართებად რეგისტრაციისა, წარმოადგენდა იმგვარ ნაგებობას (ერთსართულიან სახლს, სარდაფით), რომელსაც ჰქონდა დამოუკიდებელი შესასვლელები და გამიჯნული ეზოები. შესაბამისად, თითოეული თანამესაკუთრე, დამოუკიდებლად ფლობდა შენობაზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთს. მათი განმარტებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი 491 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეოდა ი. ფ-ის საკუთრებასა და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ეზოს მომიჯნავედ და მის მიმართ სხვა თანამესაკუთრეებს პრეტენზიები არ გააჩნდათ.

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია 2007 წლამდე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, რაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების დავალების საფუძველი გახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლეს საკუთრების უფლების აღარებაზე უარი ეთქვა არა შენობა-ნაგებობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით მოსარჩელემ ვერ მოახერხა დაეძლია მტკიცების ტვირთი და ვერ წარმოადგინა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მისსავე საკუთრებად აღიარების კანონშესაბამისობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 11 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 4 აგვისტოს №2472 განკარგულების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 04 აგვისტოს №2472 განკარგულება; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა 2023 წლის 18 იანვრის №19/01230181419-55 განცხადებით მოთხოვნილ თვითნებურად დაკავებულ 491 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ი. ფ-ის საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განჩინებით.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიაქცევს ყურადღებას საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა მიხედვითაც ქ. თბილისში, ... №6-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 038.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრირებულია ბ. ნ-ის, დ. მ-ის, ი. ფ-ის, მ. ს-ის და შ. დ-ის თანასაკუთრების უფლება.

დ. მ-იმა, მ. ჟ-ამ და ო. ი-იმა 2022 წლის 22 ნოემბერს განმარტეს, რომ არიან ი. ფ-ის მეზობლები და სანოტარო წესით დაადასტურეს, რომ ი. ფ-ი, 1978 წლიდან საკუთრებაში ფლობს, სარგებლობს და ათვისებული აქვს უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ... №6-ის მიმდებარედ არსებული 491 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით. ასევე, მათ თანხმობა განაცხადეს, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის ლეგალიზაცია/რეგისტრაცია/დაკანონება მოხდეს ი. ფ-ის სახელზე, მის საკუთრებად, 2022 წლის 20 ნოემბერს შს „ჰ...ს“ მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად.

ი. ფ-იმა 2023 წლის 18 იანვარს განცხადებით მიმართა კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, ... №6-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (491 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარება.

ი. ფ-ის განცხადება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით დასკვნის მისაღებად კომისიამ, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გადაუგზავნა. სააგენტოს 2023 წლის 10 მაისის წერილით კომისიას ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ... №6-ის მიმდებარედ 491 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ვრცელდება საცხოვრებელი (სზ-2) ზონა.

ი. ფ-იმა 2023 წლის 6 ივლისს კომისიას დამატებით წარუდგინა შპს „მ...+“ის მიერ, 2023 წლის 22 ივნისს მომზადებული დასკვნა, რომელიც ადასტურებდა მოთხოვნილი 491 კვ.მ. მიწის ნაკვეთის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ფლობა-სარგებლობისა და მასზე შენობა-ნაგებობის (დანგრეულ მდგომარეობაში, რომელიც შემდგომ განახლდა) არსებობის ფაქტს. წარდგენილი დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ... (ყოფილი ...) ქუჩა №6-ის მიმდებარედ, ი. ფ-ი და მისი ოჯახი ფლობს თვითნებურად შემოსაზღვრულ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობას. რაც შეეხება ნაკვეთზე არსებული შენობის საძირკველს, შემოწმებით დადგინდა, რომ იგი არის მონოლითური ბეტონის და მისი სიმტკიცის მახასიათებლებიდან გამომდინარე, ხნოვანება არანაკლებ 23-25 წელია. ასევე, ეზოს მოსაპირკეთებლად გამოყენებული მასალების (ფილების) თავისებურებებიდან გამომდინარე, მათი ხნოვანებაც არანაკლებ 25 წელია.

კომისიის 2023 წლის 13 ივლისის №48 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ი. ფ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, ... №6-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 491.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიის 2023 წლის 4 აგვისტოს №2472 განკარგულებით, ი. ფ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, ... №6-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 491.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულებაში მითითებულია, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რომელთა გამოკვლევის შედეგად, ასევე, აეროფოტოგადაღებებითა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ი. ფ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და მოქცეულია ერთიან სივრცეში აღნიშნულ საკადასტრო ერთეულთან, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ფიზიკური პირების თანასაკუთრებას, ხოლო ი. ფ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ფართი - ბინა №5, საერთო ფართობი - 98.00 კვ.მ, ს/კ: .... აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს სხვა თანამესაკუთრეთა კანონიერ ინტერესზე განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან მიმართებით.

საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, 2012 წლის 29 მაისს მომზადებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმის მიხედვით, მოქცეულია აღნიშნული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. შესაბამისად, კომისია მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ემსჯელა, როგორც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე.

კომისიამ განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნა ვერ გახდებოდა უტყუარი მტკიცებულება საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დასადასტურებლად, რამდენადაც, განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა არა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ხანდაზმულობა, არამედ ის გარემოება, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და მოქცეულია ერთიან სივრცეში აღნიშნულ საკადასტრო ერთეულთან, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ფიზიკური პირების თანასაკუთრებას;

ამასთან, საგულისხმოა, რომ მ. ს-იმა, ბ. ნ-იმა და შ. დ-იმა სანოტარო წესით განაცხადეს, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში 18.01.2023 წელს წარდგენილი №19/012301814119-55 განცხადებით მოთხოვნილ 491 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებდა მხოლოდ ი. ფ-ი, დამოუკიდებლად. აღნიშნულ მიწაზე არასდროს ვრცელდებოდა ბ. ნ-ის, დ. მ-ის, მ. ს-ისა და შ. დ-ის ფაქტობრივი მფლობელობა. შესაბამისად, ი. ფ-ის მიერ თვითნებურად დაკავებული 491 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მიმართ არ გააჩნდათ პრეტენზია და თანახმანი იყვნენ, რომ იგი დარეგისტრირებულიყო ი. ფ-ის საკუთრებად. მათი განმარტებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი 491 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეობს ი. ფ-ის საკუთრებასა და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ეზოს მომიჯნავედ და მის მიმართ სხვა თანამესაკუთრეებს პრეტენზიები არ გააჩნიათ.

საკასაციო სასამართლო უპირველესად მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. მითითებული საკანონმდებლო აქტის თანახმად, კონკრეტული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში საკუთრების უფლების მოპოვება ხდება მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე. კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს, ასევე განსაზღვრავს იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკერძოება ხდება იმ შემთხვევაში თუ მიწის თვითნებურად დაკავების, მასზე საცხოვრებელი სახლის ან/და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის განთავსება დასტურდება კანონის ამოქმედებამდე. საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის აღიარების შემთხვევაში კი ასეთი აუცილებლობა კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული. ამასთანავე, უნდა დასტურდებოდეს სადავო მიწის ნაკვეთის დაკავების ფაქტი ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 27 ივლისი).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად კი, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებული უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.

საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოთა დასკვნას მოსარჩელის მიერ 2007 წლამდე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის უდავო ფაქტობრივ გარემოებად შეფასების შესახებ, რაც თავისთავად წარმოადგენს ი. ფ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს; მით უმეტეს, რომ თანამესაკუთრეთა უფლებები დაცულია და ისინი თანახმანი არიან, სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ი. ფ-ის სასარგებლოდ აღიარებაზე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წამოუდგენია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);

ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა