„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კანონი „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ამოქმედდეს 1997 წლის 1 იანვრიდან.
2. 1997 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 8 სექტემბრის დეკრეტი „საწარმოთა გაკოტრების შესახებ“.
3. მოვალის ქონებაში სახელმწიფოს წილის არსებობისას გაკოტრების საქმის წარმოების ყველა ეტაპზე მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო.
4. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შეიმუშაოს კანონქვემდებარე აქტები გაკოტრების მასის გაყიდვისა და კანონის სხვა ნორმების რეალიზაციის სამართლებრივი მექანიზმის თაობაზე.
5. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გაკოტრების საქმეთა წარმოების ორგანიზაციისათვის განახორციელოს მოსამართლეთა და გაკოტრების მმართველობის მოსამზადებელი სათანადო ღონისძიებები.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
1996 წლის 25 ივნისი.
№287–IIს