დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 28.12.2006
საქმის ნომერი
ას-398-790-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.12.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-398-790-06 28 დეკემბერი, 2006 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. ბ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს «ჭ...ი” (მოპასუხე)

დავის საგანი – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე. ბ-ის წარმომადგენელმა გ. ბ-მ განცხადება შეიტანა ჭიათურის რაიონულ სასამართლოში, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, 2005 წლის 13 იანვრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

განმცხადებელმა მიუთითა, რომ ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 13 იანვრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განხცადების საფუძველზე გაიხსნა სს «ჭ...ის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება. გაკოტრების მმართველმა კრებაზე განაცხადა, რომ სს «ჭ...ის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება არ უნდა დაწყებულიყო, ვინაიდან საწარმო კარგად მუშაობს. განმცხადებლის აზრით, სასამართლოს უნდა შეემოწმებინა ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, დაეკითხა მოწმეები, მოეწვია ექსპერტები, რაც არ გაუკეთებია.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 ივნისის განჩინებით ე. ბ-ის წარმომადგენელ გ. ბ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ე. ბ-ის წარმომადგენელ გ. ბ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის განჩინებით ე. ბ-ის წარმომადგენელ გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 ივნისის განჩინება. ე. ბ-ის წარმომადგენელ გ. ბ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 13 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც გაიხსნა გაკოტრების საქმე.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. ბ-ის წარმომადგენელ გ. ბ-მ. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ემსჯელა განცხადების დასაშვებობაზე, სასამართლომ არასწორად დატოვა მისი განცხადება განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 ივნისის განჩინებით ე. ბ-ის წარმომადგენელ გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნა უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ე. ბ-ის წარმომადგენელ გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ” პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. ბ-ის წარმომადგენელ გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აპრილის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.